როგორ შევარჩიოთ სააბაზანო ოთახის დიზაინის სტილი

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი სულ უფრო მეტად ისწრაფვის მინიმალიზმისა და სიმარტივისკენ. სწორედ ამიტომ, დიზაინერებს შორის ძალიან პოპულარული გახდა გარდამავალი სტილი. რას გულისხმობს ეს სტილი? ბუნებრივ მასალებს, პასტელის ფერებს, რომლებიც განკუთვნილია სიმყუდროვისა და სპეციალური ესთეტიკის შესაქმნელად. ეს სტილი განსაკუთრებით კარგად გამოიყურება აბაზანის დიზაინის შექმნისას.

ფოტო: © Depositphotos

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გააფორმოთ თქვენი აბაზანა გარდამავალ სტილში და რა ძირითადი ნიუანსები უნდა განიხილოთ.

სააბაზანო ოთახის თანამედროვე დიზაინი

გარდამავალი სტილი თანამედროვე სტილია, თბილი და კომფორტული დიზაინით. იგი აერთიანებს ხაზების სიმარტივეს ტრადიციული სტილის გადაწყვეტასთან. გონივრული მიდგომით, სტილის ასეთი კომბინაცია საოცარ შედეგს მოგცემთ – მყუდრო ოთახს, რომელიც ივსება მსუბუქი სინათლითა და ჰარმონიით.

როგორ გამოვიყენოთ გარდამავალი სტილი

1. ფერთა გამა

ამ სტილში დიზაინერები გთავაზობთ თავშეკავებული და ბუნებრივი ჩრდილების გამოყენებას. მაგალითად, ხაკის, რძიანი შოკოლადის, რუჯის და რძიანი კრემის ფერების გამოყენებას. ასეთ ჩრდილებში თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ, ამასთან, ისინი დაგეხმარებათ განტვირთვაში.

ამ სტილში გადაწყვეტილი აბაზანა უნდა იყოს მუსუბუქი და დამამშვიდებელ ატმოსფეროს უნდა ქმნიდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თეთრ, ნაცრისფერ, კრემისფერ და ცისფერ ფერებს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სპილოს ძვლის ფერი და ვერცხლისფერი ჩრდილები. მსგავსი პალიტრა იდეალურია აბაზანის ინტერიერში.

ფოტო: © Depositphotos

2. ფუნქციურობა

გარდამავალ სტილში გაფორმებული აბაზანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი ფუნქციურობაა. იგი აღჭურვილია თაროებით, ტუმბოებითა და სახელურებით, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება და უზრუნველყოფს კომფორტს. ამ სტილში თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად გამოიყენება, ამიტომ, იგი იდეალურია პატარა საძინებელი ოთახისთვისაც.

ფოტო: © Depositphotos

სხვათა შორის, გარდამავალ სტილში, დიზაინერებს ურჩევნიათ, უზარმაზარი აბაზანები შეცვალონ კომფორტული საშხაპით. ამას საკუთარი ხიბლი აქვს.

3. ტუმბოები და კარადები

გარდამავალ სტილში ყველა ტუმბო, უჯრა და კარადა კარგად ჯდება სივრცეში და მაქსიმალურად ფუნქციურია. ხშირად ამ სტილში ვგამოიყენება ხის ზედაპირები, მოხატული ხე და დეკორატიული დეტალები.

ფოტო: © Depositphotos

4. მაგიდის ზედაპირი, ნიჟარები და ონკანები

გარდამავალ სტილში, როგორც წესი, გამოიყენება კვარცის, მარმარილოს ან გრანიტისგან დამზადებული ნიჟარები. ხშირად ისინი ავეჯშია ჩაშენებული ან მათზე უფრო მაღლა, რომ შემნან დამატებითი სივრცე. ხშირად ონკანები მზადდება უჟანგავი ფოლადის ან ქრომისგან. მაგრამ მასალა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მათი ერთმანეთთან შერწყმა.

ფოტო: © Depositphotos

5. იატაკის საფარი

როგორც წესი, გარდამავალ სტილში გადაწყვეტილ სააბაზანო ოთახში გამოიყენება კერამიკული ან ქვის ფილები. ხშირად დიზაინერები გვირჩევენ გამოვიყენოთ მქრქალი იატაკის ფილები, რადგან ეს შესანიშნავი მეთოდია, მოცურების შესამცირებლად, ამასთან, ამ ვარიანტით არ დააზიანებთ აბაზანის საერთო სტილს.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არის ერთგვარი ბოჰემური სტილი, რომელიც ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. თუმცა, ყველაფერი შეგიძლიათ შექმნათ მარტივი და იაფი მასალებისგან. რადგან აქ მნიშვნელოვანი სწორედ საფარის ტექსტურა და მისი კომბინაციაა სხვა ელემენტებთან. თქვენ უნდა შექმნათ გლუვი კონტრასტები და ჰარმონიული კომბინაციები – სწორედ ასე მიიღებთ ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ სააბაზანოს.

ფოტო: © Depositphotos

გარდამავალი სტილის მთავარი ხიბლი არის მშვიდი, ჰარმონიული და კომფორტული ატმოსფერო. არავითარი მკვეთრი კუთხეები, მოციმციმე ფერები და ზედმეტი საგნები. დიზაინის თითოეული ელემენტი უნდა მოერგოს ერთიან სტილს. ამ ელემენტების კომბინაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ოთახის, არამედ მყუდრო სივრცის შექმნას, სადაც დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.