ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე მომადუნებელი ფერი მუქი ლურჯია

მთელი მსოფლიოს ადამიანებს სთხოვეს მათი საყვარელი ფერებისა და იმ გრძნობების აღწერა, რომლებიც მათ უკავშირდება. მათ შორის ყველაზე საყვარელი ფერი – ფირუზისფერი (Mars Green) აღმოჩნდა. ასე, საძინებლის მომდუნებელი, მშვიდი და სასიამოვნო ფერები აღმოჩნდა მოცისფრო-მოთეთრო, მოცისფრო-მონაცრისფრო და მოცისფრო-ლურჯი ფერთა გამა.

სასექსის უნივერსიტეტმა და კომპანია G. F. Smith-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სწორედ მუქი ლურჯი ფერია ყველაზე მომადუნებელი. შედეგები მასშტაბური კვლევის, სახელად The Worlds Favourite Colour Project, ჩარჩოებში მიიღეს, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, იღებდა მონაწილეობას. მონაწილეებს სთხოვეს საყვარელი ფერების დასახელება და იმ ემოციების შესახებ მოყოლა, რომლებსაც სხვადასხვა ფერის ცქერისას განიცდიან.

რაც უფრო გაჯერებულია ფერი, მით უფრო მეტად ასოცირდება იგი აქტიურ მოქმედებებთან. ამიტომ სამზარეულო შეიძლება იყოს ყვითელი, მისაღები ან საძინებელი კი თეთრი, ხორცისფერი, პასტელური…

თუმცა, როცა საუბარი სიმშვიდესა და მოდუნებაზეა, აზრად მაშინვე მოგვდის ლურჯი და მუქი ლურჯი ელფერები. ლაზურიტის, ულტრამარინის, კობალტური ლურჯის, კვამლიანი ლურჯის, ბერლინის ლაზურისა და სხვა მრავალი ელფერის ინტერიერი ამ სეზონზე დიზაინერების ფავორიტია.