
დიზაინერის საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმის, რომ რაღაც ობიექტი ლამაზად დახატოს. მთავარია, შედეგი მოსახერხებელი და პრაქტიკული იყოს. ჩვენს ნაკრებში იხილავთ თანამედროვე დიზაინის შედევრების, რომლებიც არამხოლოდ მოგეწონებათ, არამედ პრაქტიკულადაც გამოიყენება.
1. მომხიბლავი პისუარები

მომხიბლავი პისუარები, შროშნების ფორმით, რომლებიც ყვავილების მაღაზიის საერთო საპირფარეშოშია – შესანიშნავი მაგალითია დაწესებულებაში ტუალეტის თემატური გადაწყვეტილებისა.
2. ფიჭა

დაწესებულება, რომელშიც მარტივია წესრიგის დამყარება და სივრცის გათავისუფლება, რამდენადაც სავარძლები შესრულებულია ექვსკუთხა პუფების სახით, რომლებიც მარტივად თავსდება კედლის შესაფერის ხვრელში.
3. შადრევნები

შესანიშნავი შადრევანი სამი ორმეტრიანი ბალერინის ფორმით, რომლებსაც წყლის “კაბები აცვიათ”, მდებარეობს სუჩჟოუში, ცზიანსუში, ჩინეთში.
4. კარის სახელური

შეიძლება თუ არა კარის სახელური გამოიყურებოდეს ხელოვნების ნიმუშად? ჩვენი რედაქცია გარწმუნებთ, რომ შეიძლება. დააკვირდით ამ შედევრს – ესაა პატარა ოთახი, რომელშიც ადამიანის ფიგურაა.
5. ორსართულიანი მაგიდები
ფოტო: Izismile.comამ უჩვეულო კაფეში მაგიდები დაფების ყუთებს უფრო ჰგავს. ისინი მოთავსებულია სხვადასხვა დონეებზე ისე, რომ სტუმრები ვერ ხედავენ, რა ხდება გვერდით მაგიდებზე.
6. ფლორარიუმი

მრგვალი ფლორარიუმი ხშირი მცენარეებით, მოწყობილი პირდაპირ იატაკში, ჯადოსნურად და იდუმალებით მოცულად გამოიყურება.
7. ორიგინალური თეფში

უჩვეულო თეფში მოცულობითი გრავიურით ფსკერზე, რომელიც ფერებად გარდაისახება, როცა მასზე სოიოს სოუსს ასხამენ.
8. ხის მაგიდა

ფანტასტიკური მაგიდა, გაერთიანებული იატაკთან, რომლის ფეხებიც პარკეტის იატაკის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს ავეჯი ისე გამოიყურება, თითქოს იატაკიდან ამოიზარდა.
9. ჩაის დასაყენებელი

ეს ჭურჭელი მკვეთრი მაგალითია იმისა, რომ სილამაზე უბრალოებაშია. გარედან არაფერი განსაკუთრებული: შუშა და მეტალი, თუმცა, როცა შიგნით ჩაის ფოთლები ცურავს, ყველაფერს მაგიური ელფერი ეძლევა.
10. მოსახერხებელი სკამი

სკამი მოსახერხებელი ზურგით, რომელსაც აქვს სპეციალური ჭრილი ჩანთის ჩამოსაკიდებლად – ესაა დიზაინის მაგალითი, რომელიც მომხმარებლებზეა გათვლილი.
11. სამუშაო ადგილი

თანამედროვე ოფისის მკვეთრი დიზაინი ყვითელი დივნებით, ნაცვლად მოუხერხებელი სკამებისა.
12. აკვარიუმი

რატომაც არ უნდა ჩაანაცვლოთ მოსაბეზრებელი მოაჯირები აკვარიუმით. ჩვენი აზრით, შუშაში განვითარებული მოვლენებით ტკბობა დაუსრულებლად შეიძლება.
13. იატაკის დიზაინი

დიზაინერული იატაკი, რომელიც ოკეანის სიღრმესა და მის მაცხოვრებლებს ასახიერებს – შესანიშნავი იდეაა კარგ სასტუმროში თემატური ნომრის გასაფორმებლად.
14. ხის ნიჟარა

ხის ნაკეთობები სულ უფრო პოპულარული ხდება. თუ ადრე დიზაინერები მხოლოდ ავეჯით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე სანტექნიკასაც გადასწვდნენ. რად ღირს ეს გასაოცარი დიზაინერული ნიჟარა ჩაღრმავებებით, რომლებშიც წყალი ლამაზად დაგროვდება.
15. მაგიდის სანათი

მომხიბლავი მაგიდის ჭრაქი ჩიტის ფორმით, გააფორმებს ნებისმიერ სამუშაო მაგიდას ან საწოლისმახლობელ ტუმბოს.