ოცნების სახლი: 10 უჩვეულო დიზაინ-პროექტი, რომლებიც რეალობად აქციეს

ბევრი ჩვენგანი ოცნებობს საკუთარ სახლზე, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის ფანტაზია იმდენად შორს მიდის, რომ მათ სურთ უჩვეულო ტაძრის მფლობელები იყვნენ. საბედნიეროდ, თანამედროვე ბაზარზე არსებული მასალებისა და ხელსაწყოების შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ, თანაც, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ხელებით ააშენოთ საოცნებო სახლი.

თანამედროვე ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან თავიანთი სახლების ინტერიერისა და დიზაინის ორგანიზებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მას საკუთარი ხელით ქმნიან.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის შეარჩია 10 ყველაზე საინტერესო დიზაინ – პროექტი, რომლებიც რეალობად იქცა, შესაძლოა ამათგან რომელიმემ შთაგაგონოთ შექმნათ უნიკალური შედევრი საკუთარი ხელებით.

1. ჰობიტის სახლი უელსში

ფოტო: ivseitaki-interesno.ru

ფოტოგრაფ საიმონ დეილს მხოლოდ 4 თვე და 5,2 ათასი დოლარი დასჭირდა, რომ გამხდარიყო ტყის მონაკვეთზე აშენებული უნიკალური ქალაქგარე სახლის მფლობელი. არაჩვეულებრივი ეკო – სახლი მხოლოდ ნატურალური მასალისგანაა დამზადებული, ხოლო ელექტროენერგიას და კომფორტულ ტემპერატურას მთელი წლის განმავლობაში, დამონტაჟებული მზის პანელების მეშვეობით ღებულობს. კანალიზაციის პრობლემები ფოტოგრაფმა ჩვეულებრივი კომპოსტირებით მოაგვარა. ამ სახლის მფლობელი ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით, რადგან მან შეძლო ისეთი სახლის შექმნა, რომელიც მისი და ბუნების ნაწილია, და არა სერიული ყუთები, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიის სარგებლისთვისაა შექმნილი.

2. გუმბათოვანი სახლი ტაილანდში

ფოტო: laburo.com.ua

მართლაც ზღაპრული სახლი შეგიძლიათ იხილოთ ტაილანდში, მანგოს ჭალებში.  მისი მფლობელი მთელი ცხოვრება ოცნებობდა საკუთარ სახლზე, მაგრამ არა დიდი ზომის, მრავალსართულიან სასახლეზე, არამედ ასეთ არასტანდარტულ და მყუდრო კუთხეზე, მეგაპოლისის მოუსვენარი ცხოვრებისგან შორს. სტივ არინმა, მეგობრის დახმარებით, ზუსტად 6 კვირაში მოახერხა ამ სახლის აშენება და გაფორმება, რაშიც მან მხოლოდ 9 ათასი დოლარი დახარჯა.

ფოტო: laburo.com.ua

ბუნებრივია, რომ დეკორაციის ყველა მასალა ბუნებრივი წარმოშობისა იყო, და ყველაზე მეტად მეპატრონე ამაყობს მის მიერ დამზადებული თიხის აგურებით, რომლითაც ეს სახლი აეგო. უნიკალური ეზო ისევე უჩვეულოდ და კრეატიულადაა მორთული, როგორც თავად სახლი, განსაკუთრებით მიმზიდველია ერთ-ერთ გუმბათზე მოთავსებული ტერასა და კერძო აუზი.

3. სახლი ბორბლებზე აშშ-ში

ფოტო: Twizz.ru

ახალგაზრდა გოგონამ ჯესი ლიფსკინმა, რომელიც შთაგონებულია მისი თანამემამულეების გარემოსდაცვითი პროექტებით, გადაწყვიტა წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია. იმისათვის, რომ მას საკუთარი სახლი ჰქონოდა, თანაც ბორბლებზე (რადგან ეს საკმაოდ მოსახერხებელია), მან შეიძინა ძველი ავტობუსი და იგი მყუდრო ბინად აქცია. ამ საცხოვრებელ ფართს კი “Greyhound” უწოდა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერია, რაც თქვენ გჭირდებათ კომფორტული ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის.

