ოთხი პროდუქტი, რომლებიც სისხლში ალკოჰოლის შემოწმებისას დადებით შედეგს აჩვენებს

ნორმალური მძღოლების უმრავლესობა არ მართავს ავტომობილს ალკოჰოლოს ზემოქმედების ქვეშ. პირველ რიგში, ამან შეიძლება უბედური შემთხვევა გამოიწვიოს. მეორეც, საღ გონებაზე არავის სურს მართვის უფლების დაკარგვა. სამწუხაროდ, არსებობს სიტუაციები, როცა მძღოლი შეიძლება დაისაჯოს იმისთვის, რაც არ გაუკეთებია. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი პროდუქტი და პრეპარატი, რომელთაც ალკოჰოლთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაინც ტოვებს პრომილეს სისხლში.

1. წამლები

ფოტო: lekarstva.plus.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიკამენტი შეიცავს ალკოჰოლს. ამიტომ, თუ ავტომობილის მართვამდე გარკვეული სახის პრეპარატი მიიღეთ, დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ რეცეპტსა და ინსტრუქციას. თუ წამალი შეიცავს ეთანოლს, ცუდი არ იქნება, თუ ამ სიტუაციაში უარს იტყვით მანქანის მართვაზე. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი პრეპარატებისა, რომლებიც პოლიციის აპარატურაზე პრომილეს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში სპირტი არ აქვს. ასეთებს მიეკუთვნება: ეთოლი, მიკროციდი, პერტუსინი, ნოვაკაინი, ლევომეციტინი.

2. პირის ღრუს სპრეი

ფოტო: kashalot.com.

აპარატურაზე 0.5 პრომილეს ჩვენება შეუძლია ამ სპრეებსაც, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს ავტომობილისტისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, ალკოჰოლი სისხლში არ ხვდება და მას მხოლოდ ჰაერი შეიცავს, რომელიც ინსპექტორის აპარატურაში ხვდება. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სუნთქვის განმაახლებელს უშუალოდ მანქანის მართვამდე გამოიყენებთ.

3. ბურახი და რძემჟავას პროდუქტი

ფოტო: amp.znaj.ua.

ბურახი ის პროდუქტია, რომელიც ნამდვილად შეიცავს მცირე რაოდენობით სპირტს, თუ მის შემადგენლობაში ფერმენტირების პროდუქტია. ამაში დასარწმუნებლად, შეამოწმეთ ეტიკეტი. სპირტიანი ბურახი პოლიციელის აპარატურაზე ყოველთვის არ აჩვენებს დადებით შედეგს. თუმცა, ანალიზის სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს მძღოლის სიმაღლისა და სხეულის მასის არასახარბიელო პროპორციის, ღვიძლის პრობლემების დროს, ასევე, შარდსასქესო სისტემების დარღვევების შედეგადაც.

შენიშნვა: ნამდვილ ბურახში 0.8-1.2% სპირტია,წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ სასმელია ბურახის გემოთი.

რძემჟავის პროდუქტი, ასევე, შეიცავს გარკვეული რაოდენობით სპირტს, რომელიც დამოკიდებულია გაჩერების ხარისხზე. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შენახვის წესების დარღვევა ან ვარგისიანობის ვადის გასვლა ზრდის ამ პროდუქტში სპირტის შემცველობას 3%-მდე. ასეთი “რძე” სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ალკოტესტერზე მთრვალად აღგიქვან შემდეგი 4 საათის განმავლობაში.

ფოტო: allrg.ru.

4. უალკოჰოლო ლუდი

ფოტო: pro-alko.ru.

უალკოჰოლო ლუდის მოხმარება მანქანის მართვის დროს არაა რეკომენდებული. ასეთი ლუდი, დიდი ალბათობით, სისხლში პრომილეს არ აჩვენებს. თუმცა, თუ პატრული გაგაჩერებთ, სიმთვრალის უარყოფითი თვისებების შესახებ უსიამოვნო საუბარს ნამდვილად ვერ აიცილებთ თავიდან. ეს იმიტომ, რომ მიუხედავად ერთი შეხედვის უვნებლობისა, აღნიშნული სასმელი მაინც ტოვებს შესაბამის სუნს. შედეგად, უმჯობესია, ბედს არ ეთამაშოთ. მხოლოდ ლუდის სუნმაც შეიძლება გადააწყვეტინოს ინსპექტორს, რომ მართვის უფლება ჩამოგართვათ.