თუ ძველი ყავის მაგიდა მოგბეზრდათ: 7 ალტერნატიული ვარიანტი, რომლებიც თქვენს ოთახს უფრო მოდურს გახდის

ყავის მაგიდა შეუცვლელი ელემენტია ნებისმიერი მისაღები ოთახის ინტერიერში. თუმცა, გარვკეული დროის შემდეგ ტრადიციული ვარიანტები მოსაწყენი ხდება ან ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს პატარა ზომის ოთახში. ასეთ დროს უნდა ჩართოთ ფანტაზია და იფიქროთ შესაძლო ალტერნატივებზე. ჩემოდანი, წიგნები, ყუთები – ყავის მაგიდის შემცვლელის მოძებნა ძალიან ადვილია. აქ არის ყველაზე პოპულარული ვარიანტების მოკლე სია, რომლებიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს.

1. ჩემოდანი

ფოტო: uutvdome.ru

ეს ყავის მაგიდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემცვლელია. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ეს საგანი მოქმედებს, როგორც ინტერიერის მთავარი ნაწილი, ასევე ასრულებს დამატებითი შესანახი სისტემის ფუნქციას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია პატარა ბინის მესაკუთრეებისთვის, რომლებსაც შესანახი სისტემების დეფიციტი აქვთ. ახალ “მაგიდაში” შეგიძლიათ შეინახოთ ტელევიზორის პულტი, წიგნები, ჟურნალები და სხვა წვრილმანები, რომლისთვისაც ოთახში ადგილი არ მოიძებნება. განსაკუთრებით ლამაზი იქნება ძველი ვინტაჟური ჩემოდნები, რომლებსაც მარტივად იპოვით აგარაკზე.

2. პუფი

ფოტო: museum-design.ru

დიზაინერის ანა ჩევერევას თქმით, ყავის მაგიდის კიდევ ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს პუფი. მისი ფორმების, მასალისა და ფერების არჩევანი ახლა საკმაოდ მრავალფეროვანია, ასე რომ, არ გაგიჭირდებათ სასურველი მოდელის შერჩევა, რომელიც იდეალურად მოერგება მისაღები ოთახის ინტერიერს.

პუფებს კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს. მას არ აქვს ბასრი კუთხეები, ამიტომ ის იდეალურია ბინაში, სადაც აქტიური და ცნობისმოყვარე ბავშვიც ცხოვრობს. გარდა ამისა, პუფი მობილურია, შეგიძლიათ გადაადგილოთ ნებისმიერ დროს. ხოლო თუ მეგობრები გესტუმრებათ, ყავის მაგიდა შეიძლება გადაიქცეს დამატებით სავარძლად.

3. ტუმბოები

ფოტო: imperial-wood.ru

დიზაინერების აზრით, პატარა ზომის ბინების მისაღებ ოთახში, აუცილებლად უნდა იყოს მრავალფუნქციური კომპაქტური ტუმბო. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შესანახი სისტემა და ყავის მაგიდა. იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ტუმბო ყავის მაგიდად აქციოთ, შეაერთეთ 2 ან 3 პატარა ზომის ტუმბო. ამ ტიპის ყავის მაგიდის უპირატესობა მობილურობაა.

თუ გსურთ ინტერიერში დაამატოთ მკვეთრი ეთნიკური აქცენტები, კლასიკური ხის ტუმბოს ნაცვლად აირჩიეთ მრგვალი კერამიკული მოდელები. ისინი შესანიშნავად ჯდება ატმოსფეროში და იპყრობს უცხო ადამიანების ყურადღებას.

4. გამჭვირვალე ყუთი

თუ თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც ყველაფრის მიმართ არასტანდარტული მიდგომა იზიდავთ, გირჩევთ გამოიყენოთ მოდის ტენდენცია, მაგრამ გადაიტანოთ იგი ინტერიერში. როგორ? უბრალოდ შეცვალეთ ტრადიციული ყავის მაგიდა გამჭვირვალე ყუთით.

ასეთი საინერესო ავეჯის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები დაინახავთ ყველაფერს, რაც ამ ყუთში დევს, ამიტომ, ასეთ მაგიდაში ყოველთვის წესრიგი და სისუფთავე უნდა შეინარჩუნოთ. თუმცა, ამ მინუსის გადაქცევა პლიუსად ნამდვილად შეგიძლიათ. ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალე ყუთი ერთგვარ ვიტრინად აქციოთ: ჩაალაგეთ მასში წიგნები ლამაზ ყუთებთან ერთად, მოათავსეთ საინტერესო არტ-ობიექტი, ლამაზი ფოტოები ჩარჩოებით ან ნებისმიერი სხვა საინტერესო წვრილმანი.

5. მორი 

ფოტო: livemaster.ru

თუ ეკო-სტილის ნამდვილი მოყვარული ხართ, მაშინ ყავის მაგიდის ნაცვლად ხის მორის გამოყენების იდეა ნამდვილად მოგეწონებათ. ავეჯის ასეთი ნაწილის უპირატესობა ის არის, რომ თქვენ მისი დამუშავებაც კი არ გჭირდებათ, რადგან თავად ხე ძალიან ლამაზია და შესანიშნავად ჯდება ნებისმიერ ინტერიერში. თუმცა, დიზაინერები გირჩევთ ასეთი “მაგიდა” ლაქით დაფაროთ, რათა მაგიდა მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახუროთ.

7. სამშენებლო პადონი

ფოტო: pinterest.ru

ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა ინტერიერში სამშენებლო ატრიბუტების გამოყენება. ხის პადონებისგან სკამებსა და მაგიდებს ამზადებენ. ჩვენ გთავაზობთ, არ ჩამორჩეთ ტენდენციას და თქვენც გამოიყენოთ ეს იდეა. ჩვეულებრივ, სამრეწველო ელემენტების გამოყენება ლოფტის სტილს ახასიათებს, თუმცა, მათ შეუძლიათ ჰარმონიულად მოერგონ ნებისმიერ სტილს.

8. ბარაბანი

ფოტო: domoholic.ru

თუ თქვენმა მეგობარმა მოგზაურობიდან საჩუქრად ბარაბანი ჩამოგიტანათ, და თქვენ არ იცით რა მოუხერხოთ მას, ჩვენ გთავაზობთ ეს უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტი ყავის მაგიდად გამოიყენოთ. განათავსეთ ბარაბანი მისაღებ ოთახში, ზემოდან მართკუთხა ზომის შუშა დაადეთ და სულ ესაა. ორიგინალური ყავის მაგიდა მზადაა. ავეჯის ასეთი საინტერესო ნაწილი იდეალურად გამოიყურება მრავალ ინტერიერში.