ხრიკები: ცარცი ყოფაცხოვრებაში – ქალებისთვის

ამოგვყავს ლაქები, ელვარებას ვუბრუნებთ სამკაულებს, ვიშორებთ უსიამოვნო სუნებს. და ეს ყველაფერი ცარცის დახმარებით!

სამკაულების გარეგანი იერი, დროთა განმავლობაში, ფერმკრთალდება. ეს რომ არ დაუშვათ, მოათავსეთ სამკაულების შესანახავ ზარდახშაში 1 ნაჭერი ცარცი.

პერანგის საყელოს სიქათქათე რომ შეუნარჩუნოთ, გაეცხვამდე წაუსვით თეთრი ცარცი.

შეგიძლიათ, 1 ნაჭერი ცარცი თეთრეულის კალათშიც მოათავსოთ – მაშინ ყველა უსიამოვნო სუნი გაქრება. ხოლო, თუ ცარცის ნაჭერს კარადაში მოათავსებთ, სინესტის სუნი სწრაფად გაქრება. მთავარია, ცარცი თვეში ერთხელ ცვალოთ.

ზამშის ნაკეთობებიდან ლაქებს მარტივად ამოიყვანთ ცარცის გამოყენებით.

საკმარისია, ცარცით ოდნავ გახეხოთ ფეხსაცმელი და გააჩეროთ ასე მთელი ღამით.

თქვენ გამოგიყენებიათ ცარცი ყოფაცხოვრებაში? როგორ?