
ხანდახან, ყველაზე მოდური რემონტიც კი ვერ გვაძლევს სილამაზისა და სიმყუდროვის შეგრძნებას, რომლისკენაც ნებისმიერი ბინის მფლობელი მიილტვის. ამ შემთხვევაში, დასახმარებლად დეკორს მივმართავთ. ოთახების გაფორმება შეიძლება საკუთარი ხელებით, პროფესიონალი დიზაინერების დახმარების გარეშე. ხოლო თუ გეშინიათ, რომ არ შეგიძლიათ დეკორაციული ელემენტების შეხამება კონკრეტულად თქვენი ბინის სტილისთვის, ეს სტატია თქვენთვისაა. ჩვენ მოვამზადეთ სია, რომელიც მოიცავს დეკორირების წესებს, ეს უკანასკნელნი კი დაგეხმარებათ იდეალური ინტერიერის შერჩევაში.
1. ინტერიერის შევსება ფაქტურებით

ავეჯისა და ცალკეული მასალების არჩევანი – ეს დიზაინში ყველაზე მთავარი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტურაც. თუ მას მხედველობიდან გამოტოვებთ, რემონტის შემდეგ მიიღებთ ბრტყელ ინტერიერს, განსაკუთრებით, თუ ძირითადი ფერთა გამის სახით შეარჩიეთ თეთრი, ნაცრისფერი, კრემისფერი ტონები. ამიტომ იფიქრეთ სხვადასხვა ზედაპირებისა და მასალების კომბინაციაზე. მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ მბზინავი მაგიდის ზედაპირი და დადგათ იგი მკრთალი ფერის კედელთან. ან დააფინოთ გრძელბუსუსებიანი ხალიჩა ხავერდოვან დივანთან. პლედი, ფარდები და ბალიშები, ასევე, შეიძლება სხვადასხვა ქსოვილებისგან იყოს შეკერილი. რაც უფრო ძლიერია განსხვავებები, მით უფრო მომგებიანი იქნება ოთახის დეკორაცია.
2. ფერწერის დამატება

ინტერიერს სიმკვეთრესა და სიღრმეს სურათებიც უმატებს. ისინი არამხოლოდ კედლის სიცარიელეს ავსებს, არამედ შეიძლება ოთახის მკვეთრი აქცენტიც გახდეს. ტილოს შერჩევისას, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ამ ორ მიდგომათაგან:
- შეარჩიეთ ნახატები, რომლებიც ინტერიერთან კონტრასტს ქმნის;
- შეიძინეთ ტილო ოთახის სტილში.
3. ფანჯრების გეომეტრიის შეცვლა ფარდების გამოყენებით

გასაოცარია, როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ფარდებს ფანჯრებისგან წამოსული შეგრძნებების შეცვლა. თუ ისინი მცირე ზომისაა, დაკიდეთ ლავგარდანი ფანჯრის ჩარჩოებიდან 15-20 სმ-თი მაღლა. ასე თქვენ ფანჯრებს ვიზუალურად აამაღლებთ. ფანჯრები რომ უფრო ფართო გამოჩნდეს, ვალგარდნის დაკიდებისას გასცდით ფანჯრის ჩარჩოებს 20-20 სმ-თი ორივე მხარეს.
4. ლაკონიურობისა და სწორი ხაზებისკენ მისწრაფება

მოხდენილი, მსუბუქი და ლამაზი ინტერიერის შექმნა ძალიან მარტივია. უბრალოდ მიანიჭეთ უპირატესობა სწორ ხაზებსა და ლაკონიურ ფორმებს. ისინი არ გვხვდება თვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვწყინდება გარკვეული დროის შემდეგ. ასეტ ინტერიერში მუდმივად შესაძლებელი იქნება ექსპერიმენტირება საინტერესო ფაქტურებითა და მკვეთრი ელფერებით, გადამეტებისა კი არ შეგეშინდებათ.
5. ფერთა შეხამება 60-30-10 პროპორციით

თუ იმაზე ღელავთ, რომ არასწორად შეარჩევთ ინტერიერში ფერთა ურთიერთშეხამებას, შეარჩიეთ 3 ელფერი, რომელთაგან პირველიც უნდა იყოს ძირითადი, მეორე – დამატებითი, ხოლო მესამე – აქცენტური.
ძირითადი ფერით ოთახის დაახლოებით 60% უნდა გააფორმოთ. მაგალითად, ჭერი, დიდი ზომის ავეჯი (დივანი, კარადა) და სამი კედელი. დამატებითით უნდა გაფორმდეს 30% – ეს შეიძლება იყოს აქცენტური კედელი, ფარდები და ხალიჩა. რაც შეეხება ბოლო ფერს – მასში უნდა გადაწყდეს ისეთი აქსესუარები, როგორებიცაა თაროები, ბალიშები, ლარნაკები და სხვ.
6. ცარიელი კედლები

სულაც არაა აუცილებელი კედლების მორთვა დეკორატიული ელემენტებით. ფოტოები, სურათები და აქსესუარები ყველა ინტერიერს როდი უხდება, განსაკუთრებით, თუ გადაამეტებთ. ზედაპირების გასაფორმებლად შეგიძლიათ სხვა დიზაინერული ხრიკი გამოიყენოთ, სახელად “აქცენტური კედელი”. უბრალოდ შეღებეთ ერთ-ერთი კედელი განსხვავებული, კონტრასტული ფერით, რომელიც მოგწონთ და ოთახის ძირითად ინტერიერს ეხამება.
7. სეზონური დეტალების შეცვლა

ინტერიერი რომ არ მოგბეზრდეთ და მთელი წელი ახალი და საინტერესო იერი ჰქონდეს, შეიტანეთ მასში ცვლილებები სეზონების მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ ერთმანეთს უნაცვლოდ ზამთრისა და ზაფხულის ფარდები. გარდა ამისა, შეგიძლიათ ცვალოთ დივნის პლედები და ბალიშის პირები. თუ ბინაში დიდი რაოდენობით ლარნაკია, შეცვალეთ მათი შიგთავსი, სეზონების მიხედვით.
8. ფერებისა და ორნამენტების გარითმვა

ჰარმონიული ინტერიერის ერთ-ერთი ძირითადი წესია კვეთის შექმნა. მაგალითად, ხალიჩის ფერი შეიძლება ემთხვეოდეს ფარდის ან დივნის ბალიშების ფერს. სხვათა შორის, შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ტექსტილის ერთნაირი ელფერები, ისე მახლობელი ფერთა გამა.
9. ორნამენტებისა და აქსესუარების კენტი რაოდენობა

ექსპერტების აზრით, ადამიანი გაცილებით უკეთ აღიქვამს აქსესუარებისა და ორნამენტების კენტ რაოდენობას ინტერიერში. მაგალითად, სამი ფოტო თაროზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ორი. იგივე სიტუაციაა, მაგალითად, არშიებთან. ჰო მართლა, ეცადეთ, არ გადაამეტოთ არშიების რაოდენობას და გახსოვდეთ, რომ მათი პროპორციები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. დაე, ერთ-ერთს უფრო მეტი სივრცე ეჭიროს, ხოლო მეორე აზავებდეს მას.
ეს წესები დაგეხმარებათ იდეალური ინტერიერის შექმნაში ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევა არ დახარჯოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალურ დახმარებას, თუმცა რატომ, როცა თავადაც შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება? შეარჩიეთ დეკორირების ის ვარიანტები, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება თქვენს ინტერიერს, და ბედნიერი იყავით თქვენს კომფორტულ ბუდეში.