
თითქმის გადაწყვიტეთ სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანება, თუმცა მაინც ორჭოფობთ? ეს ბევრს მოსდის. ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა პრაქტიკულ ვარიანტს ასარჩევად.
ზედა ჭრილი
მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან პოპულარულია პარიზის, ბარსელონას, მადრიდის ბინებში, რომლებშიც სამზარეულოს ფართობი, ჩვეულებრივ, 15-16 კვ.მ-ს არ აღემატება. ზედა ჭრილი უზრუნველყოფს ვიზუალურ გაერთიალებას, თუმცა, სინათლეს საშუალებას აძლევს, ორივე ოთახს დაენათოს. სამზარეულო, ამასთან, ნიშაში განლაგებულს ჰგავს.
შუშის ნათელი ტიხარი
აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე უფრო პოპულარულია. ტიხარს წარმოადგენს სტატიკური ან მოძრავი კარები. კარები შეიძლება იყოს გასახსნელი, გასაწევი, დასაკეცი, მოსაბრუნებელი. ამასთან, გამოდის, რომ მთელი ზონა ერთი მთლიანი სივრცეა, თუმცა სუნი და ხმა, კარის არსებობის შემთხვევაში, არ აღწევს ერთი ოთახიდან მეორეში.
ასეთი გადაწყვეტილების მთავარი უპირატესობაა თანამედროვე დაგეგმარების შესაძლებლობა ისე, რომ სამზარეულოდან წამოსული სუნი არ ჩაჯდეს მისაღების რბილ ავეჯში.
გასაწევი კარი
ეს კარი ოქროს ზღვარია მათ შორის, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, უნდა თუ არა ღია დაგეგმარება. იგი შეიძლება იყოს თეთრი. ღია ფერის, ტყავის ან ქსოვილის საფარით, შპალერის ფერში, შუშის ან პლასტმასისაც კი.
გასაწევი კარი უფრო იაფფასიანი ვარიანტია, შუშის ტიხართან შედარებით, რომელიც მხოლოდ შეკვეთით კეთდება. ზომებითაც, ასეთი კარი შეიძლება სტანდარტული იყოს.
კუთხის ფორმატი
კუთხის შემინვა და სამზარეულო-მისაღების ტიხარი ყველაზე ეფექტურად გამოიყურება. თუმცა, მოწყობის ეს ვარიანტი ყველაზე უფრო ძვირია. მისი ღირებულება შეიძლება 5 000 ლარიდან იწყებოდეს.
ფსევდო-არქიტექტურული ელემენტი
თქვენც თვლით, რომ თქვენი სახლის დიზაინში არაა საკმარისი არქიტექტურული ნიუანსები? სიცოცხლის შეგრძნება ევროპულ სახლში? მაშინ შეგიძლიათ ამ ელემენტად ტიხარი აქციოთ.
თაროები და სტელაჟები
თაროები და სტელაჟები, ჩვეულებრივ, დეკორისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ სამზარეულოში ძალიან ცოტა ადგილია, ტიხრის ასეთი ვარიანტით ბუფეტის ზონის მოწყობაც შეიძლება.
40-50 სმ სიგანის დეკორატიული ეკრანები
უბრალო ეკრანები (ხის ან პლასტმასის) თითქოს ყოფს სივრცეს, თუმცა, რეალურად, უბრალოდ მომავლის არქიტექტურულ ელემენტს ასახიერებს.
არქიტექტურული ელემენტების თამაში
თუ სამზარეულოსა და მისაღებს შორის “შემთხვევით” აღმოაჩინეთ საყრდენი კედელი ან ბოძი, გამოსავალი არსებობს – გამოაცოცხლეთ ისინი შემინვით.
მოსაბრუნებელი მოდულები და დასაკეცი კარები
ეს ყველაზე უჩვეულო ვარიანტებია. ალბათ, ისინი კუთხურ შემინვაზე უფრო ძვირი ჯდება მხოლოდ იმის გამო, რომ შეკვეთით მზადდება. ჩვეულებრივ, ასეთი იდეები იგეგმება ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების მიერ.
ფარდები
სამზარეულოსა და მისაღებს შორის ფარდის დაკიდება ძალიან მარტივ გადაწყვეტილებას ჰგავს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ფარდა ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს სამზარეულოდან წამოსული სუნების გამო. სამზარეულოს ფარდებიც კი, რომლებიც უშუალოდ ამ ოთახის ფაჯრებთანაა დაკიდულ, ამდენ არომატს არ იწოვს.
კუნძული
კუნძული იდეალური გადაწყვეწტილებაა დიდი ფუნქციურობით. აქ შეიძლება იყოს სასადილოც და ჩაშენებული ტექნიკაც. მართალია, კომუნიკაციის გაყვანაც იქნება საჭირო, თუმცა მაინც მომგებიანი ვარიანტია.