
ყოველწლიურად დიზაინერები უშვებენ ახალ პროდქტს, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. როგორ მივიღოთ შხაპი მაკიაჟის გაფუჭების გარეშე, სად დავმალოთ მობილური ტელეფონი, თუ ჯიბე და ჩანთა თან არ გვაქვს. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ჩვენ ვიპოვეთ პასუხები.
1. სამალავი სავარცხელში

თქვენ შეგიძლიათ შეგროვებული თანხა სავარცხელში დამალოთ. გარდა ამისა, ასეთი აქსესუარი აუცილებლად გამოგადგებათ მოგზაურობის დროს ან სანაპიროზე.
2. დამცავი ნიღაბი

თხელი პლასტმასისგან დამზადებული დამცავი გასახედი საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიიღოთ შხაპი მაკიაჟის გაფუჭების გარეშე. ეს ნივთი იდეალურია იმ შემთხვევაში,თუ თქვენ სამსახურის შემდეგ გაგრილება გსურთ, შემდეგ კი წვეულებაზე აპირებთ წასვლას.
3. “ნაფეხურები” გისოსებზე

როგორც იქნა, ვიღაცამ მაინც იფიქრა იმ გოგოებზე, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით უწევთ გადაადგილება გისოსებზე. ლითონის ნაფეხურები საშუალებას მისცემს ნებისმიერ ქალბატონს უსაფრთხოდ და კომფორტულად იაროს გისოსებზე.
4. საორსულო ბალიში

რბილი ნალის ფორმის ბალიში შექმნილია სპეციალურად ფეხმძიმე ქალის მუცლის გასამაგრებლად. ჩვენი ინფორმაციით, ქალების უმრავლსობამ, რომლებმაც გამოსცადეს ეს გამოგონება, აღნიშნეს მისი უპირატესობა სხვა საწოლების მიმართ.
5. სახელური სამართებლისთვის

სამართებლისთვის შექმნილი გრძელი სახელური ქალების უმრავლესობისთვის პარსვის პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის. ასეთი მოწყობილობა იდეალურია ორსული ქალებისთვის, რომლებსაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უძნელდებათ დაზნექა.
6. დაბერების საწინააღმდეგო ბალიში

კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სახის დელიკატური კანის ბალიშთან რეგულარული კონტაქტი იწვევს ნაკეცებისა და ღრმა ნაოჭების გაჩენას. ამ ეფექტის შესამცირებლად დაგეხმარებათ სპეციალური ჩაღრმავებული ბალიში, რომელიც სპეციალურად სახის კანის დასაცავადაა გამოგონებული.
7. დასადგამი ფრჩხილის ლაქისთვის

ეს გახლავთ მოსახერხებელი სტენდი, რომელიც საიმედოდ დააფიქსირებს ფრჩხილის ლაქს, და აღარ მოგიწევთ ყოველ ჯერზე ლაქის ბოთლის შენჯღრევა, ფუნჯზე ცოტაოდენი ლაქის მოსაგროვებლად.
8. სამაჯური-რეზინი

თუ თქვენ ყოველ ჯერზე გავიწყდებათ თმის რეზინის თან წაღება, ეს აქსესუარი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. რეზინი არის თანამედროვე მოდური სამაჯურის ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ მასთან ერთად ატაროთ.
9. ტუალეტი დედისა და შვილისთვის

იაპონურ საზოგადოებრივ ტუალეტებში არის კუბურები, რომლებიც განკუთვნილია დედებისა და შვილებისთვის. ამ ჯიხურების კედლებზე მოთავსებულია დამატებითი ტანსაცმლის საკიდი და პრაქტიკული სკამი ბავშვებისთვის.
10. პორტატული სარეცხის მანქანა

ეს არის უჩვეულო იაპონური გამოგონება, რომელიც საშუალებას მისცემს დატვირთულ ქალებს პირდაპირი მნიშვნელობით რეცხონ სიარულის დრო. ეს მოწყობილობა უცნაურზე მეტია, და მიუხედავად ამისა, მას ბევრი მსურველი ჰყავს.
11. ტანსაცმლის კომპაქტური საწმენდი გორგოლაჭი გოგოებისთვის

კომპაქტური წებოვანი როლიკი, ოდნავ უფრო დიდი ვიდრე ტუჩსაცხი, დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან ბეწვის, მტვრისა და სხვა მცირე მინარევების მოშორებაში.
12. მაგნიტური წამწამები

მათთვის, ვისაც არ სურს წამწამების დაგრძელებით მათი გაფუჭება, არსებობს ალტერნატივა-მაგნიტური წამწამები. ისინი საიმედოდ მაგრდება თქვენს ნამდვილ წამწამებზე და არ ამძიმებს მათ.
13. შარფი ჯიბით

მოდური შარფი “სნუდი” პატარა ფარული ჯიბით, რომელშიც შეგიძლიათ განათავსოთ ფული, მობილური ტელეფონი ან სხვა პატარა ნივთები. ასეთი აქსესუარი შეიძლება საკმაოდ პრაქტიკული იყოს, რადგან ქალის სამოსს ხშირად არ აქვს საკმარისი ჯიბეები.
14. ტუში ავტომატური ფუნჯით

ზოგიერთ დაკავებულ ქალს წამწამების გაკეთების დროც კი არ აქვს. დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლებმა ეს გაითვალისწინეს და შექმნეს უნიკალური ტუში ავტომატური ფუნჯით, რომელიც ელექტრო კბილის ჯაგრისის პრინციპით მუშაობს. ფუნჯი წუთში დაახლოებით 7000 ვიბრაციას აკეთებს და საშუალებას გაძლევთ წამწამები წამებში დაიმშვენოთ.
15. სიგნალიზაცია მობილური ტელეფონისთვის

Doberman-მა, მანქანის საგანგაშო სიგნალიზაციის კომპანიამ, გამოუშვა Doberman Mini Mobile Alert სენსორული სიგნალიზაცია, რომელიც შექმნილია თქვენი სმარტფონის დასაცავად. თუ ვინმე ეცდება თქვენი ტელეფონის მოპარვას, მოწყობილობა დაიწყებს სიგნალის გავრცელებას 95 დეციბელის მოცულობით, რომლის გამორთვაც მხოლოდ მოწყობილობის მფლობელს შეუძლია.
16. ყელსაბამი-თრეკერი

ეს გახლავთ მრავალი სენსორით აღჭურვილი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ყელსაბამი, რომელიც აფიქსირებს მფლობელის საქმიანობისა და ცხოვრების მთავარ ინდიკატორებს. გარდა ამისა, სენსორი აღჭურვილია ჩაშენებული კამერით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მნიშვნელოვანი მომენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან.