
წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ გააკეთეთ გენერალური დასუფთავება, ბინაში ყველაფერი ანათებს, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ნივთს თვალდახუჭულიც კი იპოვით. თუმცა, მიუხედავად აშკარა უზადობისა, თქვენ მაინც არ გტოვებთ უწესრიგობისა და ქაოსის შეგრძნება. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე იმაში კი არ არის, რომ თქვენ ცუდად დაასუფთავეთ სახლი. ამის მიზეზი გახლავთ ინტერიერის დიზაინის დროს დაშვებული შეცდომებია. და თუ რომლებია ესენი, წაიკითხეთ სტატიაში.
1. კედლის დეკორი ძალიან გადაჭარბებულია

ყველაზე გავრცელებული პრობლემა – კედლის არასწორად გაფორმებაა, კერძოდ, დეკორის გადაჭარბება. სამწუხაროდ, პატარა ზომის ბინების უმრავლესობა არ იძლევა საშუალებას გამოიყენოთ პოპულარული დიზაინერული ტექნიკა და სახლი საინტერესო დეკორაციებით აავსოთ. ხოლო იმ ადამიანების ბინები, რომლებმაც მაინც აიღეს იდეები ბლოგერებისა და უცხოელი დიზაინერებისგან, ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება. ეს ხდება მხოლოდ ერთი, უმარტივესი მიზეზის გამო: დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოიყურება დიდი ზომის ბინებში, აბსოლუტურად შეუსაბამოა პატარა ბინებისთვის. მაგალითად, ფართო ოთახის კედლის გასაფორმებლად ხშირად ირჩევენ კოლაჟს ფოტოდან, რადგან ეს ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ხოლო პატარა ბინაში ასეთივე კოლაჟი გამოიწვევს ვიზუალურ ხმაურს და ოთახს კიდევ უფრო პატარას გახდის.
გაითვალისწინეთ: თუ ოთახში, რომლის ფართობი 15 კვ.მ.-ზე ნაკლებია, ერთი ან რამდენიმე კედელი ცარიელი იქნება – ეს კარგია. მინიმალიზმი ჯერ კიდევ ტრენდულია, ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შემოიფარგლოთ რამდენიმე თაროთი ან პატარა ნახატებით. ხოლო სტატუეტების, დიდი სურათებისა და სხვა დეკორატიული ელემენტების არსებობა ასეთ პატარა ოთახში ნამდვილ ქაოსს შემქნის.
2. ანარეკლები სარკეში

ამ პუნქტს შეგვიძლია ვუწოდოთ “პრობლემები გაჩნდა იქ, სადაც არ ველოდით”. ვიზუალური ხმაური წარმოიქმნება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბინაში შეუსაბამო, გადამეტებული და უსარგებლო ელემენტები იყრის თავს, არამედ მაშინაც, როდესაც ივიწყებთ შუშის, პრიალა ელემენტებისა და სარკის ზედაპირების ამრეკლავი შესაძლებლობების შესახებ. სარკეში კედლის ანარეკლი ნათელი ფონითა და სურათებით ინტერიერს ხდის ზედმეტად მკვეთრს და უგემოვნოს.
3. შეუსაბამო გაფორმება

ავეჯის ან ფარდების არასწორმა გაფორმებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს “აურზაური” ინტერიერში. ანალოგიური სიტუაციაა მაშინაც, თუ ეს გაფორმებები ძალიან ბევრია, და არ ერწყმიან ერთმანეთს არც სტილით და არც ფერთა გამით. შესაძლოა სრულიან საპირისპირო შედეგი მიიღოთ, თუ გაფორმებები პირიქით, ძალიან ერთფეროვანია. ასე თქვენ შექმნით დიდი ზომის ერთი მოტივის ტილოს.
4. ზედმეტი ღია თარო

ღია თაროები დიდი პოპულარობით სარგებლობს პატარა აპარტამენტებში, სადაც მასიური კედლის კარადები “ჭამენ” მნიშვნელოვან კვადრატულ მეტრებს, ხოლო სრულფასოვანი კარადა-კუპესთვის ადგილი საერთოდ არ მოიძებნება. აქედან გამომდინარე, პატარა ზომის ბინებში ხშირად შეხვდებით ღია თაროებს, კედლის საკიდებს, კაუჭებს და ასე შემდეგ. ეს ელემენტები ძალიან ლამაზი და პრაქტიკულია, თანაც იდეალურად ასრულებენ თავიან ფუნქციას და ზოგავენ სივრცეს. მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
- თუ მათი დიზაინი თავად მოიფიქრეთ
- თუ მათზე მუდმივად წესრიგს და სისუფთავეს ინარჩუნებთ
- თუ არ გადაამეტეთ სახლში ღია შესანახი სისტემების რაოდენობას
თუ თქვენ არ ასრულებთ ამ სამ პუნქტს, შედეგად მიიღებთ ყველა კედელზე ჩამოკიდებულ უწესრიგო ღია თაროებს, რომლებიც ბინაში ქაოსის განცდას მოგანიჭებთ.
5. არასწორად განლაგებული ექსპოზიცია

