
სპეციალისტების აზრით, ზოგიერთი ნივთის ენერგეტიკას შეუძლია სახლში უბედურებისა და სიღარიბის შემოტანა.
რა არ უნდა გქონდეთ სახლში, თუ მდიდრულად და ბედნიერად გსურთ ცხოვრება:
1. სტიქიური უბედურებებისა და უამინდობის ამსახველი სურათები
დიახ, მათ შეუძლიათ თქვენი ესთეტიკური გემოვნების დაკმაყოფილება და მოგწონთ კიდევაც, თუმცა, სახლში ისინი კარგს არაფერს შემოიტანს. როგორც წესი, ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დაიწყოს ისეთი მოვლენები, რომელთა ალეგორისაც ეს ნახატები წარმოადგენს. განსაკუთრებით, თუ ამ ნახატებში მხატვარმა მთელი თავისი ტალანტი და ენერგია ჩააქსოვა – ძალა მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვნებას აქვს.
არ ვამბობთ, რომ ისინი უნდა გაანადგუროთ – უბრალოდ უპოვეთ სხვა პატრონი.
2. მშრალი ყვავილები
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დიასახლისს უყვარს ოთახების დეკორირება მშრალი ყვავილების გამოყენებით, ამის გაკეთება რეკომენდებული არაა: მათ სიკვდილის ენერგია აქვთ. მშრალი ყვავილები არყოფნის მეტაფორაა, ხოლო სახლი – ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა გაავსოთ სიცოცხლის, სინათლისა და ბედნიერების ენერგიით.
ეცადეთ, მოერიდოთ ყველაფერ იმას, რასაც სიკვდილის ენერგეტიკა სდევს თან: ცხოველების რქები, ტყავები, ფიტულები. ასევე, ნუ შეინახავთ სახლში თქვენი გარდაცვლილი ნათესავების პირად ნივთებს. რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან რთულია მათთან განშორება, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია, თუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება გსურთ. უმჯობესია, დაურიგოთ ეს ნივთები შეჭირვებულებს – მათ ეს ნივთები მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
3. გატეხილი ან დამტვრეული ნივთები
მათ შენახვას არავითარი საბაბი არ აქვს, განსაკუთრებით, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ისინი სიღარიბის მაგნიტად იქცევა. იპოვეთ თქვენში ძალა, რომ შეაგროვოთ ყველა გაბზარული და გატეხილი ფინჯანი, ლარნაკი და სხვა ნივთი და გადაყაროთ ნაგავში.
4. უსარგებლო ნივთები
იმისათვის, რომ სახლში სიმდიდრისა და ბედნიერების ენერგია შეიტანოთ, დასაწყისისთვის, გადაყარეთ ყველაფერი ის, რაც მას ხელს უშლის შემოსვლაში. უსარგებლო ნივთები გამოიწოვს თქვენგან და თქვენი ოჯახის წევრებისგან სიცოცხლისეულ წვენებს. მიზნად დაისახეთ და ჩაატარეთ გლობალური რევიზია. თუ რაღაცის გადაგდება ძალიან გენანებათ, აჩუქეთ მეგობრებს.
5. გაჩერებული საათები
ასეთი სახით, საათს შეუძლია უბედურების მოტანა ყველა მათგანისთვის, ვინც სახლში ცხოვრობს. ამიტომ, ან შეაკეთეთ ისინი, ან მოიშორეთ – მხოლოდ ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ სულელური შედეგები.
თქვენ გჯერათ ცრურწმენებით?