
ალბათ, ბევრ სახლშია ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველი, საბჭოური მექანიკური ხორცსაკეპები. ბევრი დიასახლისი უკვე შეიარაღდა თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც მათ პროდუქტის დაკეპვის საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. რა მოვუხერხოთ ძველ, უსარგებლო ხორცსაკეპს? მუზეუმში ვერ ჩააბარებთ, გადასაგდებად კი გენანებათ? არსებობს მისი გამოყენების საშუალება. შეგიძლიათ, მისგან წვენსაწური გააკეთოთ.
ამისთვის საჭიროა ხელის ხორცსაკეპი, ბურღი(10.95-11.0 მმ) და M12 თვითმჭრელი(1.25 ნაბიჯით), მილი ასეთივე ხრახნით, ჩვეულებრივი თვითმჭრელი, შესაფერისი ინსტრუმენტები.
მაშ ასე, დაშალეთ ხორცსაკეპი. გააცალეთ დანა, შნეკი და სახელური. ქვედა ნაწილში, მარკერის გამოყენებით, აღნიშნეთ 10 მმ დაშორება ხვრელიდან, ასევე, ინსტრუმენტის ჭანჭიკიდან 8 მმ-ს დაშორებით. ზუსტი გათვლები დამოუკიდებლად გააკეთეთ – თქვენი მოწყობილობის სახეობის მიხედვით. არსი იმაში მდგომარეობს, რომ აწყობისას ჭანჭიკმა ხელი არ შეუშალოს ინსტრუმენტის მუშაობას. გააკეთეთ ხვრელი მილისთვის, რომლიდანაც წვენი უნდა გამოვიდეს. M12-ით გააკეთეთ ხრახნი. თუ იგი რთულად მიდის, დაუმატეთ საპოხი.
ახლა ააწყვეთ ხორცსაკეპი უკუღმა. მნიშვნელოვანი მომენტია – საცერი უკუღმა უნდა დაამაგროთ. ეს იმისათვის, რომ დანამ ხილი და ბოსტნეული კი არ დაჭრას, უბრალოდ დაჭყლიტოს. რაც უფრო მაღალია ზეწოლის დონე, მით მეტ წვენს ვიღებთ. მომზადებულ ხვრელში ჩაამაგრეთ მილი. სულ ესაა.
მილი ისე უნდა ჩაამაგროთ, მუშაობის დროს შნეკს რომ არ გამოედოს.
ეს ხელსაწყო ჩვეულებრივად მუშაობს – ხორცსაკეპის მსგავსად.
მთელი ამ პროცესის დაკვირვება ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ.