
მინიატურული სახლების ყველაზე დიდი მოყვარულები ამერიკელები არიან. ისინი სულ უფრო მეტად ცვლიან დიდი ზომის აპარტამენტებს მოგზაურობის რომანტიკასა და მცირე ზომის ავტოსახლში ცხოვრებაზეც კი. ზრდადი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოძრავი სახლების მწარმოებელი კომპანიები შეიმუშავებენ მოდელებს, რომლებიც არამხოლოდ კომფორტული პირობების, არამედ საცხოვრებელი ფართის ზომების მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. ამ ზაფხულს გამოჩნდა სრულიად უნიკალური ნიმუში – კომფორტული მცირე ზომის სახლი, სულ რაღაც 8,3 მ², რომელშიც დიზაინერებმა შეძლეს საძინებლის სასტუმროს, სამზარეულოს, აბაზანისა და ვერანდის მოთავსებაც კი.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამერიკული კომპანია Backcountry Tiny Homes აგრძელებს ბორბლებიანი სახლის ზომების დაპატარავებას. ფირმის ინჟინრები მუმდმივად სრულყოფენ პროექტებს და ამჭიდროვებენ სივრცეს იმ დონემდე, რომ გაგიკვირდებათ, საერთოდ როგორაა ასეთი რამ შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ, სამოდელო რიგები Tiny Homes-მა შეავსო ახალი ეკზემპლარით, სახელად Acorn (რკო), რომელიც ყველაზე პატარა ბორბლებიან სახლად ითვლება ყველა სტანდარტულ მინი-აპარტამენტს შორის. პროექტორებმა კონსტრუქციის სიგრძე 4.8 მეტრამდე შეამცირეს. ამასთან, მაქსიმალურად შეამსუბუქეს წონაც(2948 კგ), რაც საშუალებას იძლევა, უპრობლემოდ მიიბას მინი-აპარტამენტი ოფროად ან პიკაპ-მანქანებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია Backcountry Tiny Homes სპეცილიზებულია ეკო-საცხოვრებლების აშენებაზე, რკოს შესაქმნელად გამოიყენა კედრის დაფები, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. რამდენადაც ამერიკელთა უმეტესობა ასეთ სახლში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს, სახლის აწყობისას გამოიყენეს სპეციალური თბოიზოლაციური მასალები, რათა გადახურებას ან გადაცივებას გაუძლოს.
სახლი ვიზუალურად უფრო მოცულობითი რომ იყოს, იმ ნაწილში, სადაც სასტუმრო, სასადილო და საძინებელი მდებარეობს ერთ მხაეს, დაყენებულია უზარმაზარი პანორამული ფანჯრები ამიტომ კლაუსტროფობია მფლობელებს ნამდვილად არ შეაწუხებთ. ამის დაჯერება რთულია, თუმცა 8.3 კვ.მ. სივრცეში, დამპროექტებლებმა შეძლეს აღჭურვილი სამზარეულოს განთავსებაც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ამ სახლში სრულყოფილი სან-კვანძია თავისი საშხაპითა და რამდენიმე თავსებადი შესანახავი სისტემით.
ამ მოდელის საბაზისო კომპლექტაცია გათვლილია ცენტრალურ ელექტროქსელზე მისაერთებლად, რის დამსახურებითაც მუშაობს ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვენტილატორიც, რომელიც ჩაშენებულია ჭერში ოთახების გასაგრილებლად, და ელექტრობუხარი – გასათბობად.
სივრცის დასალაგებლად გათვალისწინებულია მტვერსასრუტის ჩაშენებული სისტემა, თანაც, ჰაერგაყვანილობა დაყენებულია რამდენიმე ადგილას, რაც მხოლოდ შლანგისა და საჭირო ჯაგრისის მიერთების საშუალებას იძლევა.
მათ, ვინც მსგავს მოძრავ სახლში ცხოვრებას ცივილიზაციის გარეთ აპირებს, პროექტის ავტორები ჰპირდებიან საინტერესო დეტალს. ნებისმიერ მომენტში, სახლი რკოს გადაყვანა შეიძლება სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომურ სისტემაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებითი გადასახადით.
ავტოსახლის ACORN შეძენა, მთელი თავისი აღჭურვილობით, შეგიძლიათ 29 995 დოლარად. თუ კლიენტი ამ თანხის გადახდისთვის მზად არ არის, კომპანია სთავაზობს უფრო ეკონომიურ ვარიანტსაც, რომელშიც ცვლის კომპლექტაციასა და ცალკეულ დეტალებს.