ფოტო: interesnoznat.com

მშენებლობისთვის ჯესი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ სამშენებლო მასალებს იყენებდა, სითბოსა და ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად კი მან დაამონტაჟა მზის პანელები, ენერგო – დაზოგვის სისტემები და მოწყობილობები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ბუნებაში უარყოფითი გავლენის დაზოგვასა და შემცირებას. გოგონას ასეთი ტრანსფორმაციისთვის 3 წელი და 120 ათასი დოლარი დასჭირდა.

4. სახლი ფანჯრის ძველი ჩარჩოებისგან (დასავლეთ ვირჯინია, აშშ)

ფოტო: huckberry.com

ეს, ალბათ, ყველაზე მსუბუქი და იაფი სახლია, რომლის აშენებაც ადამიანს შეეძლო. ასეთი ფანტასტიკური იდეა დაებადათ ფოტოგრაფ ნიკ ოლსონსა და მის მეუღლეს, დიზაინერ ლაილა გორვიტს. კრეატიულ ოჯახს მხოლოდ 6 კვირა და 500 დოლარი დასჭირდა ამ შესანიშნავი სახლის შესაქმნელად, რომელსაც ულამაზესი სახელწოდება აქვს – “Sunset Hous”. ამ სახლში წყვილი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს. შუშის ფასადის მიღმა შთამბეჭდავი ლანდშაფტია. ასეთი არაჩვეულებრივი საცხოვრებლის მშენებლობისთვის უამრავი ფანჯრის ჩარჩო და აივნის კარები დასჭირდათ, რომლებიც ახალგაზრდებმა უბრალოდ ნაგავსაყრელზე იპოვეს, იატაკისა და ღია დასასვენებელი ზონის გასაკეთებლად კი ისინი ფერმერების მიერ გადაყრილ დაფებს იყენებდნენ.

5. მინი-აპარტამენტი ფინეთის ველურ ტყეში

ფოტო: archidea.com.ua

ჯადოსნური სახლი ტყეში, რომლის ფართობი მხოლოდ 29 კვადრატული მეტრია, დიზაინერმა რობინ ფალკმა ააშენა, რომ საშუალება ჰქონოდა შემოქმედებითი შთაგონება მიეღო სკანდინავიის ველურ ბუნებაში. იმისათვის, რომ ასეთ თვალწარმტაც ადგილას შენობა ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, იგი დიზაინერმა მთლიანად დაამზადა ეკოლოგიურად ბუნებრივი ხისგან. მეპატრონეს მხოლოდ ორი კვირა და 10 ათასი დოლარი დასჭირდა პატარა ტბის კლდოვან სანაპიროზე ასეთი უმშვენიერესი და მყუდრო სახლის ასაშენებლად.

6. “სიყვარულის ჯიხური” ჩრდილოეთის ზღვის ფერწერულ სანაპიროზე ჰარდანგერ-ფიორდში (ნორვეგია)

ფოტო: interiorsib.ru

ეს უნიკალური პროექტი შეიმუშავეს ნორვეგიელმა არქიტექტორებმა ტომი ვილჰელმსენ ბერგენმა და ტოდ საუნდერსმა შეყვარებული წყვილისთვის, რომლებიც სრულყოფილ ჰარმონიაში, დასახლებული პუნქტებისგან შორს ცხოვრებაზე ოცნებობდნენ. ბუნებრივია, მფლობელებს სურდათ სახლი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულიყო, ამიტომ ექსტერიერის ყველა ელემენტი, მათ შორის ღია ტერასა, ლარიქსის დაფებისგან დამზადდა, ინტერიერის გაფორმებისთვის კი არყის ფანერები გამოიყენეს. მინი – ქონების დამოუკიდებელი არსებობისთვის დამონტაჟდა მზის პანელები და სპეციალური საკომუნიკაციო სისტემები.

