9 ხრიკი, რომლის მეშვეობით სახლში სისუფთავეს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ

ფოტო: cdn.apartmenttherapy.info

როდესაც საქმე დასუფთავებას ეხება, უნდა გამოიყენოთ გონება და არა ძალა. რამდენიმე სასარგებლო ხრიკი და წინდახედული მოქმედება დაზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას. სახლში წესრიგისა და სისუსფთავის შენარჩუნება სინამდვილეში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. “პროფილაქტიკურ დასუფთავებაზე” რამდენიმე წუთისა და მცირეოდენი ძალისხმევის დახარჯვით, სისუფთავის ჩვეულებრივზე დიდხანს შენარჩუნება გაცილებით ადვილია.

1. ალუმინის ფოლგა თქვეს საშველად მოდის

ფოტო: i.ytimg.com

იმისათვის, რომ საჭმლის მომზადების შემდეგ ჭურჭელი სწრაფად და მარტივად გარეცხოთ, კერძის მომზადებამდე რთულად გასარეცხი საცხობი ლანგარი, საცხობი ფორმა ან სხვა ჭურჭელი ალუმინის ფოლგით დაფარეთ. მომზადების შემდეგ უბრალოდ მოხსნით ფოლგას და ჭურჭელს გაცილებით მარტივად გარეცხავთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაზოგავთ მინიმუმ 15-20 წუთს და ამ დროს გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმობთ.

2. შუშის ზედაპირის სისუფთავე

ფოტო: pbs.twimg.com

თქვენ დაზოგავთ უდიდეს ენერგიას, თუ დასუფთავების დროს არ მოგიწევთ დამატებითი სამუშაოების გაკეთება. იმისათვის, რომ არ რეცხოთ და წმინდოთ საშხაპე კაბინის კარები ან კარადების შუშები ყოველ მეორე დღეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი საშუალება – სპეციალური წყალმრიდი სპრეი. ასე შუშის ზედაპირებზე აღარასოდეს იქნება მახინჯი ლაქები და წყლის წვეთების კვალი.

3. სამაგიდო აქსესუარების კრებული წვეულებების დროს

ფოტო: i.kinja-img.com

ბევრმა დიასახლისმა იცის ცვილის ქაღალდის დიდებული ძალის შესახებ. იგი სასარგებლოა არა მხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ ზრუნავს დანა-ჩანგლის სილამაზესა და წესრიგზე. თუ მათ კარგად დაამუშავებთ ცვილის ქაღალდით, მაშინ უჟანგავი ლითონი დაფარული იქნება ცვილის თხელი ფენით, რაც ხელს შეუშლის წყლის ლაქების, თითის ანაბეჭდების, მტვრისა და ცხიმის წარმოქმნას.

ფოტო: utro.tv

სასარგებლო რჩევები: ცვილის ქაღალდის ან საცხობი პერგამენტის გამოყენება ასევე შეგიძლიათ სამზარეულოსა და სააბაზანოში ონკანების სილამაზისა და ბზინვარების შესანარჩუნებლად. ცვილი თხელი ფენა სანტექნიკას არა მხოლოდ სილამაზეს შეუნარჩუნებს, არამედ დაიცავს ლითონს ჟანგისგან და გაფუჭებისგან, რაც ძალიან ხშირად ხდება.

4. სახლში ფეხსაცმლის ტარება აკრძალულია

ფოტო: irp-cdn.multiscreensite.com

მარტივი წესის შემოღება, რომელიც ფეხსაცმლის სახლის გარეთ შენახვას გულისხმობს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა სახლში და განსაკუთრებით შემოსასვლელში სისუფთავის შესანარჩუნებლად. არ აქვს მნიშვნელობა, ფეხსაცმელს რეგულარულად გაწმენდთ მშრალი და სველი საშუალებებით თუ არა, რადგან ქუჩაში ერთი გასეირნების შემდეგ, იგი სწრაფად იფარება მტვრით, ჭუჭყითა და ბაქტერიებით. სწორედ ამ მიზეზის გამო, ბინაში კარის მახლობლად ფეხსაცმლის შენახვა არა მხოლოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, არამედ იწვევს იატაკის უფრო ხშირად წმენდის აუცილებლობას. იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო და ძალისხმევა, უმჯობესია ბინის გარეთ კედელთან პატარა ფეხსაცმლის კარადა განათავსოთ, სადაც ყველა ფეხსაცმელს შეინახავთ.

5. სწორად შერჩეული ლეიბები და ბალიშები

ფოტო: np.pl.ua

ბალიშები და ლეიბები საკმაოდ მოცულობითი საგნებია, რომლებსაც დასუფთავების დროს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ საქმე რამდენიმე სარეცხი ბალიშებისა და ლეიბების შეძენით. ასე თქვენ უბრალოდ მოხსნით მათ საფარს და ჩვეულებრივად გარეცხავთ ობიექტებს. ბალიშები და ლეიბები იქნება სუფთა, არ მიიღებს დეფორმაციას და ამასთან, ბევრად უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

6. რეგულარული შემოწმება

ფოტო: thespruce.com

ყოველ ჯერზე, ოთახის დატოვებისას, აუცილებლად შეამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში. თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი ნივთი ან საგანი თავის ადგილას არ დევს ან ვიღაცას ნაგვის გადაყრა დაავიწყდა, მაშინვე მოაგვარეთ ეს წვრილმანი. ასეთი პატარა “წვრილმანების” შემჩნევითა და კორექტირებით, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ 25-30 წუთი სახლის გენერალური დასუფთავების დროს.

7. ნაკლები მტვერი

ფოტო: i.pinimg.com

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ წმენდთ ან რეცხავთ პლინტუსებს, მასზე მტვერი ყოველთვის ძალიან სწრაფად გროვდება. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ მათი სისუფთავის პერიოდი, გაწმინდოთ პლინტუსები სილიკონის ფურცლებით. მათ აქვთ ანტისტატიკური ეფექტი, ამიტომ გამოყენების შემდეგ ტოვებენ ნივთიერებების თხელ ფენას, რომლებიც შესანიშნავად მოიგერიებენ მტვერს და ასე პლინტუსებს სისუფთავეს გაცილებით დიდიხნით შეუნარჩუნებენ. ანალოგიური მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში არსებული ავეჯისა და სხვა საგნების ზედაპირების გასაწმენდად.

8. საშხაპე ფარდა

ფოტო: gidroguru.com

შხაპის მიღების შემდეგ, დარწმუნდით, რომ საშხაპე ფარდა მთლიანად გასწორებულია. მხოლოდ ამ გზით გაშრება იგი სრულად. ფარდის ღიად დატოვებით, მის ნაკეცებში ტენიანობა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც, თავის მხრივ, სააბაზანოში მიკრობებისა და ობის გამრავლებას გამოიწვევს.

9. გზა და გზა დასუფთავება 

ფოტო: i.pinimg.com

ჭამის შემდეგ დასუფთავების გამარტივების ერთ-ერთი გზა-კერძის მომზადებისას მეტი საქმის კეთებაა. თუნდაც ისეთ უბრალო რაღაცებს, როგორიც ჭურჭლის რეცხვა მათი გამოყენებისთანავე და ჭუჭყისა და ნამსხვრევების გაწმენდაა მათი გაჩენისთანავე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.