ბინები ბორბლებზე, ანუ როგორ აწყობენ ტრაილერებს ამერიკელი მძღოლები

საქალაქთაშორისო სატვირთო მძღოლები – ესაა იმ მძღოლთა განსაკუთრებული კასტა, რომლებმაც გააზრებულად აირჩიეს თავიანთი ცხოვრების მიმართულება, რამდენადაც მათი სამუშაო გრაფიკი არ აძლევს შინ დაძინების საშუალებას. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამერიკელმა მძღოლებმა იციან პრაქტიკულად ყველაფერი ბორბლებზე ცხოვრების გაუსაძლისობისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოაწყონ მანქანა, რათა სატვირთოში ცხოვრება ადამიანურ პირობებში შეძლონ. ხშირად, ასეთი გარდასახვისთვის, ისინი იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე თვითონ მანქანა ღირს.

მძღოლები სატვირთოს საჭესთან თავიანთი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებენ, თანაც, სატვირთო მათთვის არამხოლოდ სამუშაო ადგილი, არამედ დასასვენებელი ზონა და ღამის გასათევიცაა. ისე მოხდა, რომ აშშ-ში ყვავის მაგისტრალური გადატანები და ასეთი მოთხოვნა აიძულებს ნსგავსი სერვისის ორგანიზატორებს, მძღოლებისთვის კომფორტული პირობები შექმნას.

ამ მიზეზით, ამერიკაში უამრავ  სატვირთოს ნახავთ, რომლებიც თავად მძღოლებმა მოაწყვეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი გადაკეთებისთვის, სპეციალურად მძღოლებისთვის, არსებობს საგადასახადო წახალისება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ხარჯები მის გასარემონტებლად, მოსაწყობად და კომფორტული პირობების შესაქმნელად, ყოფაცხოვრების ორგანიზებისთვის, დაწყებული ქაღალდის ხელსახოცებით და დასრულებული მაცივრითა და სხვა ტექნიკით, ღირებულება მცირდება საგადასახადო გამორიცხვის ხარჯზე.

ბუნებრივია, სატვირთოებში საყოფაცხოვრებო პირობების მოწყობის მოთხოვნილებამ გამოიწვია იმ ფირმებისა და ატელიეების რაოდენობის ზრდა, რომლებიც კასტომიზაციაზე(ტუნინგზე) არიან სპეციალიზებული.

მაშინ, როცა სატვირთოს მწარმოებლები ცდილობენ, მძღოლებისთვის საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესონ, ათასობით მცირე ფირმა ცდილობს, შეიმუშავოს საძინებელი კაბინები ისე, რომ მასში მაქსიმალურად კომფორტულად შეიძლებოდეს დასვენება მძიმე დღის შემდეგ. ახლა ამერიკის გზაზე შეხვდებით მოკრძალებულ “საძინებელს” მინიმალური კომფორტით, და ნამდვილ ბორბლებიან სახლს, აღჭურვილს სრულყოფილი სამზარეულოთი, ორსაწოლიანი საძინებლით, სრულყოფილი სანკვანძითა და მულტიმედიური ცენტრით. ხანდახან, ასეთი აპარტამენტები  სიგრძეში 5.87 მეტრსაც კი აღწევს.

ბუნებრივია, მანქანის შიდა სივრცის კომფორტისა და მოწყობის დონე დამოკიდებულია ფინანსურ ხარჯებსა და სატვირთოს მოდელზე. ზოგიერტი ეგზემპლარის უზარმაზარი ზომების გათვალისწინებით, მძღოლების დიზაინერულ პოტენციალს ნამდვილად აქვს გასაქანი. ჩვეულებრივ, ავტომობილის შეძენისას, მას მოჰყვება მინიმალური საბაზისო კომპლექტაცია, რომელიც ყველამ თავისი შეხედულებისამებრ უნდა სრულყოს. თანაც, უზარმაზარი საწოლის დადგმით საქმე არ სრულდება.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამერიკელი მძღოლებისთვის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მოდელები და სერიები იწარმოება მძღოლების მოთხოვნაზე მაქსიმალურად ადაპტირებით, მათ არ სჭირდება დიდი კაპიტალდაბანდება გადაკეთების ან სრულყოფისთვის.

ასე, მაგალითად, საშინაო სამზარეულოს მოყვარულთათვის, მაქსიმალურად სრულყოფენ სამზარეულოს, ამონტაჟებენ მაცივრებს, ღუმლებს, ნიჟარებს, კარადებსა და უჯრებს. როგორც წესი, ამ ზონაში გამოსაშლელ მაგიდებს აწყობენ.

ზოგს კი ურჩევნია, სრულყოფილი სან.კვანძი მოაწყოს ბიოტუალეტითა და შხაპით. ასეთი ცვლილება კომპლექტაციაში არამხოლოდ სანტექნიკური მოწყობილებების დამონტაჟებას, არამედ დამატებითი ავზების დამაგრებასაც გულისხმობს, წყლის მოსაგროვებლად და ნარჩენების უტილიზაციისთვის. თუმცა, სწორედ ამ ფუნქციის არსებობა აადვილებს მძღოლის ცხოვრებას, ამიტომ სან.კვანძების მოწყობისთვის გაღებული ხარჯი გამართლებულია.

გარდა ამ ზონებისა, კაბინაში გამოიიყოფა ადგილი შესანახავი სისტემებისთვისაც. როგორც წესი, ასეთ სატვირთოებში ამონტაჟებენ კარადებს გამწოვით. ეს იმისათვის, რომ სამუშაო ტანსაცმელი, რომელსაც სპეციფიკური ტექნიკური სუნი ექნება, საიმედოდ იზოლირებული იყოს.

განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლები სალონის მოწყობას უთმობენ. ამ საკითხში, მეპატრონეთა ფანტაზიას საზღვრები არ აქვს – ყველა ცდილობს, ასე გამოავლინოს ინდივიდუალობა და მისწრაფებები.

კაბინის მოსაწყობად სხვადასხვა მასალას იყენებენ. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტური პოლიურენატული ტყავი, ქსოვილი, ძვირადღირებული ალკანტარა, ნატურალური ტყავი და კეთილშობილი ხეც კი. ფანტაზიის გარდა, ამ საკითხში პირველ ლანზე გამოდის ამა თუ იმ მასალების ღირებულება, რამდენადაც ტრაილერის ამ ნაწილს ყველა თავისი ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით აფორმებს.

ბორბლებზე ცხოვრებას მიჩვეული მძღოლები, პენსიაზე გასვლის შემდეგ, როგორც წესი, ვერ ახერხებენ ცხოვრებას მუდმივი მოძრაობის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ სახლი და არ ჰყავთ ოჯახი, ამიტომაც ყიდულობენ ბორბლებიან სახლს.