
თანამედროვე სასტუმროს მფლობელები ცდილობენ სტუმრების გასაკვირად რაღაც ახალი იპოვონ. ისინი ნომერში გთავაზობთ არა მხოლოდ საწოლსა და სააშხაპეს, არამედ სასურველი და მიმზიდველი ნივთების და საგნების უზარმაზარ მრავალფეროვნებას, მანათობელი უნიტაზისა ან ლიფტში დამონტაჟებული კარაოკეს სახით. ასეთ სასტუმროში დაბრუნება სტუმრებს ყოველთვის სურთ.
1. კარაოკე ლიფტში

ამ სასტუმროს ლიფტში ნამდვილად ვერ მოიწყენთ, უფრო მეტიც, ზოგი მასში მხოლოდ გასართობად შედის. ამიტომ, თუ გულს ემღერება, ნუ შეაჩერებთ მას.
2. კიბეები ბავშვებისთვის

იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ სიტუაცია, როდესაც ბავშვები ცნობისმოყვარეობით დახტიან მიმღებ მაგიდასთან, ამ სასტუმროში დაიდგა სპეციალური კიბეები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვებს ადვილად ავიდნენ და დაინახონ, თუ რას აკეთებენ მათი მშობლები.
3. “ნუთელა” დისპენსერით

ჩვენი ინფორმაციით, ლუქსემბურგის სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ ნუთელა პირდაპირ სპეციალური გაცხელებული დისპენსერიდან გამოწუროთ.
4. შტეფცელები

შესაფერისი შტეფცელების არარსებობა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ტურისტები უცხო ქვეყნის სასტუმროებში აწყდებიან. თუმცა, ამ სასტუმრომ იზრუნა სტუმრებისთვის და ოთახებში ყველა სახის შტეფცელი დაამონტაჟა.
საიტნერესო ფაქტი: მთლიანობაში არსებობს 15 სახის ელექტრული შტეფცელი, რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით, ზომით, მაქსიმალური დენით განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტეფცელი შეიძლება ფორმით ერთმანეთს გავდეს, ისინი ერთმანეთისგან ჩაღრმავებებითა და შტიფტებით განსხვავდება.
5. საბავშვო სააბაზანო

იმ სტუმრებს, რომლებსაც თან შვილები ახლავთ, სასტუმროს მეპატრონეებმა სიურპრიზი მოუმზადეს: პატარა სააბაზანო ოთახი ბავშვებისთვის, რომელსაც სპეციალურად ოჯახის პატარა წევრებისთვის განკუთვნილი დაბალი კარი აქვს.
6. ტელევიზორი სარკეში

სარკე, რომელშიც ტელევიზორია ჩამონტაჟებული, საშუალებას მოგცემთ, ერთი წუთითაც არ შეწყვიტოთ საყვარელი შოუს ან სერიალის ყურება. დიახ, ამ სასტუმრომ ბევრი რამ იცის ხარისხიანი დასვენების შესახებ.
7. ლუდი სააბაზანოსთვის

ამ სასტუმრომ ლუდით სავსე მაცივარი პირდაპირ სააბაზანო ოთახში დადგა იმისთვის, წყლის პროცედურებმა, რაც შეიძლება დიდხანს გასიამოვნოთ.
8. მანათობელი უნიტაზი

უნიტაზი, რომელიც ღამით ანათებს, სპეციალურად დაამონტაჟეს სასტუმროს მეპატრონეებმა იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ძალიან მოდუნებულები არიან, რათა მათ ადვილად იპოვონ უნიტაზი სიბნელეშიც კი.
9. საუნა

მცირე ზომის საუნა პირდაპირ სასტუმროს ნომერში, კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსია უკეთესი დასვენებისთვის.
10. შამპანიურის ავტომატი

ეს არის ავტომატი, რომელშიც სასტუმროდან გასვლის გარეშე შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ბოთლი კარგი შამპანიური. ჩვენი აზრით, ასეთი ავტომატი იდეალურია მათთვის, ვისშიც შემთხვევით იღვიძებს რომანტიკული განწყობა.
11. დამატებიტი აბანო

აივანზე დამონტაჟებული დიდი აბანო კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია რომანტიკისა და კომფორტის მოყვარულთათვის. აბანოში წოლისას, ერთი ჭიქა კარგი შამპანიურით ხელში, მშვენივრად შეგიძლიათ დატკბეთ დღის დასასრულით.
12. საევაკუაციო გეგმა

ბევრ სასტუმროსა და საზოგადოებრივ დაწესებულებაში, საევაკუაციო გეგმა სულ ტყუილად კიდია კედელზე. მაგრამ ამ სასტუმროში, სახანძრო უსაფრთხოებას ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ, მათ საევაკუაციო გეგმა არა მხოლოდ შუაში, არამედ ქვემოთ, რათა დაკვამლვის დროს სტუმრებმა გადაადგილება იატაკხზე წოლის დროსაც შეძლონ.
13. რობოტი მიმტანი

21-ე საუკუნეში ფუნქციური რობოტების არსებობა აღარავის უკვირს. მაგალითად, ამ სასტუმროში არის რობოტი, რომელიც წყალს, პირსახოცებს და სხვა წვრილმან ნივთებს დაატარებს ნომრებში.
14. შავი პირსახოცი

ამ სასტუმროს მფლობელებმა იციან, რომ დაბანის შემდეგ, მაკიაჟის ნარჩენები თეთრ პირსახოცებს ალაქავებს. ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, კომპლექტს შავი პირსახოციც აქვს.
15. ტუალეტი ლიფტში

მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნებში არსებული სასტუმროები ძალიან მაღალი ხარისხისაა, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებისგან არავინაა დაცული. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის ლიფტში დამონტაჟდა ტუალეტი, რომელიც მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევისას გამოიყენება.
16. ამინდის პროგნოზი

ნუ იღელვებთ, თუ გარეთ გასვლამდე დაგავიწყდათ ფანჯრიდან ამინდის შემოწმება. ამ სასტუმროს ლიფტს აქვს ელექტრონული ტაბლო, რომელიც გიჩვენებთ, თუ როგორი ამინდია გარეთ.