15 გამოგონება, რომელთა გამოცდაც დაუყოვნებლივ მოგინდებათ

ყველას ახსოვს ის დრო, როცა ტელეფონი გრძელკაბელიანი, ციფრების დისკის მქონე მოწყობილობას წარმოადგენდა, ახლა კი მას თხელ, ეკრანიან დაფას ვუწოდებთ რომელსაც ღილაკები საერთოდ არ აქვს. ეს ყველაფერი შესაძლებელ გახდა ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით. კიდევ დიდხანს შეიძლება ამ გამოგონებებზე ლაპარაკი, თუმცა ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.

1. ჰაეროვანი შეფუთვა

საფოსტო შეფუთვა, გავსებული ჰაერით, არ მისცემს ნივთებს დაჭეჭყვის ან გატეხვის საშუალებას. მოცემულ შეფუთვას შლაპების, კეპებისა და ჩანთების გადასატანად იყენებენ.

2. თმის სამაგრი

ესაა თმის მრავალფუნქციური სამაგრი რომელიც, აუცილებლობისამედრ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ექვსკუთხა ქანჩი ან სახაზავი.

3. მრავალდონიანი განათება

ჩვენი აზრით, მრავალდონიანი განათება გასახდელში – ესაა პატარა, თუმცა ძალიან სასარგებლო დეტალი ტანსაცმლის მაღაზიებში. თითოეული კაბინა აღჭურვილია ღილაკებიანი დაფით, რომელიც სინათლეს სამ რეჟიმში არეგულირებს. ესენია: ოფისი, საღამო და ქუჩა.

4. გასაბერი ფარეხი

ეს გამოგონება რაღაც შუალედია მანქანის გადასაფარებელსა და სრულყოფილ ფარეხს შორის. ასეთი გასაბერი ფარეხი დაიცავს ავტომობილს ავდრის დროს, სადაც არ უნდა იყოთ.

5. მაუსი-კალკულატორი

ადამიანებისთვის, რომლებსაც პერიოდულად უწევთ რაღაცის ბეჭდვა და ერთდროულად ანგარიშიც, მოუხერხებელია კალკულატორის გამოყენება. მათ პრობლემას ასეთი მაუსი გადაწყვეტს, ჩაშენებული კალკულატორით.

6. ქილები

თუნუქის ქილები სპეციალური სახსნელებით, რომლებიც ხელს შეუშლის სასმლის გადაღვრას.

7. ყინულის პანელი

ბარის სადგამი წვრილი, ყინულოვანი პანელით, სასნეკევს დიდი ხნის შემდეგაც უნარჩუნებს სიგრილეს.

8. სამაგრი-სასტვენი

ლაშქრობისას ბევრი რამ შეიძლება მოხდეს: შეიძლება დაიკარგოთ, შეხვდეთ გარეულ ცხოველს ან ჩავარდეთ ორმოში. ერთი სიტყვით, ხანდახან აუცილებლად გჭირდებათ ხმოვანი სიგნალის გაჟღერება. ამაში დაგეხმარებათ სასტვენი, რომელიც სალაშქრო ჩანთის სამაგრშია ჩაშენებული.

9. კალამი ინდიკატორით

ეს ინდიკატორი საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს იმას, თუ კიდევ რამდენ ხანს გეყოფათ კალამი. ჩვენი ინფორმაციით, ინდიკატორი უბრალოდ მელნის ნარჩენს კი არა, იმას აჩვენებს, თუ  რამდენი გვერდის შესავსებად გეყოფათ იგი.

10. მიკროტალღური ღუმელი/ტოსტერი

მიკროტალღური ღუმლების ზოგიერთი თანამედროვე მოდელი მოიცავს ფუნქციათა ფართო სპექტრს, რომელიც არ შემოიფარგლება პროდუქტის გალღობითა და საკვების გაცხელებით. მაგალითად, ფოტოზე ნაჩვენებია ღუმელი, რომელიც საკვებსაც აცხელებს და ტოსტებსაც შეწვავს.

11. კატის გადამყვანი

ბადიანი ზურგჩანთა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კატასთან ერთად მშვიდად ისეირნოთ ან წაიყვანოთ მეგობარი ვეტერინართან.

12. საათი

ეს მექანიკური საათები 24-საათიანი ციფერბლატით გამოირჩევა და შესანიშნავი საჩუქარია თანამედროვე კლასიკის მოყვარულთათვის.

13. სარკე-სინოპტიკოსი

ეს სარკე უშეცდომოდ აჩვენებს ამინდს გარეთ. მასზე დაკვირვებით, ზუსტად გეცოდინებათ, რა უნდა ჩაიცვათ.

14. მანათობელი ჩხირები

მანათობელი ჩინური ჩხირები თავს ნამდვილ ჯედაიდ გაგრძნობინებთ და თამაშს სუშის ჭამასთან გააერთიანებს. ბავშვებს ნამდვილად მოეწონებათ.

15. ბანკომატი

ამ ბანკომატის ციფერბლატზე ციფრები მუდმივად იცვლის ადგილს, რათა ვერავინ შეძლოს თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება, თითის ანაბეჭდებზე დაკვირვებით ამოკითხვის შედეგად.