დასუფთავების 6 უცნაური საშუალება უცხოელი ბლოგერებისგან

დიასახლისების უმრავლესობისთვის დასუფთავება ყველაზე უსიამოვნო საშინაო საქმეა. ყველა ქალს სურს, რომ იატაკი გაირეცხოს, ყველაფერი დასუფთავდეს, ტანსაცმელი დაუთოვდეს და ეს ყველაფერი უშუალოდ მათი მონაწილეობის გარეშე მოხდეს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ასუფთავებენ სახლს და ძალიან უყვართ საოჯახო საქმეების კეთება. ვინ არიან ეს სუპერგმირები, რომლებიც სიამოვნებით გვიზიარებენ მათ საიდუმლო მეთოდებს?

1. Leo Babauta: დასუფთავება მოძრაობისას

ფოტო: greenstan.ru

ამერიკელი ბლოგერი ლეო ბაბაუტა სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის წერს წიგნებს, უყვარს თვითშემეცნება და 6 შვილი ჰყავს. მინიმალიზმისა და პროდუქტიულობის შესახებ თავისი ბლოგის გვერდებზე, ლეო ხშირად საუბრობს ბინაში წესრიგის დამყარების შესახებ. მისი ერთ-ერთი მთავარი წესი მოძრაობაში დასუფთავების პროცესია. მაგალითად, თუ ისაუზმეთ – დარეცხეთ ჭურჭელი, თუ ჯინსები დალაქავდა – მაშინვე გარეცხეთ, კარადაზე მტვერი შეამჩნიეთ – მაშინვე გადაწმინდეთ და ასე შემდეგ. ამგვარი მეთოდის გამოყენებით, დასუფთავება აღარ იქნება თქვენთვის უსიამოვნო საქმე, ის შეუმჩნეველიც კი გახდება. ბლოგერი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო სახლში წესრიგის ერთიანად დამყარება, არამედ იმ ადგილას, სადაც ჩახუტება შეგიძლიათ. ბინაში ადგილიდან ადგილზე გადანაცვლებისას თქვენ დაკარგავთ მაქსიმუმ 10-15 წუთს და არა მთელ დღეს.

რაც შეეხება ნაგვის ანალიზს, აქ ლეო გვირჩევს, რომ იგი დავყოთ სამ კატეგორიად: “დაიტოვეთ”, “გადაყარეთ”, “შეიძლება გამოგადგეთ”. ნივთები, რომლებიც “შეიძლება გამოგადგეთ”, უნდა გადაყაროთ ან გამოიყენოთ 5-6 თვის განმავლობაში.

2. Flylady: ბინის ნაწილ-ნაწილ დაასუფთავება

ფოტო: furnishhome.ru

იდეა, რომ სახლის დასუფთავებამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ, პირველად გაუჩნდათ რეაქტიულ დიასახლისებს. სისტემა სახელად Flylady გამოიგონეს და დაინერგა 1999 წელს. მისი არსებობა ამერიკელი დიასახლისის მარლა სილის დამსახურებაა. გოგონას მთავარი იდეა ასეთია, სახლი ყოველ შაბათ – კვირას მთელი დღეების განმავლობაში არ უნდა დაასუფთავოთ. სახლის დალაგებისთვის დღეში 15 წუთი უნდა გამოყოთ, დასვენების დღეებში კი დრო საკუთარ თავს და სურვილებს უნდა დაუთმოთ. იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, უნდა მოაწყოთ ტაიმერი და შეეცადოთ, რომ ყველა საქმე რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ.

არსებობს დასუფთავების თანმიმდევრობა მთელი კვირის განმავლობაში. თავდაპირველად უნდა დაასუფთავოთ შემოსასვლელი დარბაზი და სასადილო ოთახი, შემდეგ სამზარეულოში, სამრეცხაო ოთახში ან საკუჭნაოში, შემდგომ სააბაზანოში, ბავშვის ოთახში ან სახელოსნოში. მომდევნო პუნქტია – საძინებელი, სააბაზანო და ტუალეტი, კვირის ბოლოს კი – მისაღები ოთახი. ასევე არსებობს აუცილებელი ხუთწუთიანი დასუფთავებები, რომლებიც შექმნილია ე.წ. ცხელი წერტილების წესრიგში მოსაყვანად, სადაც ნაგავი გროვდება. მაგალითად, მაგიდაზე, უჯრებში, თაროებზე და ასე შემდეგ.

