შადრევნები ბაღისთვის, რომლებსაც საკუთარი ხელითაც მოამზადებთ

გთავაზობთ ბაღის შადრევნების იდეებს, დაწყებული უბრალო, ყვავილის ქოთნებით და დასრულებული ორიგინალური, მიმზიდველი და დახვეწილი შადრევნებით.

1. მეტალის შადრევანი

აქციეთ თქვენი შადრევანი ბაღის მთავარ აქცენტად, რამდენიმე მეტალის ნივთისა და მცენარეების გამოყენებით. ასევე, არ დაგავიწყდეთ შესაფერისი საშადრევნე მოწყობილობის შერჩევაც, ბოლო შტრიხის დასასრულებლად.

2. ქოთნების შადრევანი

თქვენი დროის მხოლოდ 15 წუთი და თქვენ მიიღებთ ორიგინალურ შადრევანს, რომლის დადგმაც არ შეგრცხვებათ ბაღში თუ ეზოს ცენტრში.

დაე, თქვენმა შადრევანმა შემატოს ფერები თქვენს ბაღს. ეს მრავალსართულიანი ლურჯი ჩანჩქერი სამი დიდი ზომის ქოთნისგანაა დამზადებული.

3. მზისა და ყვავილების შადრევანი

ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ესაა ძველი სათლი და მცირე ზომის სატუმბი შადრევნისთვის. იმისათვის, რომ თქვენს ხელოვნურ შადრევანს მიმზიდველობა შემატოთ, შეღებეთ იგი ნებისმიერ ფერში და გააფორმეთ სხვადასხვა მცენარეთი.

4. წრიული შადრევანი

ასეთი შადრევნის შესაქმნელად, მხოლოდ ძველი კლუმბა და ბეტონის ბირთვი გჭირდებათ, რომელსაც მარტივად აქცევთ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად.

5. ხის კასრი

ეს ხის შადრევანი იდეალურია შიდა ან უკანა ეზოსთვის. იგი მოპირკეთებულია პლასტმასით, რათა შეძლოს ტენისა და ობისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

6. ნამდვილი მზის შადრევანი

ასეთი შადრევანი შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. იგი, აგრეთვე, მზის ენერგიაზე მუშაობს: მთელი მზიანი დღე მუშაობის 6 საათს უდროს.

7. პატიო წყლის კედელი

ეს მასიური შადრევანი სწრაფად არ კეთდება, თუმცა დროდა და ძალისხმევად ნამდვილად ღირს. დამიჯერეთ, როგორც კი დაასრულებთ მის აწყობას და მოათავსებთ წინასწარ გათვლილ ადგილას, მაშინვე შეძლებთ წყლის სასიამოვნო ხმებით ტკბობას.

8. ფარული შადრევანი

ასეთი შადრევნის შესაქმნელად საჭიროა ფანტაზიის, მოთმინების, დროისა და ქვების მომარაგება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დეკორატიული კუნძები ან ხელოვნური ქვები, ასევე, ნებისმიერი სხვა ნატურალური ქვა ან ქვაფენილი.

9. წყლის ბაღი

თუ დიდი უკანა ეზო არ გაქვთ, ეს მცირე ზომის წყლის ბაღი იდეალური ვარიანტია. ქოთნის ნიადაგით, წყლის მცენარეებითა და ქვებით გაფორმებული ჭურჭელი შესანიშნავი დეკორია აივანზე ან ტერასაზე.

10. ორიგინალური იდეები და ვიდეო

როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია, და არც შადრევნებია გამონაკლისი. თუ სახსრების ეკონომია და სტუმრების გაოცება გსურთ, შეიარაღდით საინტერესო იდეებით, რომელთა დიდი ნაწილის განხორციელება ხელთ არსებული და ხელმისაწვდომი მასალებით.