ძვირადღირებული და ელეგანტური: 6 რჩევა იმისთვის, რომ იაფფასიანი ავეჯი სარეკლამო ავეჯს დაამსგავსოთ

თუ გსურთ, ბინა თანამედროვედ მოაწყოთ, მაგრამ ძვირადღირებული ავეჯისთვის ფული არ გყოფნით, ნუ იღელვებთ. თქვენ შეგიძლიათ უფრო მარტივი და ბიუჯეტური გზა აირჩიოთ. აღმოჩნდა, რომ ახალი ფერებით, სახელურებითა და გადასაკრავებით შეგიძლიათ სრულიად გარდაქმნათ ინტერიერის იაფფასიანი ნივთებიც კი და ისინი ნებისმიერი დიზაინერის ოცნებად აქციოთ. და თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბინა გამოიყურებოდეს ზუსტად ისე, როგორც პრიალა ჟურნალის ყდაზე ნაჩვენები ნიმუში, იხილეთ ჩვენი სტატია და გაიზიარეთ რჩევები.

1. შეარჩიეთ მარტივი ფორმის მოდელები

ფოტო: interiormag.ru

თუ თქვენი გემოვნება ბინის ინტერიერში ქარივით იცვლება, და თქვენ ყიდულობთ ავეჯს, რომელიც იმ დროისთვის არის მოდური, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა: შეარჩიეთ მაქსიმალურად მკაცრი და ლაკონური ვარიანტები სწორი ფორმებით, ყოველგვარი დეკორაციების გარეშე. ასევე მიაქციეთ ყურადღება საფარ მასალას: იგი მარტივად უნდა იღებებოდეს იმ შემთხვევისთვის, თუ პირვანდელი ფერი მოგბეზრდებათ.

კიდევ ერთი კარგი და ბიუჯეტური ვარიანტი – ძველი საბჭოური ავეჯის აღდგენაა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მისი ადგილი ნაგავსაყრელზეა. სინამდვილეში, “ბებიას” ჭურჭლის კარადას, კომოდებსა და ინტერიერის სხვა საგნებს აქვთ საჭირო სწორი ხაზები. გარდა ამისა, მათ აქვთ კარგი პროპორციები, რომელთა განახლება მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი.

2. გადაღებვა

ჩვეულებრივ, იაფი ავეჯი თავისი ფერის გამო ძალიან უხარისხოდ გამოიყურება და არ არის მიმზიდველი. ალბათ, ჩრდილი არის არაბუნებრივად მკვეთრი ან არსებობს ძვირადღირებული მასალების მახინჯი იმიტაცია. აქედან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში არის კარადის, მაგიდის ან სამზარეულოს ავეჯის გაცილებით სასიამოვნო და ნატურალური ფერებში გადაღებვა, რაც ადვილად მოერგება თქვენს ინტერიერს. ამისთვის უმჯობესია შეარჩიოთ სწრაფად შრობადი, წყალზე დაფუძნებული საღებავი. ჩრდილები კი შეარჩიეთ ინტერიერის სტილის მიხედვით ან შეინარჩუნეთ ნათელი ფერთა გამა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავეჯი ძალიან დიდი ზომისაა.

3. სახელურების შეცვლა

ფოტო: amix-tk.ru

ყველაზე ხშირად, ბიუჯეტურ საგნებს მისი აქსესუარები გასცემს. ეს შეიძლება იყოს ძვირადღირებული მოდური სახელურების პრეტენზიული იმიტაცია, ან პირიქით, ძალიან მოკრძალებული აქსესუარები. თუ მსგავს პრობლემას წააწყდებით, ინტერიერის მაღაზიაში შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ახალი სახელურები კომოდისთვის, ტუმბოებისთვის ან კარადისთვის. რაც შეეხება სამზარეულოს ავეჯს, მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან დიდი რაოდენობით აქსესუარი შექმნის ვიზუალურ ხმაურს, დაარღვევს ინტერიერის რიტმს და ასე შემდეგ. ამიტომ, უმჯობესია უარი თქვათ ავეჯის ფერში შეღებილ ბრტყელი მოდელის კლასიკურ სახელურებზე.

რჩევა: თუ ეს ვარიანტი თქვენს გემოვნებას არ შეესაბამება თქვენს გემოვნებას, შეარჩიეთ მკაცრი, ლაკონური და პატარა ზომის სახელურები, რომლებიც ძლიერად არ მოგხვდებათ თვალში, მაგრამ, ამავე დროს, ავეჯს ძვირადღირებულ სახეს შესძენს.

4. ხაზგასმა ან მოდური დეტალების დამატება

ფოტო: krovati-i-divany.ru

ზოგჯერ, ავეჯი თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ მას არ აქვს ისეთი აქცენტი, რაც ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა სცადოთ მასში მკვეთრი დეტალის დამატება. მაგალითად, თუ ტუმბოებს აქვთ ელეგანტური “ფეხები”, შეგიძლიათ შეღებოთ სხვა ფერში და ხაზი გაუსვათ მათ ორიგინალურობას. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ კედლებთან და უჯრებთან. ხოლო მკაცრ, ლაკონურს კომოდს, რომელშიც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ მკვეთრი სურათით ან მის ზემოთ ჩამოკიდული სარკით.

5. საფარის შეცვლა

ფოტო: pinterest.ru

ეს არის ყველაზე მარტივი გზა რბილი ავეჯის ვიზუალის შესაცვლელად. თუ ძველი საფარი გაიცრიცა და გაუფერულდა, უბრალოდ შეცვალეთ ქსოვილი. გვერწმუნეთ, იაფი სავარძელი, ღია ფერის ტყავისებრი საფარით, სულ სხვანაირად გამოიყურება, თუ იგი დაფარულია გაჯერებული ჩრდილებით. მაგალითად, ცისფერი ველიურით. იგივე ეხება ბალიშებსა და პლედებს – ისინი პერიოდულად უნდა განაახლოთ, რომ ინტერიერი უფრო მკვეთრი, მიმზიდველი და ლამაზი გახდეს.

6. შეცვალეთ ფრაგმენტი

ფოტო: prokamen.spb.ru

ეს რჩევა ყველაზე შესაფერისია ბიუჯეტური სამზარეულოს ავეჯის კომპლექტის ტრანსფორმაციისთვის. პირველი დეტალი, რომელიც უნდა შეცვალოთ, არის მაგიდის ზედაპირი, რომელსაც აქვს ნიჟარისთვის ან ქურისთვის ამოჭრილი ადგილები. ისინი აფუჭებენ არა მხოლოდ ავეჯის, არამედ მთლიანად სამზარეულოს გარეგნობასაც. უმჯობესია შეიძინოთ მთელი ზედაპირი, ნატურალური ჩრდილებით. შეარჩიეთ ნიმუში, რომლის სისქე მინიმუმ 38 მილიმეტრია – ისინი მდიდრულად გამოიყურება. თუ თქვენთვის გარკვეული ფრაგმენტები არ არის საკმარისი, მათი დამატება თქვენივე გემოვნებით შეგიძლიათ. მაგალითად, თუ გსურთ სამზარეულოსთვის შეიძინოთ ჭერამდე კარადა, მაგრამ მაღაზიაში ისინი ძალიან ძვირი ღირს, შეიძინეთ სტანდარტული მოდელი და ზემოდან გააკეთეთ დამატებითი თაროები საკუთარი ხელით.