როგორ ახერხებდნენ ადამიანები ანტიკურ ხანაში უზარმაზარი ლოდების გადაადგილებას და ტაძრების შენებას: როგორც იქნა, გავიგეთ

უკვე არაერთი ათასწლეულია, რაც ადამიანებს აინტერესებთ, თუ როგორ ახერხებდნენ უძველესი ადამიანები უმარტივესი მოწყობილობებით ქვის ლოდების გადაადგილებას შორეული მანძილებიდან, ხოლო შემდეგ, როგორ აგებდნენ დიდებულ ტაძრებსა თუ სხვა შენობებს. რა ფანტასტიკურ და დაუჯერებელ ვერსიას არ მოჰკრავდით ყურს მეცნიერებისა და მშენებლებისგან. და, აი, ბოლოს და ბოლოს, მათ შეძლეს ყველაფრის ლოგიკურად ახსნა.

მკვლევარები უკვე არაერთი ათწლეულია ცდილობენ ამ საიდუმლოს ამოხსნას. განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ზომის ქვის ლოდებთან დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია და მანიპულაცია თანამედროვე მშენებლებისთვისაც კი შეუძლებლად მიიჩნევა. რა ვერსიები არ წამოაყენეს, მათ შორის, უცხოპლანეტელთა ჩართულობა, ღვთაებებისა და მსგავსი სულების დახმარება… უფრო ლოგიკური ახსნა აქვთ თანამედროვე მეცნიერებს, რომლებმაც გამოცდილი გზით დაიწყეს კითხვებზე პასუხების ძიება.

old.lah.ru

სულ ახლახან, კემბრიჯის ლაბორატორია Matter Design-მა, კომპანია CEMEX-თან ერთად, TED 2019-ის გამოფენაზე, რომელიც ვანკუვერში გაიმართა, მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ადამიანს 25 ტონა ქვის ლოდის გადაადგილება. ამის დაჯერება რთულია, თუმცა მათ თვალსაჩინო გახადეს, თუ როგორ შეძლეს ძველმა ცივილიზაციებმა სწორედ ამ მეთოდის გამოყენება დიდებული ტაძრების საშენებლად.

segodnya.ua
matterdesignstudio.com

ამ გამოცდილი მეთოდის პრეზენტაციაზე, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, განსაკუთრებული ძალისხმევისა და მოწყობილობების გარეშე, შეძლეს საკმაოდ მძიმე ბეტონის ელემენტებისგან მონოლითური კონსტრუქციის დაყენება. რა თქმა უნდა, ეს ნატურალური ქვები კი არა,  სპეციალურად ჩამოსხმული დეტალები იყო, თუმცა წონა მაინც საკმაოდ დიდი ჰქონდათ. თავიანთი თეორიის შესამოწმებლად, სპეციალისტებს მთელი 5 წელი დასჭირდათ გამოცდილი მაგალითების შესაქმნელად, სანამ არ შეძლეს ანტიკური ხანის არქიტექტორებისა და ინჟინერ-მეცნიერების საიდუმლოს ამოხსნა.

old.lah.ru

როგორც აღმოჩნდა, მთელი ეშმაკობა აღმოჩნდა იმაში, რომ ძველ მშენებლებს შეეძლოთ სიმძიმის ცენტრის დაბალანსება, რისი დამსახურებითაც უზრუნველყოფდნენ სტაბილურობის უზრუნველყოფას გადაადგილების დროს. სწორედ ეს ეშმაკობა აძლევდა მათ საშუალებად, ლოდები ეგორებინათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, შორ მანძილებზე, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მკვლევარებმა შექმნეს მასიური კონსტრუქციები სხვადასხვა სიმჭიდროვის ბეტონის გამოყენებით, რომელსაც მომრგვალებული კუთხეები და სპეციალური ჩაღრმავებები ჰქონდა სახელურისთვის, რომელიც გადაადგილებას ამარტივებდა.

matterdesignstudio.com

რა თქმა უნდა, ასეთ გადატანას დიდი მოსამზადებელი სამუშაოები დასჭირდებოდა, რადგან სიმძიმის ცენტრის დაბალანსება წონაში და მისი კუთხეების დამრგვალება ხელით ხდებოდა, ასევე, ხვრელებიც ხელით კეთდებოდა. სხვათა შორის, ამ ხვრელებს ძველი შენობების მრავალ ეგზემპლარში ვხვდდებით. სამაგიეროდ, ამ მანიპულაციების შემდეგ, ნებისმიერი ზომისა და წონის ქვა მარტივად გადაიტანებოდა რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. ასეთი დიდი ზომის ფაზლების აწყობა მონოლითულ კონსტრუქციაში ძალიან შრომატევადი საქმე იყო და დიდ დროსაც მოითხოვდა, თუმცა, ეს ტექნოლოგია გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ფიზიკური ძალით მძიმე ქვების თრევა დიდ მანძილებზე.

ჩვენი ინფორმაციით, არქეოლოგი ალესანდრო პიერატინი, ამერიკული University of Notre Dame du Lac-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ატარებდა კვლევებს ძველბერძნული ტაძრების ტექნიკურ ასპექტში. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლიდა საბერძნეთის პირველ ქვის ტაძრებს. ამის წყალობით, მან დიდი გამოცდილება დააგროვა არქიტექტურულ მასალებთან მუშაობისა და შეძლო კიდევაც მაგალითით იმის ჩვენება, თუ როგორ ახერხებდნენ ძველი ბერძნები მასიური ლოდების გადატანას და უზარმაზარი ტაძრების შენებას.

architecture.nd.edu

მკველავრები მრავალი ათწლეულის მანძილზე თვლიდნენ, რომ ძველი ბერძნები ჯერ მიწას თხრიდნენ და აწყობდნენ ხის მორებს, ხოლო შემდეგ, დახრილობის წყალობით, ქვებს გადააადგილებდნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ამ მოწყობილობას ალაგებდნენ. თუმცა, ალესანდრომ უარყო ეს თეორია, რამდენადაც ქვებზე ყველა ჩაღრმავება შეისწავლა.

vesti-ukr.com

არქეოლოგის აზრით, სპეციალურად შექმნილ ჩაღრმავებებში, რომლებიც ერთმანეთის პარალელურადაა გაკეთებული, ძველი მშენებლები დებდნენ თოკებს და ჯალამბრების დახმარებით წევდნენ მათ საჭირო ადგილამდე, ხოლო შემდეგ, ხის მორებისა და ბერკეტების გამოყენებით, ფილებს უპრობლემოდ, მჭიდროდ ალაგებდნენ ერთმანეთზე. დაყენებისა და დამაგრების შემდეგ, თოკებს უბრალოდ უკან ქაჩავდნენ.

naukatv.ru
naukatv.ru
naukatv.ru

ეს თეორიები ჩატარებულ ექსპერიმენტებს ეყრდნობა, რომელთა მსვლელობისასაც შეიქმნა უმარტივესი მოწყობილობა და შემუშავდა 400 კგ-მდე ქვის ლოდების წამოწევისა და დადების მექანიზმი. პიერატინი თვლის, რომ ასეთი ტექნოლოგია შერ ისტმიაშა და კორინთეში გამოიყენეს, ძვ.წ. VII ს-ში, ამ პრიმიტიულ მოწყობილობებს კი იმ ხანაში თამამად უწოდებდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს.