მაცივრის ხრიკი, რომელიც უფრო მეტის მომზადების საშუალებას ნაკლები ხარჯით მოგცემთ

წარმოიდგინეთ სიტუაცია: მიდიხართ სურსათის მაღაზიაში ან ბაზარში მაკარონის, კვერცხის, ხილისა და ბოსტნეულის საყიდლად. მოიტანთ ამ ყველაფერს სახლში და, როცა სუპერმარკეტში პურისთვის წახვალთ, იყიდით სნიკერსს, ლიმონათს, არასასარგებლო ნახევარფაბრიკატებს და კიდევ უამრავ რამეს, რამდენადაც “დაიმსახურეთ”. ასეთი არაჯანსაღი შენაძენი, ხშირად, თან ახლავს ბაზარზე ან მაღაზიაში წასვლას.

აი, ასე უნდა მოაწესრიგოთ თქვენი საყიდლები:

იარეთ პროდუქტების შესაძენად კვირაში ერთხელ ან ყოველ მეორე კვირას. როცა სახლში დაბრუნდებით, დადგით:

  • ფოთლოვანი ბოსტნეული და პროდუქტი, რომელიც დიდად არ გიყვართ (კომბოსტო, ჭარხალი, ბადრიჯანი, ის, რისი მომზადებაც გეზარებათ ხოლმე) ზედა თაროზე. ამრიგად, თქვენ ყოველთვის გაიხსენებთ ამ პროდუქტის არსებობაზე.
  • ქვედა თაროზე დადეთ ის, რაზეც გიჟდებით – მაგალითად, ძეხვი. მაცივრის გახსნისას, მოგიხდებათ პროდუქტების დათვალიერება ქვემოდან ზემოთ, სანამ თქვენს საყვარელ პროდუქტთან მიხვალთ.
  • ცენტრში – ყველა დანარჩენი პროდუქტი. თუ შენიშნავთ, რომ რომელიმეს ჭამას ვერ ასწრებთ გაფუჭებამდე, შემდეგ ჯერზე დაალაგეთ ისინი მაღლა. და პირიქით, არაჯანსაღი საკვები – დაბლა.
  • დადგით რძე, კეფირი, ხარისხიანი ლიმონათი, ბურახი კარის სახელურთან ახლოს (უფრო მოსახერხებლად რომ აიღოთ), ხოლო კოლა, ლუდი და ენერგეტიკული სასმელები – მოშორებით.

ჩვენ პროდუქტს იმიტომ კი არ ვჭამთ, რომ გვიყვარს, არამედ იმიტომ გვიყვარს, რომ მუდმივად ვჭამთ.

გახსოვდეთ: თუ გსურთ გარკვეული პროდუქტის მიმართ თქვენი დამოკიდებულების შეცვლა, უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად და სიახლეს თანდათან შეეგუოთ.

არსებობს კიდევ სამი ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იმის ჭამაში, რაც მაცივარშია, და არა იმისა, რაც სუპერმარკეტის თაროებზე ალაგია:

  • მოეშვით იმ მწვანილის ყიდვას, რომელიც არ გიყვართ. სამყაროში უამრავი მწვანილია: ბაზილიკი, ოხრახუში, კამა, ფოთლოვანი და თავიანი სალათები, მუხუდო და სხვა მრავალი. რომელიღაც აუცილებლად მოგეწონებათ და არ მოგიწევთ, თავს აიძულოთ ჯანსაღი საკვების მიღება.
  • შეიძინეთ საუკეთესო პომიდორი – ეს ბოსტნეული ტკბილი, გემრიელია და უფრო ხშირადაც შეჭამთ.
  • ჩაანაცვლეთ მყარი ყველი რბილი, მშრალი და თეთრი სახეობით. ყველის ჭამას იმდენივე რაოდენობით შეძლებთ, ოღონდ ამჯერად იგი სასარგებლო იქნება.