ინტერიერი შეიძლება ქაოსური აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ თქვენ იდეალურად გააფორმეთ პატარა ტუმბო, წიგნის ღია თაროები და ჟურნალის მაგიდა, შეარჩიეთ თაროები იმავე სტილში და ერთ კომპოზიციად გააერთიანეთ ყველა ობიექტი, რომლებიც ოთახშია განლაგებული. ეს სიტუაცია ყველაზე ხშირად ხდება მაშინ, თუ:
- ოთახში ძალიან ბევრი ობიექტია. იმისთვის, რომ ოთახში ობიექტებს არ გადააჭარბოთ, იხელმძღვანელეთ სამი წესით: შექმენით კომპოზიცია 3 ობიექტისგან, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით, ფორმითა და ზომით განსხვავდება.
- ოთახში ძალიან ცოტა ობიექტია. ერთი მხრივ, მინიმალიზმი ყოველთვის მოდური და მომგებიანი სტილია. თუმცა, სრულიად ცარიელი თაროები ან დიდი ზომის ღია კარადა მხოლოდ სამი წიგნით, სულაც არ არის მიმზიდველი. ასეთ შემთხვევაში სტუმრებს გაუჩნდებათ ლოგიკური კითხვა – რატომ იყო საჭირო ასეთი კარადის შეძენა, თუ მის შევსებას არ აპირებდით?
- ოთახში არის ობიექტები, რომლებიც არაფერთანაა კავშირში.
შესაძლო ქაოსის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს, არის ერთიანი დიზაინი. მაგალითად, ოთახში განთავსებულია ძალიან ბევრი ობიექტი, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია ფერით, ზომითა და ტიპით. ასე ბინა ძალიან ერთფეროვანია და ოთახს არ გააჩნია მთავარი წერტილი, რომელიც სტუმრებისთვის თვალშისაცემი იქნება. ამიტომ, შეიტანეთ კომპოზიციაში რამდენიმე კონტრასტული ჩრდილები. ექსპოზიციას ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ მსხვილი ან მცირე ზომის ელემენტები, რომლებიც ოთახის ინტერიერთანაა კავშირში.
6. პირადი ნივთებისთვის შეუფერებელი განლაგება

თუ ნივთს არ აქვს მუდმივი შესანახი ადგილი, თქვენ ვერ შეძლებთ მის პოვნას საჭირო დროს. შემდეგ კი მას სრულიად მოულოდნელ ადგილას იპოვით. ასეთი სიტუაცია, როგორც წესი, ხდება ბინის/მანქანის გასაღებთან, ტელევიზორის პულტთან, სათვალეებთან და სხვა ნივთებთან, რომლებაც არ აქვთ კონკრეტული “საცხოვრებელი”. იმისთვის, რომ თქვენ ყოველთვის შეძლოთ ასეთი ნივთების პოვნა, და ამასთან, ბინაში მუდმივად წესრიგი იყოს, დაახარისხეთ ისინი შენახვის სისტემების მიხედვით.
7. საყოფაცხოვრებო ჩვევების უგულებელყოფა

ინტერიერის გაფორმების დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლამაზი ავეჯის შეძენა, პრაქტიკული იატაკის საფარის შერჩევა ან დეკორაციისთვის საკმარისი დროის გამოყოფა, არამედ ისიც, რომ გაითვალისწინოთ სახლის მაცხოვრებლების საოჯახო ჩვევები. ძალიან ხშირად, სწორედ ამ ნიუანსის იგნორირების გამო, ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ბინაც კი უსიამოვნო ხდება, რადგან მასში ქაოსი სუფევს. ამიტომ, თუ თქვენ ფეხსაცმლის დიდი კოლექცია გაქვთ, გამოყეთ მათთვის საკმარისი რაოდენობის თაროები კარადაში ან გარდერობში და ნუ გაავსებთ ფეხსაცმელებით ბინის შემოსასვლელს.