10 მოულოდნელი ადგილი სამზარეულოში, სადაც შეიძლება ობი იმალებოდეს

სამზარეულო შესანიშნავი ადგილია ობის წარმოქმნისა და გამრავლებისთვის, რადგან მას აქვს ტენიანობის მაღალი დონე. მაშინაც კი, თუ თქვენ რეგულარულად წმენდთ ოთახს და გგონიათ, რომ სამზარეულოში იდეალური სისუფთავე და წესრიგი სუფევს, შეიძლება მზაკვარი სოკოები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში იმალებოდნენ. მათი რეპროდუქციის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა იცოდეთ, სად მოძებნოთ ისინი.

1. სამზარეულოს წინსაფარზე

ფოტო: ivanovamebli.com.ua

ჰიგიენების წესების თანახმად, სამზარეულოს წინსაფარი უნდა გარეცხოთ ყოველ ჯერზე, კერძის მომზადების შემდეგ. თუ ამას არ აკეთებთ, სოკო აუცილებლად გაჩნდება მასზე. საქმე იმაშია, რომ ტენიანი გარემო და ცხიმის ნაწილაკები არის ის, რაც ბაქტერიებს სჭირდებათ გაჩენისა და გამრავლებისთვის. თუ არ გაქვთ დრო გენერალური დასუფთავებისთვის, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. უბრალოდ გაწმინდეთ წინსაფარი სადეზინფექციო ხსნარში ამოვლებული ნესტიანი ქსოვილით. ეს პროცედურა სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს სამზარეულოში მოულოდნელი სტუმრები არ არიან.

2. ბოსტნეულის განყოფილებაში

ფოტო: cleanadvice.ru

ობის კიდევ ერთი საყვარელი ადგილი არის ბოსტნეულის განყოფილება მაცივარში. აქ საკმარისი ტენიანობის დონეა, არც ძალიან ცივა, საკმარისი ოდენობის საკვები საშუალებებია, მით უმეტეს, თუ მაცივარში შენახული მწიფე ბოსტნეულის არსებობა 7-10 დღით დაგავიწყდათ. მაცივარში სოკოს წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, სცადეთ კვირაში ერთხელ მაინც შეამოწმოთ ბოსტნეულის განყოფილება და გადაყაროთ გაფუჭებული ბოსტნეული. ასევე სპეციალისტები გირჩევთ, გარეცხოთ ეს ყუთი თბილ სოდიან ხსნარში. მის მოსამზადებლად გჭირდებათ ერთი ჭიქა წყალი, და ერთი ჩ.კ. სოდა, შეურიეთ ისინი ერთმანეთს და დაელოდეთ, სანამ სოდა ბოლომდე გაიხსნება. ამის შემდეგ გაწმინდეთ ამ ხსნარით მთელი მაცივარი. ხოლო ტენიანობის შესამცირებლად, ბოსტნეულის განყოფილების ფსკერზე მოათავსეთ რამდენიმე ქაღალდის პირსახოცი. ისინი შეიწოვენ ზედმეტ ტენიანობას და შეინარჩუნებენ სისუფთავეს უჯრაში.

3. მარცვლეულის ქილებში

ფოტო: made-box.ru

აღმოჩნდა, რომ სოკო შეიძლება წარმოიქმნას მარცვლეულის ქილებშიც, თუნდაც ისინი უსაფრთხოდ იყოს დახურული. როგორ? ძალიან მარტივად: საკმარისია, თუნდაც ერთი წვეთი წყალი ჩავიდეს კონტეინერში და გარკვეული დროის შემდეგ შეამჩნევთ ობს წიწიბურასა და ბრინჯზე. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ საკვების გაფუჭება, დელიკატურად დაამუშავეთ ქილები, რომლებშიც პროდუქტის შენახვას აპირებთ. მარცვლეულის კონტეინერში მოთავსებამდე, გარეცხეთ ქილები თბილი წყლით და საპონით ან ძმრით, ქილები გააშრეთ ჰაერზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ მათში მარცვლეული.

4. სამზარეულოს ჭურჭელზე

ფოტო: hozsecret.ru

თუ სილიკონისგან დამზადებულ სამზარეულოს აქსესუარებს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, მათზე წარმოიქმნება თხელი წებოვანი ფენა, რომელიც იდეალური საშუალებაა ბაქტერიების გასამრავლებლად.

