
კბილის ჯარისი შეუცვლელი ნივთია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ყველა ვზრუნავთ კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. თუმცა, დგება მომენტი, როდესაც მას ვადა გასდის და დროა ახალი ჯაგრისი შეიძინოთ. მაგრამ ძველი ჯაგრისის გადაყრის ნაცვლად, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან მას შეუძლია სახლის სხვადასხვა მოწყობილობის ჩანაცვლება. კერძოდ რომლებს, იხილეთ სტატიაში.
1. გაზქურა

კბილის ჯაგრისის მეშვეობით გაზქურის წმენდა გაცილებით მარტივი გახდება. პატარა ზომისა და მდგრადი ჯაგარის წყალობით, ის მოაშორებს ჭუჭყს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჭურჭლის ღრუბელისა და ნაჭრისთვის ხელმიუწვდომელია.
2. ნაკერები ფილებს შორის

ფილები სამზარეულოში, აბაზანასა და ტუალეტში სწრაფად კარგავენ მიმზიდველ გარეგნობას. იმისათვის, რომ არ დახარჯოთ ფული ახალ ფილებსა და ხელოსნის მომსახურებაზე, უბრალოდ გაწმინდეთ მათი ნაკერები. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, თუ ხელთ გაქვთ ძველი კბილის ჯაგრისი. საკმარისია გაჟღენთოთ იგი მათეთრებელ ხსნარში და გაწმინდოთ დაბინძურებული ადგილები. გაწმენდის შემდეგ კრამიტი სუფთა წყლით ჩამორეცხეთ.
3. ონკანი

წყლის ონკანი სახლში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული რამ გახლავთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტამ თუ იცის. ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ხელს შეუწყობს ონკანის ბადის გაწმენდას ბაქტერიებისა და ობისგან. იგი იდეალურად უმკლავდება ასეთი სამუშაოებს, პატარა ზომების წყალობით.ონკანის ფილტრების გაწმენდის შემდეგ გაწმინდეთ იგი საპონის ხსნარში.
4. ცარცისა და ფერადი ფანქრების კვალი
ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია მათთვის, ვისაც სახლში ხატვის მოყვარული პატარა ბავშვები ჰყავს. თუ კედელზე მსგავსი ნახატებია, მოიმარჯვეთ კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა (მის ნაცვლად შეგიძლიათ საპარსი ქაფი გამოიყენოთ) და საქმეს შეუდექით. ჯაგრისზე ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით და ნაზი წრიული მოძრაობით წაუსვით დალაქავებულ ზედაპირს. ნარჩენები გაწმინდეთ ღრუბელით, ქსოვილით ან ქაღალდის პირსახოცით.
5. კომპიუტერის კლავიატურა

კლავიშებს შორის დიდი რაოდენობით ნამცეცები, მტვერი და ჭუჭყი გროვდება. ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცით, როგორც წესი, სასურველ შედეგს ვერ ვღებულობთ, ამიტომ სხვა მეთოდს უნდა მიმართოთ. მაგალითად, გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი. იგი უნდა იყოს მშრალი, მყარი ჯაგარით.
6. სახეხი

დიასახლების უმრავლესობამ იცის, რა რთულია სახეხის გაწმენდა სტაფილოს, ჭარხლის და სხვა პროდუქტების ნარჩენებისგან. ეს ამოცანა განსაკუთრებით რთულდება მაშინ, თუ ღამით სახეხის გარეცხვა დაგავიწყდებათ, დილით კი შეამჩნევთ, რომ დარჩენილი საკვები მიხმარი აქვს. პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად, შეეცადეთ სახეხს გამხმარი პროდუქტი მშრალი კბილის ჯაგრისით მოაშოროთ, შემდეგ გარეცხოთ იგი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და სუფთა წყალი გადაავლოთ.
7. სიმინდი
როგორც არ უნდა ეცადოთ, სიმინდისგან “თმების” მთლიანად მოშორება შეუძლებელია. შედეგად, ისინი ჭამის დროს კბილების ეჭედება და დისკომფროტს გვიქმნის. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მარტივად გადაჭრათ, გახეხეთ სიმინდი კბილის ჯაგრისით. პროცესს გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ამას ხელით გააკეთებდით.
8. თმის შეღებვა

სილამაზის სალონებში თმის შეღებვა იაფი არ არის, ამიტომ ზოგიერთ გოგონას ამ პროცედურის ჩატარება სახლში ურჩევნია. თუ ჩვეულებრივი ფუნჯით ვერ იღებავთ თმის თითოეულ ღერს, მაშინ კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გაქვთ “კარე” ან სხვა რომელიმე მოკლე ვარცხნილობა. ამასთან, ჯაგრისით შეღებილი თმის საღებავის ლაქები ტანსაცმელზე გაცილებით ნაკლები იქნება.
9. დაუმორჩილებელი თმები

თუ წვიმის დროს თქვენი თმა იხვევა და არ იცით როგორ მოიწესრიგოთ იგი, სცადეთ შემდეგი მეთოდი: მშრალ კბილის ჯაგრისს ცოტაოდენი თმის ლაქი წაუსვით და დაიტანეთ იგი “ურჩ” თმაზე. ამის შემდეგ თვენი ვარცხნილობა გაცილებით აკურატული იქნება.
10. ბოსტნეული
თუ მაღაზიაში “გაგიმართლათ” ნიადაგის მქონე ნარჩენების პროდუქტის შეძენაში, გაწმინდეთ ისინი კბილის ჯაგრისით. სოკოსა და იმ ბოსტნეულისთვის, რომლებსაც თხელი კანი აქვთ, გამოიყენეთ ჯაგრისი რბილი ჯაგარით, ხოლო კარტოფილისთვის – უხეში ჯაგარის მქონე ჯაგრისი გამოგადგებათ.
რჩევა: პროდუქტი მაღაზიიდან დაბრუნებისთანავე გარეცხეთ, რადგან სუფთა ბოსტნეული და ხილი უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე ჭუჭყიანი კანის მქონე.
11. ნიჟარა

დაბინძურებული სადრენაჟე ხვრელი რეგულაურად უნდა გაწმინდოთ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად სპეციალური ხელსაწყოები დაგჭირდებათ. ჩვენ უფრო მარტივ ხერხს გთავაზობთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი.
12. თმის საშრობი

თუ დროულად არ ამოიღებთ ჭუჭყს, რომელიც თმის საშრობის გათბობის ელემენტშია დაგროვილი, იგი შესაძლოა სულ მალე გაფუჭდეს. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად, დროულად გაწმინდეთ მოწყობილობის დაუცველი ნაწილები მტვრისგან და სხვა სიბინძურისგან. თუ ამ პროცედურას ყოველ 3-4 დღეში ერთხელ განახორციელებთ, თქვენი თმის საშრობი დიდხანს ერთგულად მოგემსახურებათ.
13. ვენტილაცია
ვენტილაცია სააბაზანოში და მანქანის საჰაერო სადინარები იდეალური ადგილია სოკოებისა და ბაქტერიების გამრავლებისთვის, ამიტომ მათი გაწმენდა საჭიროა დროულად. ამისთვის კი კბილის ჯაგრისია შესაფერისი. პროცედურა ძალიან მარტივია: ამოიღეთ დამცავი გისოსი, მშრალი ჯაგრისით გაწმინდეთ ვენტილაციის თვალსაჩინო ნაწილები, შემდეგ კი გაწმინდეთ ნესტიანი ქსოვილით. ბოლოს დაამუშავეთ ვენტილაცია ქაფის ანტისეპტიკით.