
ცხოვრებაში, ჩვენ მუდმივად ვიყენებთ უამრავ ნივთს ისე, რომ მათ მოწყობაზე არც ვფიქრობთ. და, თუ რაღაც ზედმეტად გამოიყურება, ჩვენ ვსვამთ კითხვას – რატომ გაკეთდა ეს.
დღეს გაგაცნობთ ყოველდღიური ნივთების ნიუანსებს, რომელთა დანიშნულებაზეც არაერთხელ დაფიქრებულხართ.
1. ხვრელი ბოტასებსა და კედებზე
ცოტა თუ დაინტერესებულა, რისთვისაა საჭირო ხვრელები, რომლების ბოტასების კიდეზეა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფუნქციური დეტალია, რომელიც ფეხზე მჭიდროდ დაჯდომას უზრუნველყოფს.
2. პატარა ჯიბე ჯინსებზე
ტრადიციულად, ჯინსებზე 5 ჯიბეა. ოთხი მათგანის დანიშნულება ყველასთვის გასაგებია, თუმცა, მეხუთე იშვიათად თუ გამოიყენება. ეს ჯიბე სპეციალურად ჯაჭვიანი საათის შესანახავად მოუგონიათ, რამდენადაც მისი შენახვა გასაღებებთან და მონეტებთან ერთად არ იყო მოსახერხებელი.
3. ხვრელი სპაგეტის კოვზზე
ეს ხვრელი სპაგეტის 1 ულუფის საზომადაა გაკეთებული.
4. ქსოვილის ნაჭერი ახალ ტანსაცმელზე
ახალი ტანსაცმლის შეძენისას, ხშირად, მას ახლავს ცელოფნის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ქსოვილის ნაჭერი და ღილი. ეს ნაჭერი ანაქრონიზმად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ქსოვილი სპეციალურად იმისთვისაა, რომ ახალი ტანსაცმლის გარეცხვამდე, სწორედ მასზე გამოსცადოთ სარეცხი მანქანის ესა თუ ის რეჟიმი იმის გასაგებად, თუ რამდენად შეეფერება ქსოვილს.
5. ხვრელი კალმის თავსახურში
ბურთულიანი კალმების უმრავლესობას თავსახურზე ასეთი ხვრელი აქვს. აღმოჩნდა, რომ ეს მცირე დეტალი ადამიანის გადარჩენას ემსახურება. კალმების ღრღნა ბევრის ჩვევაა, ამასთან, შესაძლოა ვინმეს ეს თავსახური გადაეყლაპოს, ხვრელი კი საშუალებას მისცემს დაშავებულს, ამოისუნთქოს.
6. საკიდი პერანგზე
თავიდან, ეს საკიდი უკან იმისთვის იკერებოდა, რომ პერანგი კაუჭზე ჩამოეკიდათ. ასეთი ნაკერები საყელოზე მოუხერხებელი იყო, შესაბამისად, იგი ზურგზე გადაიტანეს. პერანგებს ახლა უკვე საკიდებზე კიდებენ, თუმცა ეს პატარა ნაწილი ტრადიციად იქცა.
7. ფერიტის ფილტრი
დამტენ კაბელებს, ხშირად, აქვს ჯეკთან დაახლოებული “კასრი”. იგი მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან მოწყობილობას შეიცავს – ფერიტის ფილტრს. იგი კაბელის ეკრანის ფუნქციას ასრულებს და ხელს უშლის შესაძლო ელექტრომაგნიტურ არეულობებს.
8. ღილაკები ჯინსებზე
მეტალის ღილაკები ჩვეული დეტალებია, რომლებსაც დეკორად აღვიქვამთ. თუმცა, ჯინსების პირველი მოდელები ტილოთი იკერებოდა, ასეთი შარვლები კი ძალიან გამძლე იყო. როცა ტილოს მარაგები ამოიწურა, დაიწყეს უფრო რბილი ნაკერის გამოყენება. შემდეგ მაღაროელებმა დაიწყეს იმაზე ჩივილი, რომ ჯიბეები მალე იხეოდა, სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივ შარვლებს ჯინსის ქსოვილებს ამაგრებდნენ სწორედ ასეთი სამაგრებით.
9. ხვრელი ილუმინატორში
თვითმფრინავით ფრენის დროს, გლუვ ილუმინატორზე შეამჩნევთ ხვრელს. ნუ ჩავარდებით პანიკაში. ესაა კონსტრუქციული თავისებურება და ჰაერის წნევის დარეგულირებას ემსახურება.
10. ამოღრმავება ღვინის ბოთლზე
ღვინის ბოთლების უმეტესობას, ქვედა ნაწილში, ამოღრმავებული აქვს. მას “პუნტი” ეწოდება და შემდეგი ისტორია აქვს: ძველ დროში ასეთ ჭურჭელში უფრო მარტივი იყო ღვინის გადატანა იმის გამო, რომ ერთი ბოთლის ყელი მეორის ორმოში შედიოდა. წითელი ღვინის მომრგვალებული ამოღრმავება ნალექისთვისაა. შამპანურის ბოთლებს კი ასეთი ფორმა გამძლეობისთვის აქვს.