
ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია. ჩვენ შემთხვევაში ეს გამოთქმა პირდაპირ შეიძლება გავიგოთ. ძველი საბჭოური კარადები, კომოდები, ტუმბოები ჯერ კიდევ გვხვდება ჩვენი თანამემამულეების ბინებში და მათი მფფლობელები არც კი აპირებენ მათ გადაყრას. ეს იმიტომ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა ისინი ახალი ავეჯით ჩაანაცვლონ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ მოიძია 16 იდეა, რომლებიც დაგეხმარებათ ძველი ავეჯის გათანამედროვებაში.
1. კომოდი

საკმაოდ საინტერესო მაგალითი. ძველი უსარგებლო კომოდის ტრანსფორმაცია თეთრი ფერის მოდურ დივნად. გადაკეთების პროცესში ხელოსნებმა ორი ზედა სექცია მოხსნენს და მხოლოდ ქვედა ნაწილი დატოვეს.
2. ტუმბოების განახლება

ძველი ტუმბოს კარდინალური განახლებისთვის საჭირო გახდა მისი გადაღებვა, სახელურების დეკორი, გამოსაღები უჯრის ჩასმა და აქსესუარების შეცვლა. საბოლოოდ, ძველი შეუხედავი ტუმბო გარდაიქმნა თანამედროვე კლასიკური სტილის ტუმბოს.
3. ტელევიზორის დასადგამი

საბჭოური ტელევიზორის დასადგამი ტუმბოს პრაქტიკული ფასეულობა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა. ის გარდაიქმნა საკმაოდ თანამედროვე თაროდ ჟურნალ – გაზეთებისა და წიგნების შესანახეთ.
4. ძველი სკამი

ძველი გაუბედურებული სკამებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ კრეატიული თაროები სამზარეულოსთვის, შესასვლელისთვის და სააგარაკე სახლის ნებისმიერი ადგილისთვის. ასეთი უჩვეულო თაროები მარტივად დაამშვენებს სახლის ნებისმიერ კედელს.
5. ყუთები
თუ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ სახლში შემორჩენილი ძველი მაგიდის ან კომოდის ყუთები (უჯრები), ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნათელი და ორიგინალური თაროების შესაქმნელად. ახალი საღებავი, სააბაზანოს ნივთები, ფოტოებით შექმნილი დეკორი – ყველაფერი ეს გაძლევთ საშუალებას შექმნათ პრაქტიკული და ლამაზი ნივთი.
6. კარადა

ძალიან მუქი მინანქრიანი საბჭოური სტილის კარადა თანამედროვე ინტერიერში საერთოდ არ ჯდება. თუმცა, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მაღალი ხარისხის ხის მასალისგანაა დამზადებული. თქვენ მას უბრალოდ ლაქი უნდა მოაშოროთ, ფრთხილად გაასუფთავოთ კონსტრუქციის ყველა ელემენტი და შეღებოთ იგი თქვენთვის სასურველ ფერში.
7. პიანინო

თუ ძველი პიანინოს გადაგდება გსურთ, მაგრამ ძალიან გენანებათ, უბრალოდ გადააკეთეთ იგი პრაქტიკულ და ორიგინალურ მაგიდად.
8. კარი

შუშის ფანჯრებიანი უსარგებლო კარის გამოყენების შესანიშნავი მაგალითი. კრეატიულმა ხელოსნებმა განაახლეს მისი ფერი ბუნებრივი დაძველებით, ფანჯრები კი ფოტოსურათების ჩარჩოებად აქციეს და ქვემოთ რამდენიმე კაუჭი დაამაგრეს. ასე მარტივად დაამზადეს კარისგან ორიგინალური საკიდი, რომელიც მარტივად დაამშვენებს ნებისმიერი დარბაზის ინტერიერს.
9. ტუმბო

უჯრის სრული გარდაქმნის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მარტივი მაქინაციებით გადაკეთდა კომფორტულ, რბილ სავარძლად. ასეთი სავარძელი იდეალურია სააგარაკე სახლისთვის.
10. სერვანტი
რბილი პანელები საკმაოდ მარტივი გზაა ძველი საბჭოური სერვანტისთვის უფრო ესთეტიკური და თანამედროვე იერსახის მისაცემად.
11. მრგვალი მაგიდა

ძველი ხის მაგიდა მოძრავი ზედაპირით შეგიძლიათ გაალამაზოთ თანამედროვე პოპულარული დეკუპაჟის ტექნიკის გამოყენებით.
12. ძველი კარი
ძველი გამოუსადეგარი კარი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საწოლის მდიდრული თავი. ამისთვის თქვენ უბრალოდ კარგად უნდა დაამუშავოთ იგი, შემდეგ კი შეღებოთ სასურველ ფერში ან გადააკვრათ ნებისმიერი ქსოვილი.
13. საწოლი

ძველი საწოლი, რომლის გადაგდებასაც აპირებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ბაღის სკამი.