
მიწის საფარი სახლის ექსტერიერის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. თუ მას სწორად გააკეთებთ, საცხოვრებელ სახლთან ტენიანობა აღარ დაგროვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტს მოეხსნება დამატებითი დატვირთვა. მიწის საფარის დასამზადებლად არსებობს ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი, და ამასთან, საიმედო და გამძლე მეთოდი.

არსებობს ორი ტიპის საფარი სახლის გარშემო. პირველი – მონოლითური და მეორე – რბილი. მეორე ვარიანტი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა საშუალებებისა და მასალის უზარმაზარი ჩამონათვალით. მის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კენჭები, ხრეში და ფილები. რბილი საფარის უპირატესობა გახლავთ ის, რომ იგი შთანთქავს ტენიანობას, გარდა ამისა, იგი უფრო დიდხანს გემსახურებათ.

რბილი საფარის დაგებისას ყველაზე მთავარი ჰიდროიზოლაციაა. ის მაქსიმალურად გამძლე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კონსტრუქცია ვერ გაუძლებს ბოლო ფენას. იზოლაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მასალა, როგორიცაა ყინვაგამძლე პოლიეთილენი და რუბეროიდი.
პირველ ეტაპზე კეთდება დათბობა. პირველ რიგში, სახლიდან 40 სმ-ის პერიმეტრზე უნდა გააკეთოთ მიწის 5 გრადუსიანი დახრა. შემდეგ 10 სანტიმეტრზე უნდა დაყაროთ ქვიშა (უმჯობესია თიხა გამოიყენოთ). მასალა იპრესება, რის შემდეგაც უნდა დაალაგოთ უშუალოდ დამათბობელი. ამისთვის იდეალური ვარიანტია პოლისტეროლის გამოყენება. ახლა თქვენ შეგიძლიათ მასზე მოათავსოთ რუბეროიდი ან პოლიეთილენი.

გარსის მოთავსების შემდეგ, ყველა ნაკერი უნდა იყოს ერთმანეთზე შეწებებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სახლს სარდაფიც აქვს. თავად გარსი უნდა იყოს ბაზაზე ფიქსირებული და იზოლირებული.

კიდევ ერთი ნაბიჯი მიწის საფარის შესაქმნელად არის სტრუქტურის საზღვრებზე სადრენაჟე სისტემის დამონტაჟება. მისთვის აუცილებელია ღრმულების წინასწარ გაკეთება. დასრულებული ჰიდროსაიზოლაციო სისტემა შემდგომ მიწით უნდა დაიფაროს. შემდეგ კეთდება ჯეოტექსტილის ფენა, რომელიც ქვიშასა და ხრეშ არ მისცემს ერთმანეთში შერევის საშუალებას. საბოლოოდ უნდა დაყაროთ კენჭები, სამშენებლო მასალის ნამსხვრევები ან სხვა შერჩეული მასალა.