
ბევრი დიასახლისი შეცდომით თვლის, რომ კედელზე სურათის ან ნახატის დასაკიდებლად, აუცილებელია მისი გაბურღვა. რეალურად, ისინი ცდებიან. არსებობს საკმაოდ ბევრი საშუალება, ეფექტივობის სხვადასხვა დონით, ნახატის კედელზე ბურღის გამოყენებით დასაკიდებლად. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ საშუალებებს.
1. ფხრიწი
ყველაზე მარტივი გზა – ესაა სპეციალური ფხრიწების შეძენა ჩარჩოებისთვის. მათ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იპოვით, თანაც ძალიან იაფად. იგი იდეალურია მცირე ზომის ნახატებისა და ფოტოებისთვის.
2. ღვინის საცობი
იმის ნაცვლად, რომ კედელში ლურსმანი ჩააჭედოთ ან ხრახნისთვის გაბურღოთ, შეგიძლიათ უბრალოდ ბოთლის საცობი გამოიყენოთ. ჯერ იგი უნდა დაამოკლოთ, რის შემდეგაც უნდა მიამაგროთ კაუჭი სურათის დასაფიქსირებლად. როცა ყველაფერი მზად იქნება, მომზადებული საცობი მიაწებეთ კედელზე. ვარგისია მოზრდილი ფოტოებისა და სურათებისთვის.
3. კაუჭები
ამ შემთხვევაში, კედლის გახვრეტა მაინც მოგიხდებათ, თუმცა გაბურღვა საჭირო არაა. სურათის ჩარჩოს დაკიდება შესაძლებელია აი ასეთ კაუჭებზე. მსგავს ნივთს საყოფაცხოვრებო მაღაზიაში საკმაოდ იაფად შეიძენთ. მისამაგრებლად დაგჭირდებათ ჩაქუჩი და ლურსმნები.
4. სკოჩი
ყველაზე მარტივი და, ამასთან, ყველაზე არაერთგვაროვანი საშუალება. მცირე ზომის ნახატის დაკიდება კედელზე შესაძლებელია ჩვეულებრივი, ორმაგი სკოჩის გამოყენებით. ასეთი კონსტრუქცია საკმაოდ გამძლეა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნახატის მოხსნა ძალიან გაგიჭირდებათ და არც კედლის გაწმენდა იქნება მარტივი.
5. თხევადი ლურსმანი
ასევე, შეგიძლიათ ხელნაკეთი კაუჭებიც გამოიყენოთ, რომლებიც კედელზე თხევადი ლურსმნებით მიმაგრდება. თუ ნახატი საკმაოდ დიდი ზომისაა, კედელზე ერთდროულად რამდენიმე კაუჭის მმაგრება მოგიწევთ. ისინი ისე უნდა განალაგოთ, რომ კონკრეტულად ჩარჩოს კუთხეებს დაემთხვეს. ეს სიმძიმის ყველაზე ოპტიმალურად გადანაწილებას უზრუნველყოფს.