ახალგაზრდა წყვილმა ძველი სამხედრო სატვირთო მანქანა ოცნების სახლად აქცია

ყველა ადამიანს ჰქონია ბავშვობაში ყველაზე დიდი ოცნება. ვიღაც გაიზარდა და მის შესახებ დაავიწყდა, ვიღაცამ კი მას ფრთები შეასხა. ასე, მაგალითად, როგორც ამ ორმა შემოქმედებითმა ადამიანმა გააკეთა, რომელთა ბავშვობის ოცნებაც 100%-ით დაემთხვა. ახალგაზრდა წყვილმა შეძლო, საკუთარი ხელებით ექცია ძველი სამხედრო მანქანა კომფორტულ სახლად, და ახლა ისინი ვეღარ ჩერდებიან – თავგადასავლებსა და მოგზაურობას არ იკლებენ, როგორც ამაზე ბავშვობაში ოცნებობდნენ.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ცხოვრებაში არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ბედმა გაუღიმა – ეს ისინი არიან, ვინც ისეთ მეორე ნახევართან შეხვედრა შეძლო, რომელსაც მსგავსი ინტერესები და ოცნებები აქვს. ადამიანთა სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან კორტნი და ტრევორი, რომლებმაც, საუბრისას, გაიგეს, რომ მათი შეხედულებები ცხოვრებაზე აბსოლუტურად ყველა საკითხში ემთხვეოდა და რომ ისინი ჭეშმარიტად მონათესავე სულები არიან.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ტრევორმა თავის Instagram-გვერდზე, კორტნის გაცნობის შემდეგ, დაწერა: “როცა ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მინდოდა ხეზე სახლში ცხოვრება. როცა კორტნის შევხვდი, მასაც იგივე ოცნება ჰქონდა(ნუთუ ეს მონათესავე სულების ამბავი არა?) თუმცა, შემდეგ გავიზარდეთ და გავიაზრეთ, რომ ეს ბავშვობა და არაპრაქტიკულობა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომელიმე პიკაპში დასახლება. რატომაც არა მოძრავი სახლი ხეზე?”

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.
ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

თავიანთი სამომავლო გეგმების განხილვისას, წყვილმა მიიღო გადაწყვეტილება, აეშენებინათ საკუთარი არა სტანდარტული, არამედ განსაკუთრებული სახლი, რომელიც არ იქნებოდა მიჯაჭვული ერთ კონკრეტულ ადგილზე. მითუმეტეს, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა აირჩიეს ისეთი პროფესიები, რომლებიც არ მოითხოვს ოფისში, სამუშაო ადგილას ყოფნას, და ისინი აბსოლუტურად არ არიან შეზღუდული თავისუფალ ცხოვრებაში.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, კორტნი სარეკლამო დიზაინერი-ფრილანსერია, ხოლო ტრევორი – სპეცეფექტების დამდგმელი და კასკადიორია, თანაც, ორივე გატაცებულია ფოტოგრაფიით, რაც მათ ოჯახურ მცირე ბიზნესად იქცა, რომელიც მათ ძირითადი სამუშაოს არქონის დროს აძლევს ხელს. ტრევორის საქმიანობის გათვალისწინებით, წყვილს ხშირად უწევს მოგზაურობა პლანეტის ყველაზე შორ ადგილებში. ხანდახან, ისინი ისეთ ადგილებზე ხვდებიან, სადაც თეთრ ადამიანებს საერთოდ ვერ ნახავთ. ამიტომ მოძრავი სახლის იდეა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მათთვის.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ახალდაქორწინებულები ძალიან დიდხანს ეძებდნენ შესაფერის ვარიანტს და, როცა 2017 წელს მეგობრებმა შეატყობინეს, რომ აუქციონზე სამხედრო სატვირთო, Stewart and Stevenson M1078-ი იყო გამოტანილი გადაყიდად, მაშინვე შეიძინეს, რადგან მსგავს ტრანსპორტს შესანიშნავი გავლადობა აქვს ქვიან გზებზე, იგი გამძლე, ამტანი და საკმაოდ მოცულობითიცაა.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.
ფოტო: instagram.com/ @wazimulife.
ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

