
აივანი სახლის სრულფასოვანი ნაწილია და თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ იგი თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით. ამ სტატიაში მოცემულია 5 გასაოცარი იდეა, რომლებიც არ საჭიროებს სერიოზულ ხარჯებს და უზარმაზარი საფასურის გადახდას ინტერიერის დიზაინერებისთვის.
1. აივანი-ბიბლიოთეკა

მათთვის, ვისაც უყვარს ძველი ქაღალდის წიგნების კითხვა, შესანიშნავი იდეაა აივანზე მინი-ბიბლიოთეკის მოწყობა. საკმარისია განათავსოთ ღია თაროებიანი კარადა წიგნებისთვის, რომლის დამზადებაც საკუთარი ხელით შეგიძლიათ უბრალო ფანერებისგან, ხოლო მაგიდა და სავარძელი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ.
2. აივანი-ბარი

პატარა შეკრებებისთვის აივანი – ბარის შესაქმნელად, ალკოჰოლით თუ მის გარეშე, თქვენ უბრალოდ უნდა გააკეთოთ იმპროვიზირებული ბარის დახლი ნებისმიერი შესაფერისი მასალისგან. ყველაზე შესაფერისი მასალა გახლავთ მყარი ხე ან პვქ-თანდართული პანელები. შემდეგ ბარისთვის სკამებს შეარჩევთ და სულ ესაა.
3. აივანი-კაბინეტი

თუ კომპიუტერთან მუშაობა უცხო თვალისგან და ხმებისგან იზოლირებულად გიყვართ, აივნის კარების ორმაგი შუშის ფანჯარა საუკეთესო ვარიანტია, რომელიც უცხო ადამიანების მიერ ხელის შეშლისგან დაგიცათ. უბრალოდ მოათავსეთ პატარა მაგიდა, შეარჩიეთ ადგილი დასასვენებლად და იმუშავეთ თქვენი სიამოვნებისთვის.
4. აივანი-მინიკაფე

თქვენ შეგიძლიათ აივანზე მოაწყოთ თქვენთვის საყვარელი ყავის მაღაზიის მინი-ვერსია. ამისათვის უბრალოდ სასურველი მაგიდის შეკვეთაა საჭირო ინტერნეტ-მაღაზიებიდან, რომელსაც რამდენიმე დოლარად შეიძენთ და ცოტაოდენი მუშაობა განათებისა და კელდების მშვიდი, მყუდრო დიზაინის შესაქმენლად.
5. აივანი-ბაღი

აივანზე მინი-ბაღის მოსაწყობად ავეჯი და სამშენებლო მასალები არ არის საჭირო. თქვენ მხოლოდ ფერადი ქოთნები, მცენარეების მცენარეების ნერგები ან ყლორტები და ყვავილების სარწყავი გჭირდებათ.