იმისათვის, რომ აქსესუარებმა რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ, გამოყენების შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდეთ ისინი საკვების ნარჩენებისგან. მათ გასარეცხად გამოიყენეთ მხოლოდ ცხელი წყალი და სპეციალური სარეცხი საშუალებები. სამზარეულოს ჭურჭელი კარგად გააშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ ისინი უჯრაში.

5. მიკროტალღურ ღუმელში

ფოტო: starscurls.ru

ბევრი დიასახლისი დარწმუნებულია, რომ მიკროტალღური ღუმელის 100 ტალღას შეუძლია ნებისმიერი სოკოს განადგურება. თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენი ინფორმაციით, სოკოები და ბაქტერიები შესანიშნავად თანაარსებობენ მიკროტალღურ ღუმელში და არანაირ დისკომფორტს განიცდიან. ამიტომ, ღუმელი რეგულარულად უნდა დეზინფიცირდეს. ამ მიზნებისთვის კი ჩვეულებრივი ძმარი გამოგადგებათ. ჩაასხით იგი შუშის ჭურჭელში და მოათავსეთ ჩართულ მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წუთით. შემდეგ გახსენით კარი და დაელოდეთ, სანამ აპარატი ბოლომდე გაშრება.

რჩევა: მიკროტალღურ ღუმელში სოკოს წარმოქმნისა და გამრავლების თავიდან ასაცილებლად, კერძების მომზადების ან გაცხელების შემდეგ ყოველ ჯერზე დატოვეთ ღუმელის კარი ღია 3-5 წუთით.

6. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში

ფოტო: elektriki23.ru

მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მუდმივად ექვემდებარება ცხელი წყლისა და ორთქლის მოქმედებას, მასში შეიძლება გაჩნდეს ობი. ჩვეულებრივ, ეს ხდება რეზინის პლომბების ნაკეცებში, რადგან აქ სოკო საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს. მავნე ბაქტერიების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მათთან გამკლავების იგივე მეთოდი, რაც მიკროტალღური ღუმელის შემთხვევაში – ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ, დატოვეთ სარეცხი მანქანის კარი ღია 15-20 წუთის განმავლობაში.

7. სამზარეულოს ონკანის ქვეშ

ფოტო: sovkusom.ru

სამწუხაროდ, ობი შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ ონკანში ან მის ზედაპირზე, არამედ სანტექნიკის ქვეშ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თვალისგან დამალულ ადგილებში ობის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, რაც შემდგომში სოკოს გამრავლებას იწვევს. რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? თვეში რამდენჯერმე შეამოწმეთ კარადაში ონკანის ქვედა ნაწილი. ასე თქვენ არა მხოლოდ გააკონტროლებთ სანტექნიკის მუშაობას, არამედ დროულად შეამჩნევთ სოკოს წარმოქმნას.

8. სველ პირსახოცებზე

ფოტო: cdn.cienradios.com

ჩვენი ინფორმაციით, სველი პირსახოცი ნამდვილი “სამოთხეა” სოკოსთვის. სამზარეულოს პირსახოცი პრაქტიკულად ყოველთვის სველია, ამიტომ მასზე ბაქტერიები ძალიან სწრაფად ჩნდება. იმისათვის, რომ სოკო პირსახოციდან ჭურჭელზე ან ხელზე არ მოხვდეს, გამოცვალეთ იგი რაც შეიძლება ხშირად.

9. მაცივრის ქვეშ

ფოტო: ariston.co.ua

მაცივრის ქვეშ იატაკი ძალიან იშვიათად იწმინდება. მტვერი, ჭუჭყი და კონდენსაცია, რომლებიც მის ქვეშ გროვდება, სოკოსთვის იდეალური გარემოა.

მაცივრის ქვეშ იატაკის გასაწმენდად, არ არის აუცილებელი მისი გადაადგილება, უბრალოდ გამოიყენეთ შემდეგი ხრიკი: გრძელ სახაზავზე შემოახვიეთ სველი ხელსახოცი და ამით გაწმინდეთ ჭუჭყიანი ადგილი. სოკოების მოსაშორებლად კი ძმარი ან ქლორის შემცველი ხსნარი დაგეხმარებათ.

10. კონდიციონერზე

ფოტო: ecoklimat74.ru

იმისათვის, რომ კონდიციონერმა თქვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, იგი აუცილებლად უნდა გაწმინდოთ წელიწადში ერთხელ. თუ ამას არ გააკეთებთ, სავარაუდოდ, კონდიციონერში სოკო წარმოიქმნება. ამიტომ დროულად მიმართეთ სპეციალისტებს და ტექნიკა მწყობრში მოიყვანეთ.