
ხანდახან, ბინა იმდენად პატარაა, რომ მასში ისეთი აუცილებელი ნივთის ადგილიც კი არაა, როგორიც საძინებელია. გთავაზობთ 7 საინტერესო იდეას, რომლებიც, მცირე ფართის პირობებში, საძინებლის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
1. შემაღლებული საძინებელი
ასეთ საძინებელს უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავთ: თუ შემაღლებულ ადგილში უჯრებსა და თაროებს ჩააშენებთ, მიიღებთ დამატებით სივრცეს.
2. საწოლი-კარადა
ტრანსფორმერი ავეჯი იდეალური გადაწყვეტილებაა პატარა ბინის მფლობელებისთვის. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გვირჩევენ, უპირატესობა გამოსაშლელ კარადას მივანიჭოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი სამყაროსავით ძველია, იგი მაინც ძალიან ეფექტურია. თვითონ განსაზღვრეთ: დილით ოთახი ძალიან მოცულობითი იქნება, ხოლო საღამოს, ხელის ერთი მოძრაობით, კარადის ნაცვლად იღებთ კომფორტულ საძინებელს.
3. საძინებელი-სხვენი შემოსასვლელში
თუ თქვენი შემოსასვლელი ოთახი საკმაოდ ტევადია, შეგიძლიათ, საძინებელი იქ მოაწყოთ. ყველაზე კარგი ვარიანტია საწოლი-სხვენი. ეს ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვინც თავის ბინაში ყოველ კვადრატულ მეტრს აფასებს და ცდილობს, არსებული სივრცე გონივრულად გამოიყენოთ. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მის ქვემოთ ადგილის გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება.
4. საძინებელი-სხვენი ოთახში
შეგიძლიათ, უფრო ტრადიციული ვარიანტი გამოიყენოთ და საძინებელი-სხვენი ძირითად ოთახში მოათავსოთ. ასეთი ვარიანტი იდეალურია, თუ თამამი ექსპერიმენტებისთვის არ ხართ მზად, ან როცა შემოსასვლელი ოთახი ძალიან პატარაა. “სხვენისებრი” კონსტრუქცია დაგეხმარებათ, საძინებელი დანარჩენ ოთახს დააცილოთ, რაც სივრცეზე დადებითად ზემოქმედების საშუალებას მოგცემთ.
5. საძინებელი გამჭვირვალე ტიხრის უკან
ეს ვარიანტი უხდება ერთოთახიან ბინას ან სტუდიოს, რამდენადაც გამჭვირვალე ტიხარს რამდენიმე პრობლემის გადაჭრა შეუძლია. პირველ რიგში, თუ სქელ ფარდებს იყიდით, შეძლებთ საძინებლის დაფარვას სტუმრებისგან. მეორეც, ტიხარი ცალკეული ოთახის შექმნის საშუალებას ერთოთახიან ბინაშიც კი მოგცემთ. დაბოლოს, თუ საძინებელი ფანჯრის გვერდით მოხვდება, გამჭვირვალე ტიხარში ბუნებრივი სინათლე მაქსიმალური რაოდენობით გამოაღწევს.
6. საწოლი ნიშაში
თუ ოთახში არსებობს ნიშა, მისი არგამოყენება დანაშაულია. იგი იდეალური ადგილია საწოლის მოსათავსებლად. არ გინდათ, რომ მას ვინმე ხედავდეს? უბრალოდ დაკიდეთ ფარდები, რომლებიც საწოლს დამალავს. ასევე, ქსოვილი დაგიცავთ დილაობით ამომავალი მზის სხივებისგან.
7. საწოლი-დივანი
ყველაზე მარტივი და პოპულარული ვარიანტია ტახტის ან საწოლი-დივნის შეძენა. იგი ოთახში მინიმალურ ადგილს დაიკავებს და ერთდროულად ორ ფუნქციას შეასრულებს. ასეთი ვარიანტი მათთვისაა კარგი, ვისაც ხშირად სტუმრობენ ღამის გასათევად.
თუ მინუსებზე ვისაუბრებთ, ისინი უმნიშვნელოა – დილაობით 5-10 წუთი დაგჭირდებათ დივნის ასაკეცავად, ხოლო საღამოს – ამდენივე დრო ლოგინის გასაშლელად.