რატომ ატარებენ კათოლიკე ღვთისმსახურები თეთრ საყელოს

ალბათ, ყველას გინახავთ მღვდელი თეთრი საყელოთი. არსებობს მოსაზრება, რომ ეს უმანკოების სიმბოლოა. სხვები კი თვლიან, რომ ეს იდუმალი საყელო – ესაა საკისრულის სიმბოლო, რომელიც “ღვთის მონამ” უნდა ატაროს. დროა, გავიგოთ, თუ რატომ და როდის გაჩნდა ტანსაცმლის ეს ელემენტი და რა დატვირთვა აქვს რეალურად.

კათოლიკე მღვდლის ამოცნობა მარტივად შეგიძლიათ დამახასიათებელი თეთრი საყელოთი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი შეცდომით მიიჩნევს გარკვეულ რიტუალურ საკისრულად. ინტერნეტში არაერთი უცნაური ვერსია არსებობს თეთრი საყელოს საკრალური მნიშვნელობისა. თითქოს, ამ საყელოს ტარება იმის სიმბოლოა, რომ მღვდელი, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, ღვთის მონაა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ კათოლიკე მღვლდები თეთრ საყელოს “უხსოვარი” რომის დროიდან ატარებენ. ეს ყველაფერი სრული სისულელეა.

კათოლიკე მღვდლის თეთრ საყელოს კოლორატკა ეწოდება. დასავლეთძე მას “რომაულ საყელოსა” და “კლირიკანულ საყელოს” უწოდებენ. იგი, ქრისტიანულ ეკლესიასთან შედარებით, სულ ახლახან გაჩნდა. აღნიშნული ელემენტი მღვდელმა დონალდ მაკლეოდომ მოიგონა, ომელიც შოტლანდიის ინგლისურ ეკლესიას XIX საუკუნეში ემსახურებოდა. კოლორატკა ყოველდღიური ტანსაცმლის მოდის კიდევ ერთი ცვლილების ტალღაზე გაჩნდა. იმ დროში, დიდ ბრიტანეთში მასობრივად უარი თქვეს საყელოებზე. თუმცა, მღვდლების ანაფორა საკმაოდ მძიმე იყო და ღვთისმსახურებს კისერს სტკენდა. მეკლეოდომ გადაწყვიტამ ეს პრობლემა თავისთვის გადაეწყვიტა და ანაფორის ქვეშ თეთრი საყელო დაიმაგრა, ხოლო შემდეგ მოსახსნელი საყელოს გაკეთებაც შეძლო.

საბოლოო ჯამში, მღვდლების ტანსაცმელი კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა თეთრი საყელო იმდენად წარმატებული გადაწყვეტილება იყო, რომ დროთა განმავლობაში მღვდლის სამოსის განუყოფელ ნაწილად იქცა. წლების შემდეგ, კოლორატკამ საწყისი უტილიტარული აზრი დაკარგა და მხოლოდ და მხოლოდ სტატუსის განმსაზღვრელ ელემენტად იქცა. ძველ რომაულ საყელოებს მხოლოდ სელისა და ბამბისგან ამზადებდნენ, ხოლო ახლა კოლორატკებს თეთრი პლასტმასისგანაც ამზადებენ.