8 ნივთი, რომლებიც აბაზანას მოუწესრიგებელ და ბინძურ იერს აძლევს

რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ აბაზანას რეგულარულად ალაგებთ, იგი მაინც შეიძლება მოუწესრიგებლად გამოიყურებოდეს. აქ საქმე იმაში არაა, რომ პროცესს ნაკლებ დროს ან არასაკმარის ძალისხმევას უთმობთ. დიდი ალბათობით, უწესრიგობაში ბრალი სხვა მიზეზებს მიუძღვის, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ.

1. წყლის წვეთები

ფოტო: uborkadoma.guru

წყლის პროცედურების ან სანტექნიკის, ფილებისა თუ სარკის რეცხვის დროს, ჩნდება შეუხედავი წვეთები. ეს წვეთების ლაქებია, რომლებიც თქვენთვის შეუმჩნევლად მთელ აბაზანაში ვრცელდება. ერთი შეხედვით, ამ ლაქებს კედლებზე არ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელობა. თუმცა, ისინი აფუჭებს ოთახის იერს და ჩვენს ძალისხმევას, გაღებულს დალაგების დროს, წყალში ყრის.

2. პირსახოცები

ფოტო: ekormyhome.ru

წყლის პროცედურების შემდეგ, ჩვენ ყოველთვის არ ვაშრობთ და არ ვკეცავთ პირსახოცებს. ხშირად, ისინი აბაზანაშივე შრება, დაჭმუჭნულ მდგომარეობაში და აბაზანასაც უსიამოვნო იერს აძლევს. საქმე განსაკუთრებით ცუდადაა, თუ პირსახოცი სველია – ასე ოთახში არამხოლოდ ქაოსს ქმნით, არამედ ობისა და სოკოს გაჩენისთვის მსუყე ნიადაგსაც ამზადებთ.

3. თავდაუხურავი ნაგვის ურნა

ფოტო: chinastart.ru

სათლში ჩაყრილი ნაგვის იერი აბაზანას ნამდვილად არ უხდება და ულამაზოს ხდის. სწორედ ამიტომ, ნაგვის ურნის შერჩევისას აირჩიეთ თავსახურიანი მოდელი (არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია).

4. საშუალებები მაღაზიის შეფუთვაში

შხაპ-გელი, ბალზამი, თხევადი საპონი, შამპუნი მაღაზიის შეფუთვაში, ქმნის ქაოსს ოთახში. უმჯობესია, თითოეული საშუალებისთვის ცალკეული დოზატორი შეიძინოთ. თუ ისინი ერთ სტილში იქნება, არამხოლოდ უწესრიგობას აიცილებთ თავიდან, არამედ ინტერიერის მკვეთრ დეტალსაც მიიღებთ, რომელიც ოთახის მთავარი ღირსება იქნება.

5. ბინძური დოზატორი და უნიტაზის ჯაგრისი

ფოტო: sphere-of-life.comდოზატორი და ჯაგრისი – ეს ორი რამაა, რომლებსაც სახლის მფლობელები ყველაზე ხშირად იყენებენ აბაზანაში. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ისინი ძალიან სწრაფად ისვრება – დოზატორზე ჩნდება წვეთების ლაქები და უცნობი ნადები, ხოლო ჯაგრისზე გროვდება სიბინძურე, მტვერი და სხვადასხვა ჭუჭყი. ეცადეთ, ეს ნივთები მუდმივად სუფთა იყოს.

6. ლანგრის არარსებობა

ფოტო: zen.yandex.com

ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა აბაზანაში სპეციალური პადონი/ლანგარი აუცილებელი ნივთია. როცა კოსმეტიკური თუ ჰიგიენის საშუალებები პირდაპირ ტუმბოზე, კარადებსა და თაროებზეა დალაგებული, იქმნება ქაოსისა და უწესრიგობის შეგრძნება. ხოლო თუ ამ ყველაფერს პადონებსა და ლანგრებზე დაალაგებთ, ოთახი მაშინვე უფრო მყუდრო და სუფთა გამოჩნდება.

7. ბევრი თარო და ორგანაიზერი

ფოტო: domoholic.ru

ყველა დიზაინერი ერთხმად ამტკიცებს, რომ აბაზანაში ბევრი შესანახი სისტემა უნდა იყოს – სადღაც ხომ უნდა დალაგდეს ტუბები, ქილები, პირსახოცები, აბაზანის ატრიბუტები და ა.შ. თუმცა, ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. ხანდახან, თავისუფალ ადგილს ვიპოვით თუ არა, მაშინვე ვამატებთ ახალ თაროს და ვუალა – აბაზანა ლამაზი ოთახისგან ქაოტურ საწყობად იქცევა.

ასეთ შედეგებს რომ მოერიდოთ, შეარჩიეთ ერთი და იმავე სტილის თაროები და ორგანაიზერები, ან შეიძინეთ კედლის ფერის აქსესუარები. დაიმახსოვრეთ წესი: უმჯობესია, აიღოთ ერთი დიდი ზომის თარო, ვიდრე მთელ ოთახში რამდენიმე პატარა თარო დაკიდოთ.

8. თაროებიანი სარკე

ჩვენი ინფორმაციით, თაროებიანი სარკე ძალიან პოპულარული ელემენტია ინტერიერში. გასაკვირი არცაა, რადგან ესაა კომპაქტური, პრაქტიკული და ფუნქციონალური დეტალი. თუმცა, აღნიშნული ელემენტის ყველა უპირატესობა ნულამდე ეცემა მაშინ, როცა თაროები ყოველვარი ქილებითა და ბოთლებით ივსება. აქ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ, რომლებიც სიტუაციას გამოასწორებს: შეგიძლიათ წესრიგი დაიცვათ, შეარჩიოთ ჭურჭლები, რომლებიც თაროზე დალაგდება, ერთ სტილში, ან შეიძინოთ სარკიანი კარადა შენახვის დახურული ტიპით.

თქვენი აზრით, კიდევ რა ამახინჯებს აბაზანის ინტერიერს?