როგორ მოვაშოროთ ლაქები ხის ავეჯსა და იატაკს, საკუთარი ძალისხმევით, ნაცადი მეთოდების გამოყენებით

ტრადიციულად, ხე ერთ-ერთ საუკეთესო მასალად ითვლება. გარდა ამისა, ავეჯის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ხისგან მზადდება. თუ სასურველია, ხისგან იატაკის საფარიც კი შეიძლება დამზადდეს. როგორც ნებისმიერი სხვა მასალა, დროთა განმავლობაში ხისგან დამზადებული ავეჯი და საგნებიც ბინძურდება და მათი გაწმენდა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცით მასთან გამკლავების მეთოდები.

1. ჩაისა და ყავის ლაქები

ფოტო: depositphotos.com.

ეს გახლავთ სახლში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავე დროს ყველაზე გავრცელებული ლაქა. ასეთი ჭუჭყის მოშორება სულაც არ არის რთული. ამისთვის მხოლოდ რბილი ღრუბელი და ცოტაოდენი სარეცხი საშუალება გჭირდებათ. დაალბეთ ჭუჭყი სარეცხი საშუალების ხსნარით და რამდენიმე წუთის შემდეგ ძალიან მარტივად მოაშორებთ ჭუჭყს ღრუბელის მეშვეობით. ბოლოს კი მშრალი ქსოვილით გაამშრალეთ გაწმენდილი ადგილი.

2. ღვინის, წვენის და სხვა ტკბილი სასმელის ლაქები

ფოტო: yandex.ua.

თუ ამ სასმელებიდან რომელიმე ხის მასალაზე დაიღვარა, ლაქა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაშოროთ ქაღალდის პირსახოცით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასმელი ხეში შეიწოვება და მისი ამოყვანა უფრო რთული გახდება. თუ სახლში საწმენდი სითხე ან სელის თესლი მოგეპოვებათ, წაუსვით რომელიმე დალაქავებულ ადგილას.

თუ საქმე ძველ ლაქას ეხება, ტკბილ სასმელებს მაგარი ყავა გაუმკლავდება. მოაყარეთ ცოტაოდენი ყავა დალაქავებულ ადგილას, გააშრეთ, შემდეგ კი გაწმინდეთ საწმენდი სითხით.

3. ცხიმის ლაქები

ფოტო: dockermsk.ru.

ხის მასალისგან ცხიმის ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ ზეთი. დაასხით იგი ლაქაზე ქაღალდის ხელსახოცით. პრობლემურ ადგილას ზეთს ზემოდან მარილი მოაყარეთ და ასე გააჩერეთ რამდენიმე საათით. დროის გასვლის შემდეგ ქსოვილით გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი.

4. ჭურჭლის კვალი

ფოტო: 1zoom.ru.

ცხელმა ჭურჭელმა ხის მასალაზე შესაძლოა ძალიან უსიამოვნო თეთრი ლაქები დატოვოს. მათ მოსაშორებლად მოამზადეთ ზეთისა და მარილის ნაზავი, შემდეგ სქელი მასა წაუსვით პრობლემურ ადგილას. დაელოდეთ რამდენიმე საათით, გაწმინდეთ მასალა და მშრალი ქსოვილით გააშრეთ. მსუბუქად გააპრიალეთ ხის ზედაპირი.

5. ობის კვალი

ფოტო: doroga2.ru.

ნავთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ამავე დროს ძალიან ეფექტური გზაა ხის მასალისგან ობის მოსაშორებლად. უბრალოდ გაჟღენთეთ ბამბის ტამპონი ნავთით და ფრთხილად დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი.

6. ცვილისა და პარაფინის კვალი

ფოტო: travel-dom.ru.

ხის მასალისგან ცვილის მოშორება მანამ არ ღირს, სანამ იგი სრულად არ გამაგრდება. როდესაც ეს მოხდება, ფრთხილად მოაშორეთ იგი ნებისმიერი მოსახერხებელი ინსტრუმენტით. ხოლო თუ პარაფინის მოშორება გსურთ, უმჯობესია გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპონი. გაწმინდეთ ლაქა საპონით, სანამ ბოლომდე არ ამოიყვანთ მას.