
თითოეულ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ტელეფონი უხმო რეჟიმზეა და სადღაც ისეთ ადგილას დევს, რომელსაც ვერაფრით იხსენებთ. ამ შემთხვევაში მობილურის პოვნა საკმაოდ რთულია. საბედნიეროდ, არსებობს ძებნის “სპეციალური” მეთოდი, რომელიც სპეციალურად მსგავსი ტიპის შემთხვევებისთვის შეიქმნა. მომავალი მოქმედების ალგორითმი იქნება დამოკიდებული იმ ოპერატიულ სისტემაზე, რომელსაც სისტემა იყენებს.
ვეძებთ “დაკარგულ” ანდროიდს

ოფიციალური Google მომსახურება, სახელწოდებით “Android Device Manager”, დაგეხმარებათ Androd-ზე დაფუძნებული მობილური ტელეფონის მოძებნაში. იმისთვის, რომ აღწერილი ძიების მეთოდი განახორციელოთ, უნდა გქონდეთ წვდომა Google ანგარიშზე, რომელსაც უკავშირდება გამოყენებული მოწყობილობა.

მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანის შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით სისტემაში. იგი გიჩვეებთ ყველა მოწყობილობას, რომელიც მას უკავშირდებოდა წინასწარ. თუ დაკავშირებული მოწყობილობა არა ერთი, არამედ რამდენიმეა, თქვენ უნდა მოძებნოთ სიაში ის, რომელიც დაიკარგა. ამის შემდეგ უნდა გამოიყენოთ ფუნქცია “ადგილმდებარეობა”. სერვისი რუკაზე გიჩვენებთ, თუ სად მდებარეობს დაკარგული მოწყობილობა.
ამის შემდეგ, გაჯეტით შეგიძლიათ შეასრულოთ სამი მოქმედება: დაასუფთავოთ, დაბლოკოთ და დარეკოთ. ჩვენ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გვაინტერესებს. ბოლო ვარიანტის არჩევისას, თქვენ მოისმენთ, თუ როგორ რეკავს ტელეფონის ზარი მაქსიმალურ ხმაზე. ზარი შეუფერხებლად გაგრძელდება 5 წუთი. იმისთვის, რომ ზარი დროზე ადრე გამორთოთ, თქვენ უნდა გამორთოთ და ჩართოთ სმარტფონი.
ვეძებთ დაკარგულ აიფონს
აიფონის ძებნისას ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ სპეციალური პროგრამა “იპოვე Iphone”. მას იპოვით iCloud რესურსზე. პროგრამაში შესვლისას უნდა გამოიყენოთ Play Sound ფუნქციას. ამის შემდეგ მობილური იწყებს ვიბრაციას, 5 წუთის შემდეგ კი მაქსუმალური მოცულობით დარეკავს. ზარი გაგრძელდება 2 წუთის განმავლობაში ან გათიშვამდე. თავისთავად, იმისთვის, რომ ს ყველაფერი მოახერხოთ, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა თქვენს პროფილზე.