უზარმაზარი ინდური ტაძარი, რომელიც VII საუკუნეში ერთადერთ მონოლითურ კლდეში გამოკვეთეს

კაილასანატჰას მეგალითური ტაძარი, გამოკვეთილი ერთი უზარმაზარი ქვისგან, ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ გამოქვაბულ საკულტო ობიექტად ითვლება ინდოეთში და არამხოლოდ. უდიდესი კომპლექსი 34 ქვაბული ტაძრისა და მონასტრისგან შედგება, რომლებიც ქმნის ანსამბლს, ფართოდ ცნობილს, როგორც “ელორის ქვაბულები”. უნიკალური გამოქვაბულები, დათარიღებული 600-1000 წლებით, ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომლის ნახვაზე არამხოლოდ მილიონი ტურისტი, არამედ იმ მკვლევართა ჯგუფებიც ოცნებობენ, რომლებიც ტაძრის შექმნის საიდუმლოების ამოხსნას ცდილობენ.

ელორა – ესაა მცირე ზომის დაბა, არსებული ინდურ შტატ მაჰარაშტრაში, ქალაქ აურანგაბადთან ახლოს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი უნიკალური მეგალითური ანსამბლით, შემდგარი 34 ქვაბული ტაძრისა და მონასტრისგან. ამასთან, ამ ადგილს მხოლოდ ძველი ობიექტების მაღალსულოვანი ღირებულება არ აქცევს მსოფლიოს საკულტო მემკვიდრეობად. როგორც აღმოჩნდა, “ელორის ქვაბულები” სამი მსოფლიო რელიგიის – ინდუიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის – გაერთიანების ადგილია.

34 საკულტო ობიექტიდან 12 ბუდისტური ტაძარია, 17 – ინდუისტური, ხოლო 5 – ჯაინისტური. ყველა მათგანი უზარმაზარი ბაზალტის კლდეშია გამოკვეთილი ასეთივე ქრონოლოგიური რიგის მიხედვით.

ამ კომპლექსში თითოეული გამოქვაბული ტაძარი თუ მონასტერი გვაოცებს თავისი ექსტერიერითა და გასაოცარი ფორმებით, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალწარმტაცია კაილასანატჰის(კაილაშის) ტაძარი. ცნობილი თავისი გიგანტური ზომებით, მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის შექმნის მეთოდი და შესანიშნავი ორნამენტები იწვევს უამრავ კითხვას, რამდენადაც დღემდე ბოლომდე ვერ გაუგიათ, ვინ ააშენა უნიკალური ტაძარი კაილასში.

მკვლევარებს ხელთ არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება ან დამაჯერებელი ვერსია არ აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მეცნიერთა უმეტესობა ამას რახტრაკუტს, მეფე კრიშნა I-ს მიაწერს, რომელიც ინდოეთს ძვ.წ. 756-773 წლებში მართავდა.

რამდენადაც მეცნიერულად ჯერ კიდევ არაფერია დამტკიცებული, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, წერილობით გადმოიცემა შუასაუკუნეების ლეგენდა, დაწერილი “კათხა-კალაპატარუში”(ძველი ვედური ტრაქტატი), კრიშნა იადჯავალკას მიერ: “როცა მეფე მძიმედ ავად იყო, დედოფალი ღმერთ შივას ევედრებოდა მის გამოჯანმრთელებას. მისი ჯანმრთელობის სანაცვლოდ, დედოფალმა დაიფიცა, რომ შივას სახელზე ტაძარს ააგებდა და იქამდე იმარხებდა, სანამ შიკხარა(ტაძრის წვერი) არ გამოჩნდებოდა. მეფე სწრაფად მომჯობინდა და ტაძრის მშენებლობაც დაიწყო. თუმცა, მეუღლეთა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ შიკხარის აშენებას წლები დასჭირდებოდა. საბდნიეროდ, ერთი ჭკვიანი მშენებელი მოვიდა და აუხსნა დედოფალს, რომ, თუ ბორცვის წვეროდან დაიწყებდნენ მშენებლობას, ტაძრის გუმბათს 1 კვირაში ააშენებდა. ეს დედოფალს დაეხმარა მარხვის სწრაფად დასრულებაში, ამიტომ ტაძარი ზემოდან ქვემოთ აშენდა.”

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა, დამტკიცებული ფაქტია, რომ კაილასანატჰა ნამდვილად ზემოდან ქვემოთ აშენდა. ასეთ უჩვეულო გადაწყვეტილებას დასჭირდა 200 ათასი ტონა ვულკანური წარმოშობის კლდე, რამდენადაც ტაძრის საბოლოო სიმაღლემ 30 მეტრს მიაღწია, ამასთან, საერთო სიღრმე 50 მეტრს შეადგენს.

ამასთან, არც ერთი ელემენტი თუ დეკორი გარედან არ შეუტანიათ – ყველაფერი ერთი კლდისგან გამოიკვეთა. საერთო სივრცის, დეკორით მდიდარი ფასადისა და ტაძრის შიდა ეზოს გათვალისწინებით, ითვლება, რომ მშენებლობა შეიძლება დაწყებულიყო კრიშნა I-ის მმართველობის დროს და გაგრძელებულიყო დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, როცა სხვა მმართველებმა თავიანთი შეხედულებებისამებრ დაუმატეს დეკორაციული ელემენტები.

ბაზალტურ ქანში დაუჯერებლად ლამაზი ჭრილები სხვადასხვა ინდურ ღვთაებას გამოსახავს, თუმცა ძირითადი ყურადღება შივას ეთმობა. თუ გოპურამს(კოშკი ჭიშკრის თავზე) გვერდს აუვლით, ერთ მხარეს ბარელიეფებზე გამოსახულია შივას, ხოლო საწინააღმდეგო მხარის პანელებზე – ვიშნუს მიმდევრები.

ათას წელზე მეტი დროის შემდეგაც კი, გამოცდილი ქვისმჭრელები ვერ წავლენ ასეთი შენობის აშენებაზე, განსაკუთრებით, მისი საფუძვლის შექმნაზე, რამდენადაც ფუძედ სპილოებისა და ლომების მონუმენტური სკულპტურების ზურგებია გამოყენებული. დატვირთვა რომ ასე გაეთვალათ და საფუძველზე სამმეტრიანი ქანდაკებები გამოეკვეთათ მთელი შენობის დაზიანების გარეშე – მხოლოდ გენიოსებს თუ შეეძლოთ.

თუმცა, ტაძრის მშენებელი ადამიანი რომ იყო, ამაში ეჭვი მათაც კი არ ეპარებათ, ვისაც უყვარს ყველაფერ გაუგებარი და არაორდინალურის მიწერა ზეციური ძალებისა და უცხოპლანეტელებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, მკვლევარებმა ტაძარში სამალავი იპოვეს, რომელშიც სპილენძის დაფა ესვენა წარწერით: “ო, შივა! როგორ შემეძლო მსგავსი რამის გაკეთება მაგიის გარეშე?” აი, ამ კითხვას უკვე მრავალი წელია სვამენ შთამომავლები და იგი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

ადამიანური გენიის ეს დიდებული შემოქმედება, თავისი არაორდინალურობითა და სილამაზით, მხოლოდ ტაჯ-მახალს თუ შეედრება, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა პლანეტაზე. მუხედავად მსოფლიო ცნობადობისა და დაუჯერებელი მონახულებადობისა, ეს ფანტასტიკური მავზოლეუმი უამრავ საიდუმლოსა და გასაოცარ ფაქტს მოიცავს.