ხრიკები: საბავშვო ზეთი ყოფაცხოვრებაში

ოდესმე გიფიქრიათ, რომ საბავშვო კრემის გამოყენება ყოფაცხოვრებაში (გარდა კანის მასაჟისა) შესაძლებელი იქნებოდა? წინამდებარე ნაკრებში გთავაზობთ რამდენიმე გზას ამის გასაკეთებლად.

გადახლართული ძეწკვის გასახსნელად, წაუსვით კვანძს საბავშვო ზეთი. იგი ჯაჭვს სრიალს დააწყებინებს და მარტივად გაიხსენება.

ზეთი უნდა წაუსვათ კანზე დაწებებულ სანტავიკსაც. ამის შემდეგ, მიწებებული პლასტირი მარტივად მოძვრება. ზეთი დაგეხმარებათ დროებითი სტიკერებისა და ტატუების მოშორებაშიც.

თითზე გაჭედილი ბეჭდის მოსახსნელად, წაუსვით თითს ზეთი.

თუ თმის საღებავი ხელზე მოხვდა, დაიტანეთ საბავშვო კრემი ლაქაზე ბამბის დისკის გამოყენებით და კარგად დაიზილეთ.

გაიჩერეთ ზეთი კანზე მთელი ღამით. სასურველია, ლაქა მსუნთქავი ქსოვილით დაფაროთ(მაგ. ჩაიცვათ ბამბის ხელთათმანი).

დილით ჩამოიბანეთ ზეთი თბილი წყლით და გაიწმინდეთ ბამბით. ალბათ, შამპუნის ან საპნის გამოყენება დაგჭირდებათ, რომ ზეთი კანის ზედაპირიდან ამოიყვანოთ.