დეტალები ინტერიერში, რომლებიც აშკარად მოძველდა

ინტერიერის დიზაინის სამყაროს საკუთარი მოდის ტენდენციები აქვს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება.

სწორედ ამიტომ ბევრი პროფესიონალი გირჩევთ უარი თქვათ თამამ გადაწყვეტილებებზე და იფიქროთ მსუბუქ კლასიკაზე: ტენდენციები ერთმანეთს ენაცვლება, რემონტს კი იმისთვის ვაკეთებთ, რომ რამდენიმე წელი გასტანოს.

ექსპერტებმა განაცხადეს იმ დიზაინერული გადაწყვეტების შესახებ, რომლებიც სრულად მოძველდა და დაკარგა აქტუალობა:

1. მკვეთრი გაჭიმული ჭერები

როგორც კი ისინი გამოჩნდნენ, მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს: გაჭიმულ ჭერებზე მუდმივად გვაძლევდნენ რეკომენდაციას, როგორც ინტერიერის საინტერესო ნაწილი. თუმცა, ტენდენცია შეიცვალა და მოდაში დაბრუნდა თეთრი ან პასტელის კლასიკური ჭერები.

2. კედლის ფრესკა

ბევრი სპეციალისტი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა კედლის გაფორმების ან ზონირების ამ მეთოდს და მას უგემოვნოდ თვლიდა. ლოგიკური თვალსაზრისით, ბინის მეპატრონეს, კედლის ასეთი დეკორაციული ელემენტი ძალიან მალე შეიძლება მობეზრდეს.

3. მოცურების კარადები

ასეთი კარადები ძალიან პოპულარულია, თუმცა, ახლა ბევრად საინტერესო გადაწყვეტა – გარდერობია. მისი ორგანიზება შეგიძლიათ 4-5 მეტროთიც კი. ის ბევრად უფრო თანამედროვედ გამოიყურება და მისი ფუნქციურობა გაცილებით ფართოა. თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ მაღალი კარადები, რომლებიც ჭერამდე წვდება, რათა მხოლოდ ერთი კარადა იმყოფინოთ და არ გადატვირთოთ საცხოვრებელი ფართი.

4. რთული ფარდები

ისინი ადრე რეკომენდებული იყო, რათა ინტერიერისთვის ფუფუნებისა და სიმდიდრის ელემენტები მიენიჭებინა. თუმცა, ახლა, ამისთვის არსებობს მრავალი სხვა, უფრო თანამედროვე გზა.

5. ქსოვილის, როგორც გამყოფის/შირმის გამოყენება

ეს ელემენტი ინტერიერის სკანდინავიური სტილით არის თანდაყოლილი. გასათვალისწინებელია, რომ კლასიკის ჟანრის მიხედვით, ასეთი გამყოფები ძალიან ძვირფასი კლასის მასალისგან მზადდება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ცდილობენ ამ მასალაზე ფულის დაზოგვას და სწორედ ამიტომ, იაფი გამყოფი/შირმა ძალიან ვულგარულად და იაფფასიანად გამოიყურება.

6. შუშის მაგიდა

მათი გამოყენება მხოლოდ პატარა სივრცეშია დაშვებული, რათა სივრცის ილუზია შექმნას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ის არ უნდა გამოიყენოთ: პირველ რიგში, ისინი უადგილოდ გამოიყურება, მეორეც, ასეთი მაგიდა ყველა სტილის ინტერიერისთვის შესაფერისი არ არის, თანაც, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.