
გარკვეულწილად, სახლი, რომელშიც ქალი ცხოვრობს, ასახავს მეპატრონის ხასიათს, ამიტომ სასურველია, რომ ის ყოველთვის იყოს სუფთა, ლამაზი და კომფორტული. ამასთან ნივთებს, რომლითაც სახლს ვავსებთ, ყოველთვის სარგებელი არ მოაქვთ. ზოგჯერ ისინი უბრალოდ თავისუფალ ადგილს იკავებენ და ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი არიან. ჩვენ შევადგინეთ იმ ნივთების სია, რომლებსაც თქვენს სახლში არაფერი ესაქმებათ. გადახედეთ, იქნებ მათი უმეტესობა ახლა თქვენს თაროებზე მტვერს იგროვებს.
1. მტვერი საწოლის ქვეშ

ზოგი საწოლის ქვეშ არსებულ სივრცეს იყენებს როგორც სათავსოს: იქ მუდმივად ინახება ნივთები, რომლებსაც ადგილი არსად მოენახება. დროა დაშალოთ ნაგვის ეს მთა და გადაყაროთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ. დაიმახსოვრეთ, რომ საწოლის ქვეშ “მცხოვრები” ობიექტები დაფარულია მტვრით, რომელსაც ყოველ საღამოს სუნთქავთ.
2. გარუხებული პირსახოცი

ჩვენი ინფორმაციით, პირსახოცის გამოყენება მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეიძლება, შემდეგ კი აუცილებლად უნდა გაირეცხოს იგი. თუმცა, დროთა განმავლობაში, პირსახოცები მაინც კარგავენ პირველად გარეგნობას: ყვითლდება, ხუნდება და შეხებისას ძალიან უხეშია. თუ მსგავს ნიშნებს თქვენს ტექსტილსაც შეამჩნევთ, უყოყმანოდ შეცვალეთ ის.
3. მოუხერხებელი ფეხსაცმელი

თითქმის ყველა გოგონას გარდერობში არის ფეხსაცმელი, რომელიც მას ერთი შეხედვით შეუყვარდა და რომელიც ძალიან კომფორტული იყო მაღაზიაში. მაგრამ მეგობრებთან ერთად პირველივე გასეირნებამ აჩვენა, რომ ფეხსაცმელი ისეთი კომფორტული არ არის, როგორ ერთი შეხედვით ჩანდა. თუ ასეთი წყვილი გაქვთ, ნუ შეინახავთ მას, თუნდაც ის ძალიან ლამაზი იყოს და იდეალურად მიდიოდეს თქვენს საყვარელ ჩანთასთან. თქვენ მაინც არ იყენებთ ამ ფეხსაცმელს და რატომ უნდა იმტვერებოდეს ისინი კარადაში? უმჯობესია გააჩუქოთ ან გაყიდოთ იგი.
4. ფეხსაცმელი, რომელსაც ცუდი სუნი აქვს

თუ გრძნობთ, რომ თქვენი ფეხსაცმელი, ჩექმები ან ბოტასები უსიამოვნო სუნს გამოყოფს, ეს ნიშნავს, რომ მათ გარდერობში აღარაფერი ესაქმებათ. რაც არ უნდა გიყვარდეთ ისინი, გახსოვდეთ, რომ მასში მრავლდება ბაქტერიები, რომლებიც თქვენ სხვა ფეხსაცმელებში გადაგაქვთ.
5. სუვენირების ფინჯნები და ჭიქები

ასეთი ჭურჭლის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ ნამდვილად იყენებთ, ან ისინი სასიამოვნო მოგონებებთან არიან დაკავშირებულნი. ყველა სხვა შემთხვევაში, უმჯობესია გათავისუფლდეთ უსარგებლო ფინჯნებისა და ჭიქებისგან, რომ არ დაგროვდეს მტვერი სამზარეულოს კარადის თაროზე. მათ ნაცვლად, უმჯობესია შეიძინოთ ჭურჭელი, რომლებსაც გამოიყენებთ მათი დანიშნულებისამებრ.
6. ბიუსჰალტერი, რომელიც არ გერგებათ