3. Alison Hodgson: ცეცხლმოდებული სახლის მეთოდი

ფოტო: dekoriko.ru

ცნობიერების მოდუნების შესახებ მთელი რიგი მასალების ავტორმა, ალისონ ჰოჯსონმა, 2010 წელს დაკარგა სახლი, რომელიც ხანძრის შემდეგად დაიწვა. წყვილმა ნივთებიდან მხოლოდ კომპიუტერისა და კამერის გადარჩენა მოახერხა. მაგრამ წიგნები, ბავშვების სათამაშოები, სუვენირები, ყველაფერი ცეცხლმოდებულ სახლში დარჩა. ამ ყველაფრის შემდეგ ალისონმა სივრცის სხვაგვარად ორგანიზება გადაწყვიტა. ახლა ნაგვის გადახარისხების ერთ-ერთი მთავარი წესია: “დაიტოვეთ მხოლოდ ის, რასაც ცეცხლმოდებული სახლიდან გამოიტანდით”. ანუ, მხოლოდ ის საგნები და ნივთები, რომლებიც ძალიან გიყვართ და თქვენთვის ძალიან ძვირფასია. ეს მეთოდი ყველაზე უკეთ მუშაობს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, თქვენ ინსტინქტურად ამოწმებთ საყვარელ ობიექტებს და მაშინვე ხვდებით, რომელია თქვენი “ცხელი წერტილი”.

4. ConMarie: დაიტოვეთ მხოლოდ ის, რაც გიყვართ

ფოტო: inrdm.ru

ამჟამად, კონმარის სისტემა, რომელიც გამოიგონა იაპონიაში მცხოვრებმა მარი კონდომ, Flylady-ის შემდეგ ყველაზე პოპულარულია. მარიმ დაწერა 4 წიგნი საყოფაცხოვრებო ორგანიზების შესახებ, მათ შორისაა ბესტსელერი “ჯადოსნური დასუფთავება”. ქალბატონი დარწმუნებულია, რომ დასუფთავება არის თერაპია, რომლის დახმარებითაც ასუფთავებთ არა მხოლოდ სახლს, არამედ საკუთარ აზრებსაც.

მწერლის თქმით, ბინაში არსებული თითოეული ობიექტი გარვკეულ გავლენას ახდენს მის მაცხოვრებლებზე. თქვენი მთავარი ამოცანაა სახლში დატოვოთ მხოლოდ ის, რაც სიხარულით და დადებით ენერგიით გავსებთ.

ფოტო: today.com

მიაქციეთ ყურადღება: კონმარის სისტემაში დასუფთავება არა ოთახებისა და ზონების, არამედ კატეგორიების მიხედვით ხდება: წიგნები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და ასე შემდეგ.

5. Fumio Sasaki: ერთი ადამიანი – ერთი საკითხი

ფოტო: fupping.com

ფუმიო სასაკი, ბლოგერი და ავტორი წიგნისა “ჩვენ აღარ გვჭირდება ნივთები”, მინიმალიზმის მწვავე მომხრეა. ის თვლის, რომ ყველაფრის სახლში მოტანის ჩვევა წარსულში უნდა დატოვოთ, რადგან ეს ხელს შეგიშლით გათავისუფლებაში. ბლოგერის თქმით, ბინაში წესრიგის შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება – არ იყიდოთ ზედმეტი საგნები.

როდესაც ფუმიოს ეკითხებიან, თავად ის როგორ ბინაში ცხოვრობს, მწერალი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ძალიან ასკეტურია. ბლოგერის თქმით, მისი ყველა ფასეული ნივთი შეიძლება ერთ ყუთში მოთავსდეს. სინამდვილეში, სასაკი მხარს უჭერს დასავლეთში პოპულარულ თეორიას. იგი ამბობს: “იმდენი შეიძინე, რამდენიც შეგიძლია”. რატომღაც, ამ თეორიაში რიცხვი 15 ძალიან მნიშვნელოვანია – თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ სწორედ ამდენი დიდი ზომის ნივთი უნდა იყოს თქვენს არსენალში.

6. Sandra Felton: დააბრუნეთ ნივთები თავიანთ ადგილას

ფოტო: pinterest.ru

სისტემას, რომელიც ამერიკელმა სანდრა ფელტონმა გამოიგონა, “ანონიმური ზარმაცი ხალხი” ჰქვია. ქალბატონი თავისი ცხოვრების მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში არაორგანიზებულობას განიცდიდა, სანამ ერთ დღეს საკუთარ ბინაში დისერტაცია დაკარგა. მაშინ სანდრამ შეიმუშავა სისტემა, რომელიც დაეხმარა მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში. მისი არსი ძალიან მარტივია – თქვენ უნდა მოუძებნოთ ადგილი თითოეულ ნივთს და გამოყენების შემდეგ ისინი კვლავ თავიანთ ადგილას უნდა დააბრუნოთ. მაგალითად, თუ გამოიყენებთ ტუჩსაცხს – ჩადეთ იგი კოსმეტიკურ ჩანთაში, თუ წიგნს წაიკითხავთ – დააბრუნეთ თაროზე და ა.შ. ფელტონის თქმით, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ნახევარ წუთზე ნაკლები სჭირდება შესასრულებლად, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოთ, შეფერხების გარეშე.