
-“ჩემს ბოლო ორ სახლში ვებრძოდი იატაკზე არსებულ უჩვეულოი ნიშნებს. ერთი საქმეა ბინძური იატაკი, თუმცა სულ სხვა რამაა, როცა იატაკი მაინც ბინძურად გამოიყურება იდეალური დალაგების შემდეგაც კი.” – ამბობს ბლოგერი შიფრა კომბიტი (Shifrah Combiths).
სამზარეულოს იატაკი, ხშირად, საკუთარ თავზე იღებს საყოფაცხოვრებო საქმეებისგან დარტყმას: იგი ისვრება, მათზე ვარდება ქვაბები და შუშა, სწორედ აქ ისხმება აუარებელი ოდენობით სხვადასხვა სითხე.
განსაკუთრებით წვრილი ლაქებისა და ხაზების ერთ-ერთი სახეობაა ნაკაწრები, რომლებიც შეიძლება რეზინის ნებისმიერი ტიპით იყოს გამოწვეული. ეს მოიცავს სპორტული ფეხსაცმლის ძირებს, რეზინის სათამაშოებს, ავეჯის რეზინის დაბოლოებებს, რეზინის ხალიჩებსა და სხვ. მყარი ტყავის ძირებსაც შეუძლია იატაკის გახეხვა.
ნაკაწრებს რეგულარული წმენდაც არ აშორებს. ხოლო მძიმე ქიმიური ან აბრაზიული პროდუქტის გამოყენება აზიანებს იატაკის ზედაპირს და მაინც არ ამოჰყავს ლაქა. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტა შეგვიძლია.
ტენისის ბურთი ნაკაწრების მოსაშორებელი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა. რამდენადაც ჩვენ ყველას გვქონია საქმე ასეთ ნაკაწრებთან, ტენისის ბურთის ქონა კარგი იდეაა უშუალოდ სამზარეულოში. უცნაური ფაქტი: ტენისის ბურთის გამოყენება უსაფრთხოა იატაკის ნებისმიერ სახეობაზე. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ბურთი გამოიყენოთ, თუმცა კარგი იქნება ახლის შეძება.