როგორ დავანთოთ ცეცხლი მაყალში, თუ ხელთ სპეციალური სითხე არ გვაქვს

მწვადების მოყვარულთა უმეტესობა შეცდომით ფიქრობს, რომ ნახშირის გაჩაღება სპეციალური სითხის გარეშე ძალიან რთული და შეუძლებელიც კია. რეალურად, ასე არ არის. მონდომებისა და სწორად მოქმედების შემთხვევაში, ამას მარტივად გააკეთებთ. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ, რა უნდა იქონიოთ თან და როგორ ხორციელდება აღნიშნული მეთოდიკა პრაქტიკაში.

ფოტო: gastronom.ru.

სამუშაოსთვის დაგჭიდებათ მაყალში ჩაყრილი ნახშირი, ჩვეულებრივი გაზეთი და ნებისმიერი ბოთლი. მაშ ასე – აიღეთ ბოთლი და ჩაასხით მასში ცოტაოდენი წყალი – ცარიელი რომ არ იყოს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჭურჭელს გამძლეობა შევმატოთ. შემდეგ დადეთ ბოთლი ნახშირზე და შემოახვიეთ გაზეთი. მანამდე, ქაღალდი კარგად დაჭმუჭნეთ.

მნიშველოვანია: ნუ შემოახვევთ გაზეთს ბოთლს ძალიან მჭიდროდ. როცა საჭირო იქნება, გაზეთიდან ბოთლი უნდა ამოიღოთ.

ფოტო: gastronom.ru.

ახლა მიღებული კონსტრუქციის გარშემო უნდა შემოალაგოთ ნახშირი, დაახლოებით მისი სიმაღლის ნახევრამდე. შემდეგ ბოთლი ფრთხილად ამოიღეთ ისე, რომ ნახშირში მხოლოდ გაზეთი დარჩეს. წაუკიდეტ ცეცხლი. როცა ქაღალდი აალდება, ნახშირიც მაშინვე გაცხელდება. როცა ეს მოხდება, ჩაყარეთ ამ “ორმოში” ნახშირი.

ფოტო: pixabay.com.

სულ ესაა. სულ რამდენიმე წუთში, ნახშირი მზად იქნება მწვადის შესაწვავად.

თქვენ როგორ წვავთ მწვადებს?