როგორ ჩავალაგოთ და შევინახოთ საზაფხულო ტანსაცმელი კომპაქტურად

ზაფხული გავიდა და დროა, თბილი ნივთები ამოალაგოთ, ხოლო საზაფხულო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეინახოთ. ერთი შეხედვით, ამაში რთული არაფერია, თუმცა საიდუმლო  ასეთ უბრალო საქმეშიც იმალება. არსებობს უამრავი მარტივი ხრიკი ტანსაცმლისა და აქსესუარების ორგანიზებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ სივრცის ოპტიმიზებაში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მშირე ზომის ბინის პირობებში.

1. ფეხსაცმლის ყუთები

ფეხსაცმლის მუყაოს ყუთები ალბათ ყველა სახლში მოიძებნება. ისინი ძალიან მოსახერხებელია საზაფხულო ნივთების(ტოპები, მაისურები, შორტები და ა.შ.) ჩასალაგებლად. საერთოდ, ეს ყუთები იდეალური ორგანაიზერია სხვა ნივთების შესანახავადაც. დააწებეთ ყუთებს შესაფერისი შიგთავსის სტიკერები და ასე შეინახეთ კარადაში ან კარადის თავზე.

2. მუყაოს ყუთი-სკივრი

საქმეში შეგიძლიათ მუყაოს დიდი ზომის ყუთებიც ჩართოთ. ეს სკივრის უფასო ალტერნატივაა. ყუთის გავსებამდე, გადმოაბრუნეთ იგი და გვერდულად დადეთ. ჩაალაგეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივი სახით, ერთი-მეორეზე. როცა ყუთი გაივსება, წამოწიეთ და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში. ეს მარტივი ხერხი ნივთების ვერტიკალურად დალაგების საშუალებას მოგცემთ. ყუთს დაახურეთ პოლიეთილენი ან თავსახური და შედგით კარადაში, სარდაფში ან სხვა მოსახერხებელ ადგილზე.

3. ჩემოდანი

ალბათ, ნებისმიერ სახლში მოიპოვება ჩემოდანი. თუ მას მხოლოდ არდადეგების დროს იყენებთ, შეგიძლიათ, ტანსაცმელი ჯერ პოლიეთილენის პაკეტში, ხოლო შემდეგ ჩემოდანში ჩაალაგოთ.

4. შესანახავი ჩანთები

ესაა კიდევ ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება წესრიგის დასაცავად. არსებობს სპეციალური ჩანთები, რომლებიც ელვა-შესაკრავით იკეტება და აქვს სახელური მარტივი გადატანისთვის. მისი შეცურება საწოლის ან მაღალი ავეჯის ქვეშ შეგიძლიათ.

ორგანაიზერის ერთი მხარე გამჭვირვალე პოლიეთილენისაა და ეს დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რა ჩაალაგეთ შიგნით. ასეთი ჩანთები სხვადასხვა ზომისაა და მათ ნებისმიერ ადგილას მოათავსებთ.

ჩვენი რედაქცია ყველა დიასახლისს ურჩევს, მომარაგდეს ასეთი ჩანთებით. ეს ესთეტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა სხვადასხვა ნივთის კომპაქტური შენახვისთვის, რომელიც კარადაში წესრიგის დამყარებაში დაგვეხმარება.

5. ტანსაცმლის საფარი

ასეთი საფარი კიდევ ერთი ვარიანტია იმ ტანსაცმლის კომპაქტურად მოთავსებისთვის, რომლებსაც კარადაში ინახავთ. დაახარისხეთ ტანსაცმელი  კატეგორიის ან ფერების მიხედვით, ამორჩეული ნივთების კაუჭები კი რეზინით ან სხვა რამით მიამაგრეთ ერთმანეთს.

ახლა ეს ნივთები მოათავსეთ ტანსაცმლის საფარში. თუ კარადაში ადგილი გაქვთ, საფარი შეგიძლიათ დაკიდოთ იმავე ძელზე, რადგან ახლა ყველა საკიდი შეკრულია და არ შეგიძლით ხელს სასურველი ნივთის პოვნაში.

6. ვაკუუმური პაკეტები

ვაკუუმური პაკეტები შენახვის ძალიან კომპაქტური საშუალებაა, რამდენადაც ისინი ამცირებს ნივთების ზომებს 50-70 %-ით, ნაკეთობების ზომისა და ტექსტურის მიხედვით. გარდა ამისა, თავისი ჰერმეტულობის დამსახურებით, პაკეტი იცავს შიგთავსს ჩრჩილის, მტვერის, ტენიანობისა და უსიამოვნო სუნისგან.

რა თქმა უნდა, პაკეტში მოთავსებული საზაფხულო ტანსაცმელი რბილი, არაპრეტენზიული მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რომელიც ცუდი შედეგების გარეშე გადაიტანს ასე შენახვას.

ასე შენახული ნივთები შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოათავსოთ – კარადაში, საწოლის ქვეშ, საწყობში თუ ნებისმიერ მოსახერხბელ ადგილას. ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, განიავების მიზნით, ყოველ 3-4 თვეში ამოალაგეთ ნივთები.

7. დასაკიდი ორგანაიზერები ფეხსაცმლისთვის

საზაფხულო ნივთების შესანახავად, შესანიშნავი იდეაა დასაკიდი ორგანაიზერები. საზაფხულო ფეხსაცმელი უპრობლემოდ მოთავსდება დანაყოფ-ჯიბეებში, რადგან, როგორც წესი, მცირე ზომისაა. ასე შენახვა მნიშვნელოვნად განტვირთავს შემოსასვლელ ოთახს. ორგანაიზერების ასე დაკიდება შეგიძლიათ კარზე ან კედელზე, ან შეგიძლიათ დაახვიოთ გრაგნილად და წაიღოთ აგარაკზე. რა თქმა უნდა, სანამ ფეხსაცმელს შეინახავდეთ, უნდა გარეცხოთ, გააშროთ და, აუცილებლობისამებრ, გაარემონტოთ.