7. HALO – სტუდენტთა მიერ დაპროექტებული სახლის კონცეფცია

ფოტო: nordicdesign.ru

ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შვედი სტუდენტების ჯგუფმა შეიმუშავა და ააშენა სუპერ – ეკოლოგიური სახლი, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიით იკვებება. სახურავის ფუტურისტული ფორმა მიჰყვება მზის კვალს, იგი მზის ენერგიას ელექტროენერგიად აქცევს და მისი მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა.

ფოტო: nordicdesign.ru

მიუხედავად ფანტასტიკური გარეგნობისა, სახლის ფასადი გაფორმებულია ხისგან, ხოლო ინტერიერის დეკორაცია სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს. იმისდა მიუხედავად, რომ ეს კონცეფცია კონკურსისთვის შემუშავდა, იგი უკვე გადაიქცა ფუნქციურ შენობად და მზადაა მიიღოს მისი მაცხოვრებლები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

შენიშვნა: HALO – არის ოპტიკური ფენომენი მზის გარშემო, იგი ცისარტყელას მსგავსია.

8. Bolton Eco House-ი პენინის მთის ფერდობზე (დიდი ბრიტანეთი)

ფოტო: designerdreamhomes.ru

ბალახის სახურავით გადახურული ეს ფერწერული შენობა დააპროექტეს მისმა მფლობელებმა ბოლტონ კანცილმა და არქიტექტურულ – დიზაინერულმა კომპანია CABE-მ. ძნელი დასაჯერებელია, რომ თანამედროვე აპარტამენტები, რომლებიც ფოტოებზე ჩანს, მიწისქვეშაა მოთავსებული, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.

ფოტო: designerdreamhomes.ru

უფრო მეტიც, ასეთი სახლის ენერგოეფექტურობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი მიწაზე არსებული სტრუქტურის. დამონტაჟებული სითბოს ტუმბოების, მზის პანელებისა და ქარის ტურბინების წყალობით, ამ მიწისქვეშა სახლს აქვს ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვისაა საჭირო.

9. იაპონური ხის სახლი ორეგონის ტყეში (აშშ)

ფოტო: navolne.life

გემთმშენებელი ბრაიან შულცი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა ხმაურიანი ქალაქისგან დაშორებულ მყუდრო ბუდეზე, და როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცა, მან ამ ტყეში პატარა ნაკვეთზე საოცარი სახლი ააშენა. იაპონურ სტილში საკუთარი იზოლირებული ქოხის შესაქმნელად, მან მხოლოდ ბუნებრივი მასალები გამოიყენა და შენობა კედარის ფილებით გადახურა. ენთუზიასტს 3 თვის შრპმა და 11 ათასი დოლარი დასჭირდა საკუთარი ოცნების სახლის ასაშენებლად, რომელიც მდებარეობს კეიპო სოკოლის ხელუხლებელ ტყეში.

10. ძველი ტირიფების სახლი გლუკესტერჰირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი)

ფოტო: Twizz.ru

ალბათ ყველას გვიოცნებია პატარა სახლზე, რომელი მაღალ ხეზე, მწვანე ტოტებს შორის იქნებოდა მოქცეული. სწორედ ასეთი ოცნება ჰქონდა ბრიტანელ ტერი მერედიტს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი სურვილი რეალობად ექცია. თავდაპირველად მან ივარაუდა, რომ ძველ ტირიფზე აშენებული ხის სახლი მისი შვილებისთვის იდეალური სათამაშო ადგილი იქნებოდა, მაგრამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ იგი მისთვის და მისი მეგობრებისთვის დასასვენებელ სივრცედ ექცია. ტერი სახლს საკუთარი ხელებით აშენებდა და მასალად მხოლოდ ფიჭვის, მუხისა და წაბლისგან დამზადებულ დაფებს იყენებდა. მან ასეთ კრეატიულ სამუშაოზე 8 თვე და 9 ათასი დოლარი დახარჯა, სამაგიეროდ, ახლა ბავშვებსაც აქვთ სათამაშო სივრცე და მოზრდილთა დიდ ჯგუფსაც აქვს დასვენების ზონა, სადაც დაუვიწყარი საღამოების გატარებას შეძლებენ.