სატვირთოს შეძენის შემდეგ, ისინი გარკვეული დროით უბრალო კაბინაში ცხოვრობდნენ, სანამ არ შეჩერდნენ იმ ადგილას, სადაც შეიძლებოდა გარდასახვით დაკავება. აი მაშინ ტრევორმა აქტიურად მოჰკიდა ხელი სამუშაოს. იგი მოხერხებული მამაკაცია, ამიტომ რემონტის დიდი ნაწილი თავისი ხელით გააკეთა. ზუსტად 6 თვეში მან შეძლო სატვირთო ავტომობილის გადაკეთება კომფორტულ და მყუდრო საცხოვრებლად.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ჯერ მან შეადუღა ფოლადის ჩარჩო, რომელზეც მოძრავი სახლის მთელი კონსტრუქცია დაამონტაჟა. ჩონჩხის სრულად აწყობისა და ავტომობილის პლატფორმაზე დაყენების შემდეგ, წყვილი შიდა რემონტითა და ზონირებით დაკავდა. იმისათვის, რომ მანქანაში ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერ კლიმატურ პირობაში და წლის ნებისმიერ დროს, ახალგაზრდა მამაკაცმა დაათბო კედლები, დააყენა თბილი იატაკის სისტემა, ყველა აუცილებელი სანტექნიკა და კომუნიკაცია.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.
ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ის, თუ როგორ მოახერხეს ამ მცირე ფართობის გადანაწილება, ნამდვილად დასაფასებელია, მითუმეტეს, რომ ამით არაპროფესიონალი ადამიანი იყო დაკავებული. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდებმა შეძლეს სრულყოფილი სამზარეულოს მოწყობა, სადაც სრულყოფილი ვახშმის მომზადება შეიძლება. სააბაზანო ოთახში დამონტაჟებულია შხაპი ღრმა პადონით, რადგან კორტნის ძალიან უყვარს წყალში ყოფნა.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

მცირე ზომის მისაღები ოთახი ერთბაშად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს, რადგან იგი დასასვენებელი ადგილია არამხოლოდ წყვილის, არამედ მათი ძაღლებისთვისაც, რომლებიც ყოველთთვის მათთან ერთად მოგზაურობენ. ესენი არიან დობერმანი ჰერცოგი და ინგლისური ბულდოგი – ლუი. კონსტრუქციის საკმარისი სიმაღლის წყალობით, სახლის მეორე სართულზე კომფორტული საძინებლის განთავსებაც მოხერხდა, რომელსაც ძირითადი ოთახისგან უბრალო ფარდა გამოყოფს.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

მოძრავი სახლი ელექტროენერგიით რომ უზრუნველეყოთ, გარდა მძლავრი აკუმულატორებისა, ტრევორმა მასზე მზის ბატარეებიც დაამონტაჟა. კორტნიმაც შეიტანა თავისი წვლილი მოძრავი სახლის შექმნაში. იგი არამხოლოდ ინტერიერის მოწყობით დაკავდა, არამედ სატვირთოს ფასადიც მოხატა.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ამასთან, ინტერიერი უკვე მოძრაობის პროცესში გააფორმეს, რადგან ტრევორს ძალიან ხშირად უწევდა საქმეების მიტოვება და გადაღებებზე წასვლა.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

-“ყოველი დღე თავგადასავალია. არასდროს იცი, სად გაატარებ ამ ღამეს და რას ნახავ, დილით რომ გაიღვიძებ.” – გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს კორტნი. 1.5 წლის შემდეგ, მათ შეძლეს პროექტის დასრულებას და ახლა ისინი თავიანთ ძაღლებთან ერთად პლანეტის ნებისმიერ წერტილში შეძლებენ წასვლას.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

 

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.

ბუნებრივია, არსებობს უარყოფითი მხარეებიც. უსწორმასწორო გზებზე და ექსტრემალურ პირობებში, მანქანა ფუჭდებოდა და მისი შეკეთება ხდებოდა საჭირო. თუმცა, ტექნიკური გაუმართაობები პრობლემას არ წარმოადგენს ტრევორისთვის, რადგან იგი ყველაფერს მარტივად აკეთებს.

ფოტო: instagram.com/ @wazimulife.