
რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე ჩვეულებრივი ბუნებრივი მასალები ხელს შეუწყობს ბაღის ან საზაფხულო აგარაკის გარდაქმნას. მრავალფეროვანი მცენარეები და ბუნებრივი ქვები შეიძლება გახდეს შესანიშნავი ვარიანტი დეკორაციისთვის. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ ლანდშაფტის დიზაინში საკუთარი იდეებისა და უნარების რეალიზებას, რაშიც მინიმალურ თანხას და ძალისხმევა გამოიყენებთ. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის ცოტაოდენი მოთმინება, კარგი წარმოსახვის უნარი და სივრცე შემოქმედებისთვის.
1. ქვის სკულპტურა
ქვის სკულპტურები იდეალური გზაა ეზოს დასამშვენებლად და საინტერესო, თამამი გადაწყვეტით სტუმრების ყურადღების მისაქცევად. ასეთი ობიექტი ნებისმიერ ეზოში შეგიძლიათ განათავსოთ, იგი მას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს, ამავე დროს შექმნის ბუნებრივ, მშვიდ ატმოსფეროს, რაც იდეალურად ჰარმონიზდება გარემოსთან.
2. ქვის ზღუდე
თუ სახლსა და მწვანე ზონას შორის საზღვრის გაკეთება გსურთ, მაშინ დაბალი კვადრატული ლოდების იდეა აუცილებლად მოგეწონებათ. ამისთვის თქვენ პირველ რიგში თანაბარი ზომის ქვების შერჩევა, შემდეგ კი მათი თანმიმდევრობით განლაგება გჭირდებათ, რითაც ერთგვარ დეკორატიულ ღობეს შექმნით. სახლთან და გარემოსთან შეხამებული ასეთი ბუნებრივი “კედელი” ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ამასთან, თუ გსურთ, მასიური ლოდები შეგიძლიათ გააზავოთ პატარა კენჭებით, მცენარეების ირგვლივ მოაბნიოთ ისინი და შექმნათ ერთგვარი ბილიკი.
3. ქვის სვეტები
ორი ქვის სვეტი დაუმუშავებელი კიდეებით შესანიშნავი ვარიანტია ბაღში შესასვლელის მარკირებისთვის. ასეთი განსხვავებული დეკორი პირველივე წუთიდან მიიპყრობს თქვენი მეზობლებისა და სტუმრების ყურადღებას.
4. იაპონურ სტილში მოწყობილი ქვის ბაღი
ქვებისგან არამარტო ბილიკები ან სკულპტურები, არამედ შესანიშნავი ბაღის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ყვავილებისთვის. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც დიდი, ისე პატარა ქვები ან არარეგულარული ქვების ფილები. მათი კომბინირება მარტივად შეიძლება უპრეტენზიო მცენარეებთან (უმჯობესია აირჩიოთ სუკულენტები), ასე თქვენ შექმნით საკუთარ მყუდრო მინი-ბაღს.
5. ქვის დეკორი
ამ ტიპის დეკორატიული ქვის სკულპტურები გახლავთ ძირითადი აქცენტი ბაღის დიზაინში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვის ქოთნები, ბურთები და სხვა ფიგურები, თამამად ჩაატაროთ ექსპერიმენტი სხვადასხვა ფორმისა და ტექსტურების მეშვეობით.
6. ქვის ეზო
მათთვის, ვისაც სურს პირდაპირი მნიშვნელობით იგრძნოს თავი ქვის კედლის მიღმა, იდეალურია ეს ვარიანტი. აქ რეალურად შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია და შექმნათ არა მარტო განსხვავებული ქვის კედელი, არამედ დაამშვენოთ შიდა ეზო ანალოგიური სტილით.
7. სარელაქსაციო ზონა
თუ სამყაროში არსებული დაძაბულობისგან თავის დაღწევა და საკუთარ თავთან და ფიქრებთან განმარტოვება გსურთ, აუცილებლად განიხილეთ მოცემული ვარიანტი. ქვის სვეტებთან შერწმული პატარა წყლის წისქვილი იდეალურია პრობლემებისა და დაძაბულობისგან თავის დასაღწევად. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ასეთ გარემოში მარტივად იგრძნობთ თავს არა მარტო ეგვიპტის მმართველად, არამედ ტიბეტური მონასტრის ბერად.
8. ბაღი სახურავზე
მინიმალური ტექნიკური მხარდაჭერითა და შეზღუდული სივრცის გონივრული გამოყენებით, ქვის ბაღის მოწყობა შენობის სახურავზე არაჩვეულებრივი აზრია. ასეთი კომპოზინია მიზანშეწონილია წელიწადის ნებისმიერ დროს.
9. ქვის ტაბურეტები
ზღვის კენჭების სახით სტილიზებული ქვები მარტივად შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ როგორც დეკორი, არამედ როგორც ავეჯი. მათგან შეგიძლიათ შექმნათ ორიგინალური ტაბურეტები ან პატარა მაგიდები, რითაც შექმნით დასასვენებელ ზონას თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის.
10. ქვის კიბეები
ბოლო დროს, ქვის კიბეები პოპულარული დეკორის ელემენტი ხდება. ისინი იდეალურად ერწყმიან გარემოს და მას ერთ მთელს ხდიან. ასეთი კიბეები იდეალურად გამოიყურება ლიქენით, რომელიც მას საბოლოოდ მთლიანად დაფარავს და რბილ ბილიკებად აქცევს.
11. შადრევანი ინგლისურ სტილში
მათთვის, ვისაც დეკორაციაში თავშეკავებული სტილი უყვართ, იდეალურია ინგლისურ სტილში დამზადებული ქვის შადრევნის ვარიანტი. ეს დეკორაცია ნებისმიერ ადგილს შეესაბამება, მიუხედავად ფართობის ზომებისა, და თუ მას განათავსებთ გავრცელებულ ხეებსა და ბუჩქებს შორის ( როგორც ფოტოზეა მოცემული), ეს ვარიანტი ბევრად მომგებიანი და მიმზიდველი გახდება.
12. ქვის ბილიკები
გამონაკლისი არც ქვის ბილიკებია. მათ შესაქმნელად, თქვენ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ არამხოლოდ ჯენჭები, არამედ უფრო მასიური ქვებიც, არჩევანი იმის მიხედვით უნდა გააკეთოთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ.
13. ხელოვნური ნაკადული
ვის გაუგია ბაღი ნაკადულის გარეშე? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ უკვე გაქვთ პირველი ნიმუში მისი შექმნისა და გაფორმებისთვის. ამისთვის თქვენ უბრალოდ უნდა შემოფარგლოთ ნაკადული დიდი ზომის ლოდებით, რომლებიც მსუბუქად იძირება ნაკადულში და ბალახში იფლობა.