
ალბათ, ყველა დიასახლისს აქვს სახლში მინიმუმ ერთი ბალიშის პირი ან საბნის საფარი, რომელიც ძალიან ძველია, თუმცა, გადასაგდებად ვერ იმეტებენ. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ თეთრეულს მეორე სიცოცხლე აჩუქოთ. ჩვენ ამისთვის 14 შესანიშნავი ვერსია ავარჩიეთ.
1. ტანსაცმლის ტომარა

ძველი გაცვეთილი საწოლის ზეწარი შეგიძლიათ აქციოთ გასარეცხი ჭუჭყიანი ტანსაცმლის შესაგროვებელ ტომარად. ახალი პროდუქტი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კედელზე ან სააბაზანოს კარზე და უარი თქვათ სტანდარტულ ხის სამრეცხაო კალათზე.
2. სამზარეულოს ხელსახოცი

ხშირად, საწოლის ზეწრებს ნაგავში ვისვრით, რადგან ზოგიერთი ნაწილი გაცრეცილი ან დალაქავებულია. მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას, მათი მთელი და უდეფექტო ნაწილი შეგიძლიათ გამოჭრათ და შეკეროთ სამზარეულოს ხელსახოცები.
3. ჩანთა

ექსკლუზიური ხელჩანთის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა ნათელი ზეწარი ან საბნის საფარი. რა თქმა უნდა, ასეთი ნივთი ფეშენისტებისთვის ყოველდღიურ აქსესუარად ვერ იქცევა, თუმცა იგი ბებიას ან ბავშვს ნამდვილად გამოადგება.
4. საყოფაცხოვრებო ჩანთა

ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე უარი თქვა პლასტიკურ ჩანთებზე პლანეტის ეკოლოგიისთვის. ამ ტენდენციის მხარდამჭერებს შეგიძლიათ შეკეროთ რამდენიმე ნათელი ჩანთა ძველი, ლამაზი ზეწრებისგან.
5. ჩიხოლი

საწოლის ძველი თეთრეულის ნაკრებისგან შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკული ჩიხოლების დასამზადებლად, რომლებიც კარადაში თქვენს ტანსაცმელს მტვრისგან და ჭუჭყისგან დაიცავს.
6. საბავშვო კარავი

ძველი ბალიშის პირი იდეალური მასალაა ბავშვებისთვის ნაჭრის კარავის დასამზადებლად.
7. საკიდები

ძველი ზეწრებისა და ბალიშის პირების ნაწილები შეგიძლიათ გამოიყენოთ საკიდების დეკორაციისთვის. ძველი საკიდები ახალ ზონრებში არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ უფრო პრაქტიკულიც გახდება, რადგან მასზე ტანსაცმელი აღარ დაიძურწება.
8. ფარდები

გაფუჭებული ან დაძველებული საწოლის თეთრეულის გამოყენების კიდევ ერთი პრაქტიკული და ძალიან ორიგინალური გზა – ჭრელა-ჭრულა ფარდების დამზადებაა. ეს საკმაოდ კარგი იდეაა, რადგან მის დასამზადებლად თითქმის ყველა ძველი თეთრეულის გამოყენება შეიძლება, განურჩევლად ფერისა და მდგომარეობისა.
9. დაწნული ხალიჩა

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაჭრათ ბალიშის პირები, ზეწრები და საბნის ჩიხოლები ნაჭრებად, შემდეგ დაწნათ მათგან ლამაზი და ორიგინალური ხალიჩა შემოსასვლელის ან მისაღები ოთახისთვის.
10. დეკორატიული ყუთები

საწოლის ძველი თეთრეული, იქნება ეს ბალიშის პირები, ზეწრები თუ საბნის ჩიხოლები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მუყაოს ყუთების დეკორისთვის. განახლებული ყუთები იქნება შესანიშნავი საცავი საცვლებისთვის, წინდებისთვის, კოლგოტებისთვის და მცირე ზომის აქსესუარებისთვის.
11. ბალიშების დეკორი
გაფუჭებული თეთრეულის გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი გზა – მათი ნაჭრებით დივნის ბალიშების გაფორმებაა.
12. ქსოვილის კონვერტები

გამოიყენეთ უსარგებლო საწოლის თეთრეული ორიგინალური კონვერტების შესაქმნელად, რომელშიც შეგიძლიათ შეფუთოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის ან შეინახოთ მათში სამახსოვრო ოჯახური ფოტოები.
13. ხელსახოცები

უსარგებლო საწოლის თეთრეულისგან შეგიძლიათ ლამაზი მაგიდის ხელსახოცების შეკერვა. ასეთი ნივთების შესაქმნელად უამრავი ვარიანტი არსებობს. საწოლის ძველი თეთრეულისგან ასევე შეიძლება სამზარეულოს ხელთათმანების დამზადება.
14. საწოლის გადასაფარებელი

საწოლის თეთრეულის რამდენიმე უსარგებლო ნაკრები დაგეხმარებათ განაახლოთ ძველი საწოლის გადასაფარებელი. სხვადასხვა ზეწრების, ბალიშის პირებისა და ჩიხოლებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ჭრელა-ჭრულა გადასაფარებელი, რომელიც მყუდრო დეტალი იქნება აგარაკის საძინებელი ოთახისთვის ან პროვანსის სტილში გაფორმებული ოთახისთვის.