4 რჩევა დაუთოვების შესახებ

მაშინაც კი, თუ თქვენს განკარგულებაში ულტრათანამედროვე და ძვირადღირებული უთოა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ტანსაცმელი სრულად დაცულია საუთოვებელ დაფაზე შემთხვევითი დაზიანებებისგან. წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ 4 რჩევას ტანსაცმლის დაუთოვების შესახებ, რომელთა დაცვაც აუცილებელია, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი უთო.

1. ყოველთვის გამოაბრუნეთ ტანსაცმელი დაუთოებამდე

გინდათ, არასდროს იფიქროთ თქვენი ტანსაცმლის მდგომარეობაზე, დაუთოვების დროს? თუ თქვენი პასუხი მკაცრად დადებითია, საკმარისია, იხელმძღვანელოთ შემდეგი წესით: ნებისმიერი ტანსაცმელი გამობრუნებული უნდა დააუთოვოთ. მაშინაც კი, თუ ყველაზე ძვირადღირებული და თანამედროვე უთო გაქვთ დედამიწაზე, რაღაც ზეთხელმა და ახალმა ქსოვილმა შეიძლება დაუთოვებაზე მიკროდაზიანებებით გიპასუხოთ. ისინი მარტივად შეიმჩნევა უკუღმა დაუთოვების დროს და პროცესს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად შეწყვეტთ. თუმცა, ქსოვილი დაზიანებას ნამდვილად ვერ მოასწრებს.

2. ნებისმიერ სადავო სიტუაციაში, დაიწყეთ დაუთოვება გამობრუნებული ქსოვილის კუთხიდან

არც ერთ ჩვენგანს არ ჰყავს დაუთოვების სპეციალისტი და ქალღმერთი. ნებისმიერი ნაკეთობა შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაზიანდეს მინიმალური ტემპერატურითაც კი. თუ ახალ ტანსაცმელზე უთოს გამობრუნებულ, ნაკერის გარე ნაწილზე გამოსცდით, ამას წინასწარ გაიგებთ. თუ ცვლილებები ქსოვილს არ დაეტყო, ესე იგი, დაუთოვება თამამად შეგიძლიათ.

3. უთოს კვალს ძმარი აშორებს

თუ წარუმატებელი დაუთოვების შემდეგ ნაკეთობაზე უთოს კვალი დარჩა, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. აიღეთ ბამბის ქსოვილი, ჩაალბეთ ძმრის ხსნარში (5 ს.კ. 0.5ლ მდუღარე წყალზე), კარგად დაწურეთ და დაადეთ ტანსაცმელს დაზიანებულ ადგილზე. კარგად დააუთოვეთ მინიმალურ ტემპერატურულ რეჟიმზე. კვალი შემთხვევათა 90%-ში შორდება.

გაითვალისწინეთ, რომ “გამოსასწორებელი” ქსოვილი უნდა შეუხამოთ დაზიანებული ტანსაცმლის ფერს, რათა მასზე საღებავი არ გადავიდეს.

4. მარლა – უნივერსალური დამხმარეა

არ ფიქროთ, რომ მარლის გამოყენებით დაუთოვების ტრადიცია ჩვენი ბებიების მიერ მოგონილი სისულელეა. ეს საუკეთესო საშუალებაა ტანსაცმლის დასაცავად. ასეთი უბრალო დაზღვევით მაქმანებისა და უთხელესი ქსოვილის დაუთოვებაც კი შეიძლება.

თქვენ გაქვთ პირადი ხრიკები ამ პროცესისთვის? გაგვიზიარეთ.