15 ყველაზე ლამაზი კოშკი მსოფლიოში, რომლებიც არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებად ითვლება

ადამიანებს ყოველთვის სურდათ ცას მისწვდომოდნენ. და, მიუხედავად იმისა, რომ ფრთები არ გვაქვს, რომ ვიფრინოთ, გვაქვს ტვინი და უნარები იმისათვის, რომ ვაშენოთ კოშკები, რომელთა დაბოლოებები ღრუბლების საზღვრებს სცდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოში 15 ყველაზე ლამაზ კოშკს, რომლებიც რეალურად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის, მათი აშენების დღიდან.

1. ბურჯ-ჰალიფა, დუბაი

დღეისათვის, ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა, 828 მ სიმაღლისა, რომელიც კიდევ ერთი ნიშანია, იმისა, რომ დუბაი მსოფლიო სიმდიდრის ცენტრობისკენ მიისწრაფვის. გარდა სავაჭრო ცენტრებისა და მდიდრული სასტუმროებისა, ბურჯ-ჰალიფას 158-ე სართულზე მსოფლიოს ყველაზე მაღალი მეჩეთია მოწყობილი, რომელიც თავისი სილამაზით, თვალწარმტაცი დიზაინითა და ამ შესანიშნავი შენობის საზღვრებს გაცდენით გვიზიდავს.

2. CN Tower, კანადა

1995 წელს, CN Tower-ი მსოფლიოს იმ 7 საოცრებას შორის მოხვდა, რომელთა სიაც ინჟინერ-მშენებელთა ამერიკულმა გაერთიანებამ შეადგინა. ხოლო სი-ენ თაუერში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი მბრუნავი რესტორანი 360-ია, რომელიც 351 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.

3. აღმოსავლეთის მარგალიტი, ჩინეთი

არც ისე დიდი ხნის წინ, ეს კოშკი შანხაიში ყველაზე მაღალი კოშკი იყო. მისი სამი სათვალთვალო სივრციდან, ვიზიტორებს შეუძლიათ ქალაქის სხვადასხვა ხედით დატკბნენ. ასევე, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ სწორედ მეორე სათვალთვალო სივრცე შუშის იატაკით ქმნის სიურეალისტურ შეგრძნებას, თითქოს მდინარე ხუანპოს თავზე ცურავთ, ზღვის დონიდან 259 მეტრზე.

4. ბიგ-ბენი, ლონდონი

ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვით ბიგ-ბენის შესახებ. იგი ხშირად გინახავთ ტელევიზორში, სხვადასხვა ფილმსა თუ გადაცემაში, რამდენადაც იგი ლონდონის სავიზიტო ბარათია. ეს დიდებული 96-მეტრიანი გოთიკური სტრუქტურა თავის სახელწოდებას სერ ბენჟამინ ჰოლისგან იღებს, რომელმაც პირველად შეუკვეთა 13-ტონიანი ზარი, რომელიც იმ დროიდან შეუჩერებლად რეკავს.

5. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ნიუ-იორკი, აშშ

მომავალი საგანგებო სიტუაციების გათვალისწინებით, ამ შენობაში გათვალისწინებულია სავენტილაციო სისტემა მრავალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციით, მათ შორის, ქიმიური და ბიოლოგიური ფილტრებით.

6. ეიფელის კოშკი, საფრანგეთი

ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ისტორიაში საუკუნოდ ჩაიბეჭდა. თავიდან, ეს კოშკი გუსტავ ეიფელმა ააშენა 1889 წელს, როგორც პარიზის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის წვლილი. მისი სიმაღლე 300 მეტრს შეადგენს და იგი ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა, 1930 წლამდე, კრაისლერის გახსნამდე. დღემდე, ეიფელის კოშკი ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი ძეგლია მსოფლიოში.

7. პიზის კოშკი, იტალია

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ორიგინალური კოშკი 177 წლის(ან მეტი) წინ აშენდა. თითქოს, ამ 56-მეტრიან კოშკს განსაკუთრებული არაფერი აქვს, მაგრამ მისი დახრილობა შეჩერებულ დაცემას ჰგავს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება წაიქცეს. სწორედ ეს “პატარა” დეტალი იქცა კოშკის სავიზიტო ბარათად.

8. კოსმიური ნემსი

ეს 185-მეტრიანი სათვალთვალო კოშკი ორი არქიტექტორის საერთო იდეაა, რომელიც მიწაზე მიმაგრებულ უდიდეს ბურთსა და მფრინავ თეფშს შორის კომპრომისით შეიქმნა. ეს უკანასკნელი სახლი, რესტორანი და სათვალთვალო სივრცეა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთის ორიენტირად იქცა.

9. მილადის კოშკი, ირანი

კოშკის რვაკუთხოვანი ფუძე ირანული ტრადიციული არქიტექტურის სიმბოლოა ისევე, როგორც მისი წვერი, გეომეტრიულ ნახატით, შემდგარი 12 სართულისგან. ბეტონის 315-მეტრიანი ძელით, ეს კოშკი შახმატის ფიგურას ემსგავსება.

10. პეტრონასის ტყუპი კოშკები, მალაიზია

იდენტური გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, შთაგონებული ისლამური არქიტექტურით, პეტრონასის ტყუპი კოშკები მალაიზური კულტურისა და პროგრესის განუყოფელ ნაზავს წარმოადგენს.

რომელ კოშკს ნახავდით ახლოდან?