ტოპ-10 საიდუმლო მოდური მისაღების მოსაწყობად

ექსპერტების აზრით, სწორედ მისაღები ოთახი აყალიბებს ტონს და ზოგადად მთელი სივრცის განცდას ქმნის. სწორედ ამ ზონაში იყრიან თავს ყველაზე ხშირად ოჯახის წევრები და მეგობრები.

აქედან გამომდინარე, უნდა იზრუნოთ, რომ ეს ოთახი მაქსიმალურად კომფორტული და მოდური იყოს:

1. მოაწყვეთ ბუხარი. თუნდაც ელექტრო ან დეკორატიული – დეკორის ამ ელემენტს სასწაულების მოხდენა შეუძლია, იგი ყველაზე ცივ და მინიმალისტურ ინტერიერსაც კი ჯადოსნურ, სულიერ ადგილად აქცევს.

2. არ გადააჭარბოთ წვრილმანებით. ამ შემთხვევაში, წესი – რაც მეტი, მით უკეთესი, ნამდვილად არ მოქმედებს. ზედმეტად ბევრი მცირე დეტალი ინტერიერში ქაოსს და არაორგანიზებულობის შეგრძნებას ტოვებს.

3. დივანი უნდა იყოს ტევადი და ხარისხიანი: ამ ავეჯზე ნამდვილად არ ღირს ფულის ეკონომია. მის შეძენამდე უნდა შეამოწმოთ, რამდენად კომფორტულია თქვენთვის სასურველი მოდელი.

4. დიდი ზომის ლამაზი ხალიჩა. მას შეუძლია გარდაქმნას თუნდაც პატარა და მჭიდრო მისაღები ოთახი. აირჩიეთ ისეთი ხალიჩა, რომელიც ინტერიერის საერთო სურათს ჰარმონიულად ერწყმის. არასდროს დაუშვათ შეცდომა, მისაღები ოთახისთვის არ შეიძინოთ პატარა ზომის ხალიჩები.

5. იპოვეთ სრულყოფილი სურათი. ეს აუცილებლად უნდა იყოს თავად ავტორის ნახატი, თუნდაც დამწყები მხატვრის: ასეთ ნამუშევრებში შეგიძლიათ იგრძნოთ უნიკალურობა და თვითგამოხატვა. არ ღირს თანხის დაზოგვა და ნივთების მასობრივ ბაზრობაზე შეძენა: მათ თქვენს შინაგან სამყაროზე არაფრის თქმა შეუძლიათ.

6. განათავსეთ ლამაზი ყვავილები. პირველ რიგში, ისინი გაწმენდენ ჰაერს, მეორეც, ისინი ძალიან ელეგანტური შტრიხებია, რომლებსაც შეუძლიათ გააცოცხლონ ნებისმიერი მისაღები ოთახი.

7. აკვარიუმი. ეს არის ინტერიერში მაგიის შემოტანის ერთ-ერთი შესანიშნავი გზა: შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ვარიანტი. ფსიქოლოგების აზრით, აკვარიუმს შეუძლია შეასრულოს სტრესის საწინააღმდეგო ფუნქცია.

8. ჩამოკიდებული სავარძელი. ავეჯის ასეთ ნაწილს შესაძლოა გადაეყაროთ დიზაინის მოდურ ჟურნალებში. ეს დეტალი მისაღებ ოთახს მომენტალურად შესძენს რომანტიკულობას და ესთეტიკურობას.

9. ლამაზი ყავის მაგიდა. ექსპერტები გირჩევთ, გაწმინდოთ ისინი დღის განმავლობაში, რადგან მათზე მტვერი ძალიან ხშირად გროვდება.

10. კედლის ფრესკა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დიზაინერს მიაჩნია, რომ დეკორის ეს ელემენტი პოპულარობას კარგავს, მაღალხარისხიან ფრესკას შეუძლია ოთახი სრულიად გარდაქმნას.