
როდესაც ჩვენი თანამემამულეები ტურისტად მიდიან ევროპის ან ამერიკის ქალაქებში, გაკვირვებით უცქერენ სხვადასხვა გაჯეტებსა და ინსტალაციებს, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს. ეს ყველაფერი შექმნილია იმისათვის, რომ მოქალაქეების ცხოვრება გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი გახდეს.
1. სახლი მწერებისთვის

ურბანულ გარემოში ყველა დამბინძურებელი მწერი ვერ პოულობს ადგილს საცხოვრებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყდა, რომ მათთვის მზა სახლები დამონტაჟებულიყო.
2. ლუქი ხის ფესვებისთვის

სპეციალური გისოსი, რომელიც ხის ფესვებს კარგი ტენიანობითა და ჰაერის შეუფერხებლად გადინებით უზრუნველყოფს. ჩვენი ინფორმაიით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხე კარგად განვითარდეს და არ დაავადმყოფდეს.
3. საზოგადოებრივი ტუალეტი

ამ უნიკალურ ჯიხურს შეგვიძლია ვუწოდოთ “ურლიფტი”, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლავთ საზოგადოებრივი ტუალეტი. საქმე იმაშია, რომ ლონდონისა და ამსტერდამის ხელისუფლებამ გადაწყვიტეს, რომ არ გაეფუჭებინათ ქალაქის ქუჩები მახინჯი ბიოტუალეტებით და შეიძინეს ავტომატური კონსტრუქციები, რომლებიც მიწის ქვეშ იმალება. სპეციალური მექანიზმის მეშვეობით ჯიხური ამოდის ზედაპირზე, გამოყენების შემდეგ კი კვლავ მიწის ქვეშ ბრუნდება, სადაც ხდება სადეზინფექციო პროცესი.
4. გზის ნაპირი

იაპონიაში ზამთრობით ხშირი თოვლი მოდის. ნალექი იმდენად ბევრია, რომ მძღოლები უბრალოდ ვერ ხედავენ გზის ნაპირს. იმისათვის, რომ მემანქანეებმა განსაზღვრონ, თუ სად მთავრდება საავტომობილო გზა, მის ზემოთ ჩამოკიდულია სპეციალური ისრები.
5. ველოფიქსატორი

ჩვენთვის ასეთი უჩვეულო სტენდები შეგიძლიათ ნახოთ ევროპის ბევრ ქალაქში. ეს მოწყობილობები აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებიც აფიქსირებენ ველოსიპედის გავლის თითოეულ ციკლს. ამ მონაცემების საფუძველზე, ქალაქის ხელისუფლება ადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს და ასევე ცდილობს ხალხი ჩართოს ველოსიპედის გამოყენებაში.
6. ავტობუსის გაჩერება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რომლის მთავარი საინტერესო მომენტი მწვანე სახურავი გახლავთ ცოცხალი მცენარეებით.
7. ქუჩის ხელოვნება

ქუჩის ხელოვნება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და სანამ ჩვენი ქვეყნების კედლებზე ძირითადად არეულობაა, განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებში ფრესკების დახმარებით ისინი ამშვენებენ ნაკლებადმიმზიდველ ობიექტებს. მაგალითად, სატრანსფორმატორო ჯიხურებს, როგორიც ფოტოში ნაჩვენები.
8. ვაქცინები ხეებისთვის

ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეებს. ამისათვის ქალაქის პარკებში რეგულარუად აკეთებენ ვაქცინებს პრეპარატებით, რომლებიც შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებს.
9. დიზაინის მახასიათებლები

საზღვარგარეთ ყოფნისას ცათამბჯენებზე შეგიძლიათ იხილოთ ცარიელი, მოუჭიქავი სართულები. ასეთი დიზაინის მახასიათებლებს საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულება აქვთ, ისინი ამცირებენ შენობაში ქარის დატვირთვას. გარდა ამისა, ამ გზით, დეველოპერები ზრდიან შენობების სიმაღლეს, ზედა სართულზე მდებარე შენობების ფასი კი შესაბამისად იზრდება. ცარიელი სართულები გამოიყენება როგორც ტექნიკური პლატფორმები.
10. ხელოვნური ლანდშაფტი

უჩვეულო, ხელოვნურად შექმნილი ლანდშაფტი აეროპორტში, განკუთვნილია მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურის შესამცირებლად.
11. ვერტიკალური პარკირება

ვერტიკალური პარკირების ადგილები არის განვითარებული ქალაქების ნოუ-ჰაუ. ისინი ზოგავენ სივრცეს ტროტუარზე.
12. რობოტი მიმტანი

ახლახან მელბურნში გამოჩნდა ავტომატური საზიდავები, რომლებიც განკუთვნილია შეკვეთების ადგილზე მისატანად მიმდებარე უბნებში.
13. მიმზიდველი ტაბლები

ძალიან ცოტა ადამიანი აქცევს ყურადღებას გამაფრთხილებელ ნიშნებს, მაგრამ ასეთი სიგნიფიკატორები, რომელბიც სველი სართული შესახებ გვამცნობს, შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება.
14. მღრღნელების შესაშინებელი

ეს გახლავთ მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს გაზონების დაცვას მღრღნელებისა და სხვა მავნებლებისგან. ასეთი რაღაცები სრულებით ავტომატიზებულია და მხოლოდ მზის ენერგიით იკვებება.
15. წყალგადამტანი მილები

იმისათვის, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქი წყალში არ ჩაიძიროს, ბერლინში დამონტაჟებულია უნიკალური მიწისქვეშა დრენაჟის სისტემა. ჩვეულებრივი თხრილების ნაცვლად, მთელ ქალაქში დამონტაჟდა ლურჯი და ვარდისფერი მილები.