ბიუსჰალტერი, ისევე როგორც სხვა ნივთები, დროთა განმავლობაში დეფორმირდება. ამიტომ, როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, მაშინვე გადააგდეთ ასეთი ბიუსჰალტერი.
7. პატარა ზომის ჯინსები

თუ თქვენს გარდერობში არის ჯინსი, რომელშიც ვეღარ ეტევით, ყოველგვარი სინანულის გარეშე გადააგდეთ ის. დიახ, თქვენ ნამდვილად სცადეთ წონაში დაკლება და იმედოვნებდით, რომ ადრე თუ გვიან შეძლებდით ამ მჭიდრო მოდელის ტარებას, მაგრამ თუ რამდენიმე წელი გავიდა და ცვლილებები არ შეიმჩნევა, ნუ შეინახავთ ასეთი ნივთს, ის მხოლოდ თავისუფალ ადგილს იკავებს თქვენს კარადაში. ეს ეხება სხვა სამოსსაც, რომლებიც უკვე აღარ გეკვრებათ.
8. ცალ-ცალი წინდები

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები ყველაზე ხშირად სახლში წინდას კარგავენ. არავინ იცის, სად ქრებიან ისინი რეცხვის შემდეგ გამუდმებით, მაგრამ ფაქტია, რომ სრულფასოვანი წყვილიდან მხოლოდ ერთი წინდა რჩება. თუ ერთ ან ორ თვეში ვერ იპოვით დაკარგულ წინდას, შეგიძლიათ გადააგდოთ მისი “მეწყვილე”.
9. ძველი დისკები

დისკების კოლექციას სიცოცხლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მუსიკას CD-ფლეერიდან მოუსმენთ. სხვა დანარჩენ სიტუაციაში მათ თაროზე არაფერი ესაქმებათ.
10. ვადაგასული სანელებლები

არ მოგესმათ. სუნელების შენახვაც არ შეიძლება სამუდამოდ. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ დაფქული სანელებლების შენახვის ვადა მხოლოდ 2-3 წელს მოიცავს. ხოლო ქინძი და წიწაკის მარცვლები კი 4 წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ.
11. მავთულის საკიდები

ასეთი მოდელები ხშირად აფუჭებენ, წელავენ ტანსაცმელს. ამიტომ, შეამოწმეთ თქვენი კარადა და თუ მასში მსგავსი რკინის საკიდებს იპოვით, აუცილებლად გადაყარეთ ისინი. გამოიყენეთ ხის და პლასტმასის საკიდები, ისინი ბევრად უფრო პრაქტიკული და უსაფრთხოა.
12. სავიზიტო ბარათები

თუ თქვენს საფულეში ძალიან ბევრი სავიზიტო ბარათი დაგიგროვდათ, დროა გადაყაროთ ისინი, მით უმეტეს, თუ არ გახსოვთ, მათი მფლობელები.
13. გატეხილი ქოლგა

თუ ხელოსანთან ძველი გატეხილი ქოლგის მიტანა ვერ მოახერხეთ, აუცილებლად მოისროლეთ იგი სანაგვეში. თქვენ ალბათ უკვე შეიძინეთ ახალი ქოლგა, ასე რომ, გატეხილი ქოლგის შენახვა აღარ არის საჭირო.
14. ბინძური კონტეინერები

მართალია, კონტეინერები ძალიან სასარგებლო რამაა, მაგრამ მათაც აქვთ ვარგისიანობის ვადა, რაც შეიძლება განისაზღვროს სუნისა და მტვრის თხელი წებოვანი ფენის წარმოქმნით. თუ კონტეინერს ლაქები ჭურჭლის სარეცხი მანქანაში გარეცხვის შემდეგაც არ შორდება, დროა ის ახლით ჩაანაცვლოთ.
15. ძველი სათამაშოები

რბილი სათამაშოები მტვერის ერთ-ერთი საუკეთესო შემგროვებელია, ასე რომ, არ ღირს უზარმაზარი კურდღლისა და დათუნიის შენახვა ოთახში. დაიტოვეთ ერთი ან ორი სათამაშო, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ, დანარჩენი კი გადაყარეთ.