როგორ შევინახოთ პირსახოცები აბაზანაში ისე, რომ მათზე ბაქტერიები არ გაჩნდეს

აბაზანა, მუდმივი ტემპერატურის განსხვავებისა და ტენიანობის არსებობის წყალობით, იდეალური ადგილია ბაქტერიების ზრდისთვის. ბაქტერიების მიმართ ყველაზე “მგრძნობიარე” კი პირსახოცებია. თუ მათ არ გააშრობთ გამოყენების შემდეგ ან არასწორად შეინახავთ აბაზანაში, მაშინ აუცილებლად მოხვდებიან ბაქტერიები თქვენთან “სინათლისთვის”. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გთავაზობთ 7 საუკეთესო ვარიანტს პირსახოცების შესანახად, რომელთა გამოყენება შეიძლება პატარა აბაზანაშიც კი.

1. თაროებზე

ფოტო: vdome.club

ღია თაროები პოპულარული საცავია არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ნებისმიერი ტიპის სააბაზანოში. ამის მიზეზი მარტივია: ისინი იკავებენ ნაკლებ ადგილს, ვიდრე დიდი ზომის კარადები და თაროებიანი ღია კარადა, მშვენივრად გამოიყურება სააბაზანოში ნებისმიერ ადგილას და ზოგავს მის ტერიტორიას. თუმცა, მას ერთი მინუსი აქვს – ვინაიდან აბანოს აქსესუარები ყოველთვის მხედველობის არეალში იქნება, ღია შესანახი სისტემები მუდმივად მოწესრიგებული და სუფთა უნდა იყოს.

2. კალათებში

ფოტო: journal.homemania.ru

კიდევ ერთი პოპულარული გზა პირსახოცების შესანახად დაწნული ან პლასტიკური კალათებია. პლასტიკური კალათები ძალიან უბრალოა, დაწნული კი ოთახის ნამდვილი გაფორმებაა და ინტერიერის დამოუკიდებელ ნაწილადაც შეიძლება ჩაითვალოს. ისინი სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყიდება, ამიტომ, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ მათი არჩევა. კალათები სააბაზო ოთახში შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, კედლის მახლობლად, ნიჟარის ან აბაზანის ქვეშ. ზოგიერთი დიასახლისი კალათებს კედელზე ვერტიკალურად კიდებს და თაროების ნაცვლად იყენებს.

რჩევა: თუ გსურთ, რომ კალათამ რაც შეიძლება მეტი პირსახოცი დაიტიოს, გაახვიეთ ისინი რულეტივით და ნუ დაკეცავთ მათ ტრადიციულად.

3. კარზე

ფოტო: homebliss.in

ზოგჯერ სააბაზანო ოთახი იმდენად მცირეა, რომ მასში მოსაბრუნებელი ადგილიც არ არის, რომ არაფერი ვთქვათ თაროების ან კალათების განთავსებაზე. ამ შემთხვევაში, კარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ დაკიდეთ მასზე რამდენიმე კაუჭი და მათზე პირსახოცები ჩამოკიდეთ.

4. ნიშებში

ფოტო: gidroguru.com

თუ სააბაზანო ოთახში გაქვთ ნიშა, რომელიც არ იცით, რაში გამოიყენოთ, განათავსეთ მასში პირსახოცები. გააკეთეთ მასში რამდენიმე თარო და გამოიყენეთ ისინი აბაზანის აქსესუარების შესანახად: შამპუნების, შხაპის გელების, საპონის და, რა თქმა უნდა, პირსახოცების.

5. კედელზე

ფოტო: takprosto.cc

თუ სააბაზანო ოთახში დაგრჩათ ისეთი კედელი, რომელზეც ფილები არ არის გაკრული, გამოიყენეთ იგი აბაზანის აქსესუარების შესანახად. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები, ან კაუჭებიანი საკიდები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კედლის დისფლეი და მასზე მოათავსოთ პირსახოცები, შხაპის გელები და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე, ფანტაზიაზე და სააბაზანო ოთახის შესაძლებლობებზე.

6. წყლის ნიჟარის ქვეშ

ფოტო: yutnidom.blogspot.com

ვინ თქვა, რომ ნიჟარის ქვეშ სივრცე თავისუფალი უნდა იყოს? ამ ადგილას უმჯობესია მოათავსოთ დიდი ღია თაროები ან უჯრები. ასეთი გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაზოგავს ადგილს პატარა სააბაზანოებში. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ეს შენახვის სისტემა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე კედლის ღია თაროები.

6. სადგამებზე

ფოტო: homebydecor.com

თუ თქვენი სააბაზანო ოთახი საშუალო ან დიდის ზომისაა, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პირსახოცებისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგომი. ამ მოდელის რამდენიმე სახეობა არსებობს: ზოგიერთი მხოლოდ ჯვრის ფორმისაა, რომლებზეც აბაზანის აქსესუარებს კიდებენ, ზოგს კი მინი-თაროები აქვს, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთარა მხოლოდ პირსახოცი, არამედ სხვა ნებისმიერი წვრილმანი.

8. ტუალეტის თავზე

ფოტო: stroy-podskazka.ru

კიდევ ერთი პრაქტიკული გამოსავალი პატარა სააბაზანოსთვის. უნიტაზის თავზე დამონტაჟებული პატარა თაროები დაგეხმარებათ თქვენთვის ღირებული კვადრატული მეტრის დაზოგვაში. თუმცა, იმისთვის, რომ მათზე თავი არ დაიზიანოთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ მათი სწორი განლაგება.

9. კიბეზე

ფოტო: novamett.ru

ეს ვარიანტი შესაფერისია უფრო დიდი ზომის სააბაზანოებისთვის. ის განსაკუთრებით მოუხდება სკანდინავიურ სტილში გაფორმებულ ოთახს. ამ შესანახი სისტემის უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ მისი შეძენა, თუ სახლში საჭირო მასალა მოგეპოვებათ, თავადვე დაამზადეთ იგი. შეღებეთ კიბეები სასურველ ფერში და გაალამაზეთ. ორიგინალური შესანახი სისტემაც მზადაა.